შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: “ქუთაისის მწვანილი” იმერეთის 50 სოფელში მოჰყავთ – საქართველოს სავიზიტო ბარათი
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
სიახლეებიქართული სამზარეულო

“ქუთაისის მწვანილი” იმერეთის 50 სოფელში მოჰყავთ – საქართველოს სავიზიტო ბარათი

"ქუთაისის მწვანილი" იმერეთის 50 სოფელში მოჰყავთ - საქართველოს სავიზიტო ბარათი
თაკო ფრიცხელაური
ავტორი
თაკო ფრიცხელაური
გამოქვეყნებული: ივლისი 29, 2025
გაზიარება
გაზიარება

ქუთაისი – ეს სიტყვა რეალურად გაცილებით მასშტაბურ მნიშვნელობას მოიცავს, ვიდრე უბრალოდ ქალაქს. არამხოლოდ რეალური, ხელშესახები ნივთებისა თუ პროდუქტების შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი ქუთაისურია, არამედ არამატერიალურ შემთხვევებშიც, იქნება ეს ადამიანის ხასიათი, იუმორი, მანერა, სტილი და ა. შ. ერთ-ერთი ქართული სიმღერით ქუთაისის ნიავსაც კი უმღერიან. რა გასაკვირია, რომ იმერეთის ადმინისტრაციული ცენტრის სახელით მოიხსენიონ იმერეთის რეგიონში მოყვანილი ესა თუ ის სოფლის მეურნეობის პროდუქტიც. ზუსტად ასეთი შემთხვევაა 2015 წელს გეოგრაფიულ აღნიშვნად აღიარებული „ქუთაისის მწვანილი“, რომელიც იმერეთის რეგიონის საზღვრებში მოყვანილ სხვადასხვა მწვანილს გულისხმობს. ვანის, სამტრედიის, წყალტუბოს, ხონის, ზესტაფონის, ბაღდათისა და თერჯოლის რაიონების თითქმის 50 სოფელს მოიცავს მიკროკლიმატური საზღვრები, რომელიც ადგილობრივი მწვანილის მოყვანისთვის არის საუკეთესო.

მწვანილის მაღალი ხარისხისთვის გამორჩეულად საჭიროა ნოტიო სუბტროპიკული ჰავა. „ქუთაისის მწვანილის“ მიკროზონა იდეალურად აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას და იქ მოყვანილი მწვანილი მართლაც განსაკუთრებულია. იმერეთის რაიონებში მწვანილის მწარმოებელს შეუძლია წელიწადში რამდენჯერმე აიღოს მოსავალი. თუ სხვადასხვა სეზონებზე მოყვანილი ამ პროდუქტის გემოს დავაკვირდებით, უნიკალური არომატით საუკეთესო იქნება შემოდგომა-გაზაფხულის პერიოდის მოსავალი, როდესაც აღმოსავლეთის ქარი ბუნებრივ ვენტილაციას ახდენს და გრუნტის წყლების სიახლოვე ნიადაგის ტემპერატურას განაპირობებს. ასევე, სწორედ შენახვის პირობებში, შემოდგომა-გაზაფხულის მწვანილი შეიძლება 1 თვის განმავლობაშიც კი არ გაფუჭდეს. განსაკუთრებული გემოთი, არომატითა და სურნელით გამოირჩევა შემდეგი დასახელების მწვანილი:

ცერეცო – ერთწლიანი მცენარე, რომლის მწვანე ფოთლებს იყენებენ არომატულ საკმაზად და გამოიყენება მწვანილადაც. ცერეცო ითვლება მაღალი კვებითი ღირებულების მქონე ბოსტნეულად.

ოხრახუში – ორწლიანი ბალახი, რომელსაც სამი სახეობა აქვს. ოხრახუშის იდეალური ზრდა-განვითარებისთვის საჭიროა მაღალი ტემპერატურა და თუ ამას დაემთხვა ნიადაგში ტენის ნაკლებობა, ოხრახუშს ემატება ზეთის შემცველობა და მდიდრდება მისი არომატი.

- Advertisement -
Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.

ქინძი – ერთწლიანი მცენარე, რომლის ფოთლებს უმწიფარ მდგომარეობაში გამოარჩევთ სპეციფიკური არომატით. ქინძი გამოიყენება საჭმლის საკმაზ სურნელოვან ბოსტნეულად, და, იშვიათ შემთხვევაში, სუფრაზე, მწვანილად მისართმევად და სამკურნალოდაც.

READ  აღმოაჩინეს ცილა, რომელიც დაბერების პროცესს ანელებს

ნიახური – ორწლიანი მცენარეა, რომელიც გაჯერებულია სასარგებლო ნივთიერებებით, მათ შორის, A, B, PP, C, K ვიტამინებით და გამოირჩევა რკინის, კალციუმის, მაგნიუმის, ფოსფორის, ფოლიუმის მჟავის, ნატრიუმისა და მანგანუმის შემცველობით. ნიახური საჭმელად მოიხმარება ნედლად ან მოხარშული სახით. საქართველოში, უმეტესად, გავრცელებულია მისი ფოთლოვანი ჯიშები.

იმერეთის რეგიონში მოყვანილი მწვანილი, რომელიც იწარმოება როგორც ღია გრუნტზე, ისე სასათბურე პირობებში, სარგებლობს მაღალი რეპუტაციითა და მოთხოვნით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

გეოგრაფიული აღნიშვნა „ქუთაისის მწვანილი“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2016 წლის 1 აპრილს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე.

წყარო

- Advertisement -
Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

იხილეთ ასევე

  • გაგაცნობთ, ქართული სამზარეულოს ინდივიდუალურობას
  • რომელი საკვები შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას და როგორ მოვამზადოთ სწორად
  • რომელია ცილებით ყველაზე მდიდარი 5 პროდუქტი
  • როგორ მოვამზადოთ ზაფხულის დეტოქს სასმელი
  • შეფ-მზარეულების რჩევები

შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები

ცნობილი “ფუდ ბლოგერი” IFIF ANA “შენისუფრის” მკითხველს საუცხოო პასკის რეცეპტს უზიარებს
Ბოსტნეულის კატლეტები, გემრიელი სასარგებლო და თანაც დიეტური
კერძი, რომელიც ყველასთვის ნაცნობია ბავშვობიდან. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი გუფთაა, მაგრამ განსხვავებული შემადგენლობით და საოცარი არომატით!.
რა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა ისპანახი
მოამზადეთ მარტივი სტაფილოს ნამცხვარი შენისუფრის რეცეპტით
TAGGED:ბოსტნეულიმწვანილიტრადიციული კერძებიქართული სამზარეულოჯანსაღი კვება
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
ავტორითაკო ფრიცხელაური
ჟურნალისტი — რეცეპტები და ქართული სამზარეულო. წერს ტრადიციულ და თანამედროვე კერძებზე, სუფრის კულტურასა და სეზონურ პროდუქტებზე.
წინა სტატია მოამზადეთ უგემრიელესი ჟულიენი სოკოთი და ქათმის ხორცით მოამზადეთ უგემრიელესი ჟულიენი სოკოთი და ქათმის ხორცით
შემდეგი სტატია როგორ ჩავდგეთ ფორმაში აღდგომის შემდეგ როგორ ჩავდგეთ ფორმაში აღდგომის შემდეგ
3 კომენტარი
  • გამოხმაურება: კახური ზეთი - რით გამოირჩევა ქართულ გასტრონომიაში
  • გამოხმაურება: მსოფლიოს მზარეული ქალები - კულინარიული ოსტატობა
  • გამოხმაურება: სამზარეულოს ფერის 5 ტენდენცია 2026 წელს - SheniSupra

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?