ოთხშაბათი, მარტი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedრით გამოირჩევა კახური ზეთი ქართულ გასტრონომიაში

რით გამოირჩევა კახური ზეთი ქართულ გასტრონომიაში

ზაფხულის მიწურულს, როცა მინდვრები გადაყვითლდება და ყვავილში მარცვალი მომწიფდება, კახეთის რაიონებში მზესუმზირას მოსავლის აღება იწყება. ამ დროს გლეხების ეზოები, აივნები, ბანი და ერდო ამ მზისფერი ყვავილით ივსება.

მზესუმზირის ზეთი ქართულ სამზარეულოში

მინდვრებიდან გამოტანილი მზესუმზირა კარგად უნდა გაშრეს, მერე დაიბეგვოს და მარცვალი გამოიყაროს. შემდეგ ერთიანად ახმაურდება ზეთსახდელები – ოქროსფერი სითხე ნაკადულებად წამოწანწკარდება და ჭურჭელი ამ სურნელოვანი, ნოყიერი და გემრიელი ძვირფასი საკვებით აივსება. თუ იქვე თონეც ააგიზგიზეს და ცხელ-ცხელი პური ამოყარეს, ნამდვილ დელიკატესს  შემოგთავაზებენ – კახურ შოთს ახალდაწურული კახური ზეთით.

ეს ცოცხალი ქართული გემოა, რომელსაც ამ სახით საქართველოს სულ რამდენიმე რაიონში გასინჯავ – დედოფლისწყაროში, სიღნაღსა და გურჯაანში, იქ, სადაც კახური ზეთის „ბეღელია“.

მზესუმზირა საქართველოში მეოცე საუკუნის დასაწყისში ევროპიდან შემოიტანეს. ის  სინათლის, სითბოსა და ტენის მოყვარული მცენარეა, ხანმოკლე სუსხსაც უძლებს და  გვალვასაც კარგად იტანს, წყალგამტარი შავმიწა ნიადაგი სჭირდება და სწორედ ასეთი აღმოჩნდა კახეთი, უფრო მეტად კი – ისტორიული ქიზიყის ტერიტორია და მზესუმზირა კახური ზეთის ძვირფას ნედლეულად იქცა. პირველი ზეთსახდელი ქარხანაც დედოფლისწყაროში აშენდა.

როგორ მიიღება კახური ზეთი?

კახური ზეთი, სხვა ზეთებისაგან განსხვავებით, ბლანტია და ტრადიციულად ქიმიური ფილტრაციის გარეშე მიიღება. კახური ზეთის დაწურვის რამდენიმე მეთოდი არსებობს. ყველაზე გავრცელებული დაწნეხის მეთოდია: კარგად გამომშრალ მზესუმზირას 80 გრადუსამდე ათბობენ, წნეხენ და 2 კვირით უჟანგავ ჭურჭელში აჩერებენ. ასეთი წესით მიღებული პროდუქტი მაქსიმალურად ინარჩუნებს მაღალ კვებით ღირებულებას.

კახური ზეთი განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს სალათებს, მწნილს, ჯონჯოლს, ლობიოს და ის ყველა თადარიგიან დიასახლისს აქვს გადანახული განსაკუთრებული შემთხვევებისთვის. ეს ზეთი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის – შეიცავს ისეთ ვიტამინებს, როგორებიცაა: A, K, D, E და მდიდარია ომეგა 6-ის ტიპის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით.

წყარო

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ვალდემოსა, მალიორკა: საუკეთესო აქტივობები

ვალდემოსა, მალიორკა: საუკეთესო აქტივობები

17 March, 2025
ღვიძლის გაცხიმოვნება | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

ღვიძლის გაცხიმოვნება | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

მარტი 19, 2025
ჩემი ნამდვილი სახელი ია არ არის – მამამ სხვა სახელი დამარქვა… – ია ფარულავას ისტორია

ჩემი ნამდვილი სახელი ია არ არის – მამამ სხვა სახელი დამარქვა… – ია ფარულავას ისტორია

18 მარტი 2025
იცოდით,რომ მელნისფერი ინტერიერში სიმშვიდისა და ელეგანტურობის შეგრძნებას აღძრავს?

იცოდით,რომ მელნისფერი ინტერიერში სიმშვიდისა და ელეგანტურობის შეგრძნებას აღძრავს?

მარტი 19, 2025
როგორ გავიაროთ რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის?

როგორ გავიაროთ რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის?

მარტი 19, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ასტროფოტოგრაფმა პოლარული ციალის ფონზე მთვარის დაბნელების უნიკალური ფოტოები გადაიღო

ასტროფოტოგრაფმა პოლარული ციალის ფონზე მთვარის დაბნელების უნიკალური ფოტოები გადაიღო

მარტი 19, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ნიღაბი ხელის კანის ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად

ნიღაბი ხელის კანის ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად

მარტი 19, 2025
გერმანიის საელჩო საქართველოში, როდის შეგიძლიათ მიმართოთ-გზამკვლევი თქვენთვის

გერმანიის საელჩო საქართველოში, როდის შეგიძლიათ მიმართოთ-გზამკვლევი თქვენთვის

17 მარტი 2025
მთაწმინდის რაიონში, უკლებას ქ. N6-ში შიდაკვარტალური ეზოს მოწესრიგება დასრულდა

მთაწმინდის რაიონში, უკლებას ქ. N6-ში შიდაკვარტალური ეზოს მოწესრიგება დასრულდა

მარტი 18, 2025
კოსმოსში 9 თვის განმავლობაში ჩარჩენილი NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე დაბრუნდნენ

კოსმოსში 9 თვის განმავლობაში ჩარჩენილი NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე დაბრუნდნენ

მარტი 19, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები