შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: გაზიანი სასმელები ბავშვებში: რამდენად უსაფრთხოა მათი მიღება?
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
ჯანსაღი კვება

გაზიანი სასმელები ბავშვებში: რამდენად უსაფრთხოა მათი მიღება?

გაზიანი სასმელები ბავშვებში: რამდენად უსაფრთხოა მათი მიღება?
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}
თაკო ფრიცხელაური
ავტორი
თაკო ფრიცხელაური
გამოქვეყნებული: ნოემბერი 12, 2025
გაზიარება
გაზიარება

გაზიანი სასმელები დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში.

გაზიანი სასმელების ტკბილი გემო და ბუშტუკები განსაკუთრებით იზიდავს პატარებს, თუმცა ხშირად გვაწუხებს კითხვა – რამდენად უსაფრთხოა მათი მოხმარება? ამ სტატიაში განვიხილავთ გაზიანი სასმელების ზემოქმედებას ბავშვის ორგანიზმზე და უკეთ გავიგებთ, როგორ უნდა დავიცვათ მათი ჯანმრთელობა.

Contents
  • გაზიანი სასმელები დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში.
    • გაზიანი სასმელების მავნე ზეგავლენა ბავშვებზე
      • ძვლების სისუსტე
      • კუჭ-ნაწლავის პრობლემები
        •  ყურადღების და ენერგიის პრობლემები
          • როგორ შევამციროთ გაზიანი სასმელების მოხმარება?
    • იხილეთ ასევე

გაზიანი სასმელების მავნე ზეგავლენა ბავშვებზე

ყველაზე დიდი პრობლემა გაზიან სასმელებში მაღალი შაქრის შემცველობაა. ერთი პატარა ბოთლი შეიძლება შეიცავდეს დღიური ნორმის რამდენჯერმე მეტ შაქარს, რაც იწვევს ჭარბ წონას; ზრდის დიაბეტის განვითარების რისკს; აზიანებს კბილებს და იწვევს კარიესს.

ძვლების სისუსტე

ბევრი კვლევა მიუთითებს, რომ გაზიანი სასმელები ხელს უშლის კალციუმის შეწოვას, რაც ბავშვის ძვლოვანი სისტემის განვითარებისთვის აუცილებელია. ეს განსაკუთრებით პრობლემურია მაშინ, როდესაც ბავშვი გაზიან სასმელებს რძის ან წყლის ნაცვლად იღებს.

კუჭ-ნაწლავის პრობლემები

გაზიანი სასმელები შეიცავს ნახშირორჟანგს, რომელიც კუჭში ჰაერის დაგროვებას და დისკომფორტს იწვევს. ხშირი მოხმარება კი შესაძლოა გამოიწვიოს: მუცლის შებერილობა; მჟავიანობის მომატება; საჭმლის მონელების დარღვევა.

- Advertisement -
Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.
 ყურადღების და ენერგიის პრობლემები

შაქრის მაღალი შემცველობის გამო, ბავშვებში ხშირია ენერგიის მკვეთრი მატება და შემდგომი დაღლა. ეს შეიძლება გამოიხატოს: კონცენტრაციის დარღვევაში; გაღიზიანებადობაში; უძილობაში.

როგორ შევამციროთ გაზიანი სასმელების მოხმარება?

თუ ბავშვი მიჩვეულია გაზიან სასმელებს, მათი შეზღუდვა შეიძლება რთული აღმოჩნდეს. ამიტომ სასურველია:

წყლის დალევის ჩვევების დამკვიდრება – წყლის სმის წახალისება ყოველდღიურად.

ბუნებრივი ალტერნატივების შეთავაზება – მაგალითად, ახალი ხილის წვენები ან ხილის ნაჭრებით გამდიდრებული წყალი.

თავის შეკავება გაზიანი სასმელების ყიდვისგან – თუ სახლში არ იქნება, ბავშვი ნაკლებად მოინდომებს მის დალევას.

- Advertisement -
Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.

მშობლების მაგალითი – თუ უფროსები თავად არ იღებენ გაზიან სასმელებს, ბავშვებიც უფრო იოლად მიეჩვევიან ჯანსაღ ალტერნატივებს.

READ  გასწავლით, როგორ შეინახოთ კამა ცოცხლად ისე, რომ არ გაყინოთ. მეთოდი, რომელიც ყოველთვის ამართლებს.

გაზიანი სასმელები ბავშვებში შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის მრავალი პრობლემა, დაწყებული კბილების დაზიანებიდან, დამთავრებული ჭარბწონიანობითა და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებით. ამიტომ სასურველია მათი მოხმარების შეზღუდვა და ჯანსაღი ალტერნატივების დანერგვა ბავშვის კვებაში.

თუ ბავშვი ძალიან შეჩვეულია ამ სასმელებს, უმჯობესია, ნელ-ნელა შევამციროთ მათი მიღება და დავეხმაროთ მათ, რომ არჩევანი ჯანმრთელ სასმელებზე გააკეთონ.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

შენი კალკულატორი, გამოიყენეთ ეს კალკულატორი თქვენი სხეულის მასის ინდექსის (BMI) შესამოწმებლად

კალკულატორი – მიუთითე სქესი და სიმაღლე და გაიგე შენი იდეალური წონა

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

იხილეთ ასევე

  • რატომ არ უნდა მივიღოთ დიდი რაოდენობით შაქარი
  • ქიშმიში – მისი სასარგებლო თვისებების შესახებ რა უნდა ვიცოდეთ
  • Რას უნდა მივაქციოთ ყურადღება მარილის შეძენისას
  • 3 ჯანსაღი და მარტივი საუზმე – 10 წუთში
  • ნახევარფაბრიკატები -როგორ გამოვიყენოთ სწორად

შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები

რა სარგებლობა მოაქვს ძუძუთი კვებას დედისა და ბავშვისთვის
სკოლის ექიმის როლი საქართველოში: რა გამოწვევები არსებობს
გამოცდილი მებოსტნეების საიდუმლოებები. რომელი ბოსტნეული არ უნდა დარგოთ კარტოფილის შემდეგ ” დაღლილ” ნიადაგში?
შეფ-მზარეულების რჩევები
რა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა ისპანახი
TAGGED:ბავშვთა კვებაკვების რჩევებისასმელებიჯანმრთელობაჯანსაღი კვება
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
ავტორითაკო ფრიცხელაური
ჟურნალისტი — რეცეპტები და ქართული სამზარეულო. წერს ტრადიციულ და თანამედროვე კერძებზე, სუფრის კულტურასა და სეზონურ პროდუქტებზე.
წინა სტატია ფერისცვალება ფერისცვალება
შემდეგი სტატია shenisupra kakali რატომ არ უნდა გადააგდოთ კაკლის ნაჭუჭი
2 კომენტარი
  • გამოხმაურება: ქათმისა და ბროკოლის ჯანსაღი კატლეტები - მარტივი რეცეპტი
  • გამოხმაურება: დიეტა ბავშვებში: ჭარბი წონის მართვის სწორი მიდგომა

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?