შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: პოპულარული food ბლოგერი ექსკლუზიურად “შენი სუფრა”- ს მკითხველს საკუთარი წარმატების ისტორიას უამბობს -Diana’s Receptor/დიანას რეცეპტორი 💫
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
ექსკლუზივიკერძებისიახლეებიქართული სამზარეულო

პოპულარული food ბლოგერი ექსკლუზიურად “შენი სუფრა”- ს მკითხველს საკუთარი წარმატების ისტორიას უამბობს -Diana’s Receptor/დიანას რეცეპტორი 💫

პოპულარული food ბლოგერი ექსკლუზიურად "შენი სუფრა"- ს მკითხველს საკუთარი წარმატების ისტორიას უამბობს -Diana's Receptor/დი
Logo on a green background: white rounded-square icon with the text 'ag60' inside, plus white Georgian script beneath the icon.
ავტორი
ირინა დათაშვილი
გამოქვეყნებული: სექტემბერი 2, 2026
გაზიარება
გაზიარება

ქართველი Food ბლოგერი დიანა ქველაძე, სოციალურ სამყაროში ცნობილი, როგორც Diana’s Receptor/დიანას რეცეპტორი, ექსკლუზიურად გვიზიარებს თავის ისტორიას, გამოცდილებას და წარმატების საიდუმლოს, რაც მისი გამომწერებისთვის მნიშვნელოვანია…

– დიანა, გვიამბეთ თქვენ შესახებ… რამდენი ხანია, რაც კულინარიულ სფეროში ხართ და რამ გადაგაწყვეტინათ, Food ბლოგერი გამხდარიყავით?

– ზოგადად, ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ეს საქმე, გურმანი ვარ და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი საკვებსა. პროფესიით ჟურნალისტი ვარ, რადიოწამყვანი, 18 წელი რადიოჰოლდინგ ,,ფორტუნაში” ვმუშაობდი, საიდანაც 2019 წელს წამოვედი გარკვეული მიზეზების გამო. ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემს მსმენელსა და აუდიტორიას ვერ შეველეოდი.

მჭირდებოდა სივრცე, სადაც ჩემს მსმენელს, რომელიც წლების განმავლობაში მომყვებოდა, დავეკონტაქტებოდი, ამიტომაც გადავწყვიტე კულინარიული ბლოგის შექმნა. ბლოგის შექმნის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ შემენახა რეცეპტები. ხშირად მივმართავ იმპროვიზაციას და ვიგონებ ახალ კერძებს და მერე მავიწყდება ეს ყველაფერი, თუ არ ჩავინიშნე. ამიტომაც, ორი რამ გავაერთიანე – ის, რომ შევინახავდი ამ ჩემს მოგონილ რეცეპტებს, იმ დროისთვის ძირითადად ჯანსაღ რეცეპტებსა და დესერტებს ვიგონებდი – უშაქროს, უფქვილოს ანდა უცხიმოს, ვაცხობდი და მათი რეცეპტები რომ არ დამეკარგა… პლუს ამას, შევქმენი პლატფორმა, სადაც ჩემს საყვარელ მსმენელთან მოვახერხებდი ურთიერთობას. სახელზე ძალიან ბევრი ვიფიქრე, მინდოდა ჩემთან ახლოს ყოფილიყო, მომაფიქრდა დიანას რეცეპტორი და 2019 წლიდან დაიწყო ჩემი ბლოგის ისტორია.

- Advertisement -
Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.

დიანა ქველაძე - ქართველი Food ბლოგერი Diana's Receptor

– რთულია თუ არა თქვენი საქმიანობა და რა წინაღობები გხვდებათ?

– ფიზიკურად მოითხოვს ბევრ ენერგიასა და შრომას, ამიტომ რთული არის. თუმცა იმდენად მიყვარს ეს საქმე, რომ ბოლო 5 წელი ემიგრაციაში გავატარე, სადაც არანაირი პირობა არ მქონდა რეცეპტების, ლაივებისა და სთორების ჩასაწერად, რომ მეკონტაქტა ჩემს აუდიტორიასთან… თუმცა იმ შაბათ-კვირას, იმ ნანატრ დასვენების დღეს, იმის ნაცვლად, რომ გამომეძინა ან თავი დასვენებისთვის მიმეძღვნა, ვიდექი გაზქურასთან და ვაცხობდი. იმ პირობებში რისი რაშუალებაც მქონდა, ვცდილობდი გადამეღო რეცეპტები, რადგან აქტუალობა არ დაეკარგა ჩემს ბლოგს და მეც თავი უფრო კარგად, კომფორტულად და საჭიროდ მეგრძნო. აი, ამ წინაღობის მიუხედავად, ამდენი წლის მანძილზე, მაინც ვახერხებდი, რომ მეკეთებინა ჩემი საქმე და და გავზრდილიყავი.

READ  სკუმბრია ტომატში ნებისმიერ დროს სამეფო სადილი იქნება. მე მას ზამთრისთვის ქილებშიც ვინახავ.

– ახლა, ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ, რამდენად ხვდებით მსგავს სირთულეებს?

– 1 თვეა, რაც 5-წლიანი ემიგრაციიდან დავბრუნდი საქართველოში. ცოტა ძნელია აქაურ რეჟიმზე გადმოწყობა, მითუმეტეს რომ წამოსვლის და დაბრუნების გადაწყვეტილება ისე უეცრად მივიღეთ, რომ ეს არ იყო წინასწარ განზრახული, მოფიქრებული და დალაგებული. შესაბამისად, რომ ჩამოვედი, რა თქმა უნდა, ტექნიკური წინაღობები მხვდება. თუმცა ჩემს ქვეყანაში ბევრად უფრო ძლიერი და მოტივირებული ვარ. არ არსებობს წინაღობა, რომელიც შემაჩარებს და რომელსაც ვერ გადავლახავ ჩემი საყვარელი საქმიანობისთვის.

- Advertisement -
Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.

დიანას რეცეპტორის კულინარიული ბლოგის შექმნის ისტორია

– თქვენი გამომწერები, რამდენად არიან ჩართული თქვენს საქმიანობაში?

– საკმაოდ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, დავწიყე ტორტებსა და ქაფქეიქებზე შეკვეთების მიღება. ამას ემიგრაციაშიც ვაკეთებდი, ჩემი მაყურებელი მუდმივად ჩართული იყო პროცესში, როგორ ვიღებდი შეკვეთებს, რაზე ვმუშაობდი, რას ვსწავლობდი, ვუზიარებდი ყოველ ნაბიჯს. აი, ახლა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ იმდენად დიდია მოთხოვნა ჩემს პროდუქტზე, იმის მიუხედავად, რომ ახალი ჩამოსული ვარ და ამისთვის რეკლამას ან პოპულარიზაციის სხვა ხერხისთვის არ მიმიმართავს. იმდენად დიდია ნდობა… იმდენად ბევრი მომხმარებელი, გამომწერი, მირეკავს, მწერს, მეუბნება… მაგალითად, გუშინ ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ იქნებ მოახერხოთ და სანდო ჩურჩხელა გვიშოვო და გამოგვიგზავნოო, ანუ შენ გენდობით, ვიცი, რომ არ მოგვატყუებო.

ეს ნდობა ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ არსებულ ბაზართან შედარებით, ჩემს ტორტებს საკმაოდ მაღალი ფასი აქვს, ჩემი გამომწერები თვალდახუჭული მიცხადებენ ნდობასც არ საუბრობენ ფასზე, რადგან იციან რა ხარისხზე ვმუშაობ. ეს საქართველოში განსაკუთრებით მძაფრად შევიგრძენი. ძალიან ბედნიერი ვარ ამ ყველაფრით – მათი ნდობითა და სიყვარულით.

Food ბლოგერი დიანა ქველაძე სამზარეულოში რეცეპტების მომზადებისას

– რას ურჩევთ დამწყებ Food ბლოგერებს? როგორ შეიძლება მიაღწიონ წარმატებას ამ საქმიანობაში?

– მთავარი ამ საქმიანობაში არის სისტემატურობა და დისციპლინა. უნდა ჩადგნენ ჩვეულებრივ რეჟიმში და მიჰყვნენ. ამ საქმეს არ უყვარს მოდუნება, არ უყვარს, რომ დღეს აქტიური ხარ და მერე არ გცალია. ემიგრაციის პირობები ვახსენე და სწორედ ამან შემიშალა ხელი, თორემ დღეს ბევრად უფრო განვითარებული ვიქნებოდი. ანუ რაღაც პერიოდი მეცალა, მერე საცხოვრებელ ქალაქს ან სამსახურს შევიცვლიდი და ვეღარ ვახერხებდი… მქონდა ჩავარდნები, რაც, ზოგადად, არ არის სასურველი. როცა დაიწყებ, უნდა მიჰყვე ბოლომდე.

READ  ალუბლის ჩირი, გამორჩეული ტკბილ-მჟავე გემოთი

დამწყებ Food ბლოგერებს ვურჩევ, რომ აუცილებლად უნდა იყვნენ გულწრფელები იმიტომ, რომ ვერავის ვერაფერს ვერ მოატყუებ. ქართველი საზოგადოება და მაყურებელი არის ყველაზე ,,მომთხოვნი”, არ მოტყუვდება, ამიტომ გულწრფელობა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათ ვურჩევ, რომ თავიანთი ყოველდღიურობა და საქმისადმი სიყვარული ისე გადმოსცენ, როგორიც რეალობაშია. წლების განმავლობაში არანაირი ფინანსური სარგებელი არ მიმიღია, მაგრამ ერთი წამით არ მიფიქრია ჩემი ბლოგის მიტოვება. ეს ჩემთვის დემოტივაცია არ ყოფილა, პირიქით, ხალხისგან რომ სიყვარული მოდის, ეს არის ყველაფერი. მე ამით ვცხოვრობ, ამით ვსაზრდოობ და ამით ვიღებ ენერგიას. ასე, რომ მთავარია, შრომა, დისციპლინა, თანმიმდევრულობა და გულწრფელობა – შედეგი არ დააყოვნებს.

– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

– რაც შეეხება, სამომავლო გეგმებს, რა თქმა უნდა, აუცილებლად გავყვები ჩემს ბლოგს. ჩემი ბლოგის ნაწილი დარჩება კვლავ რეცეპტებისთვის, რომელსაც გავაზიარებ ჩემი გამომწერებისთვის, რა თქმა უნდა, უფასოდ. ბლოგის ნაწილი კი შეეხება იმ პროდუქციას, რაზეც ვმუშაობ. ვაპირებ განვითარებას, ჯერჯერობით მინი ბიზნესი მაქვს – როგორც აღვნიშნე, შეკვეთებს ვიღებ სახლიდან, მომავალში ვფიქრობ, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ვისწავლო, უფრო მეტი ჩავდო ამ საქმიანობაში და შესაძლოა უკვე სამომავლოდ საკონდიტროს გახსნაც შევძლო. ამ ეტაპზე, ჩემი გეგმები მხოლოდ ამას უკავშირდება.

დიანა “შენი სუფრა”-ს მკითხველს მისთვის ერთ-ერთ გამორჩეულ რეცეპტს უზიარებს:

https://shenisupra.ge/wp-content/uploads/2024/02/Snapinsta.app_video_10000000_899910741843328_4257933560179392229_n-1.mp4

 

ავტორი: ანი დავიდიანი

იხილეთ ასევე

  • მოამზადეთ ჯანსაღი კვერცხის ვრეპი ,,შენისუფრას” რეცეპტით
  • გამოცდილ მზარეულმა რეკომენდაციებით მოამზადეთ საკატლეტე ფარში
  • ფრანგული კლასიკა – გემრიელი და მარტივი რეცეპტი
  • რომელი პროდუქტები წვავს მუცლის ცხიმს ყველაზე ეფექტურად?

შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები

შამპინიონის რეცეპტი ბათუმიდან ჩამოვიტანე. ისეთი გემრიელია, კინაღამ ენაც გადამეყლაპა.
მაწონი – უძველესი ქართული სუპერფუდი 2026 წლისთვის
დამწვრობის ცენტრში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებულ ორ ბავშვს მკურნალობენ
დაწოლამდე რამდენი საათით ადრე უნდა ვივახშმოთ? – რას გვირჩევენ დიეტოლოგები?
როგორ მოვიქცეთ საზამთროთი მოწამვლის შემთხვევაში
TAGGED:ექსკლუზივიინტერვიურეცეპტებიქართული სამზარეულოჯანსაღი კვება
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
Logo on a green background: white rounded-square icon with the text 'ag60' inside, plus white Georgian script beneath the icon.
ავტორიირინა დათაშვილი
მიჰყევით:
მთავარი რედაქტორი — რეცეპტები და ქართული სუფრის ტრადიციები. კულინარიულ თემებზე წერს 2003 წლიდან.
წინა სტატია როგორ მოვამზადოთ საქონლის ხორცის მწვადი მარტივად ხორცის მარინადის 5 სხვადასხვა რეცეპტი
შემდეგი სტატია როცა დესერტის მოსამზადებლად საკმარისი დრო არ არის, ყოველთვის ამ რეცეპტს მივმართავ. უგემრიელესი “შარლოტა” ტკბილი ნამცხვრე როცა დესერტის მოსამზადებლად საკმარისი დრო არ არის, ყოველთვის ამ რეცეპტს მივმართავ. უგემრიელესი “შარლოტა” ტკბილი ნამცხვრების მგზნებარე მოყვარულებისთვის!
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?