ორშაბათი, ოქტომბერი 21, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი"მე რომ დამელია იმდენი, რამდენიც ჩემს გვერდზე მჯდომმა სვა, იქვე მოვკვდებოდი"- როგორ...

“მე რომ დამელია იმდენი, რამდენიც ჩემს გვერდზე მჯდომმა სვა, იქვე მოვკვდებოდი”- როგორ აღწერა შარდენმა მე-17 საუკუნის ქართული სუფრა

ფრანგი იუველირის, ძვირფასი ქვებით მოვაჭრისა და მოგზაურის – ჟან შარდენის თხზულების: “მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში” გარკვეული ნაწილი საქართველოს ეხება, სადაც მან 1672-1673 იმოგზაურა. მან მოიარა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო, ვრცლად აღწერა საკუთარი თვალით ნანახი უამრავი ფაქტი და მოვლენა, პირადი შთაბეჭდილებები შეავსო საქართველოს წარსულის შესახებ ცნობით, რომლებიც ამოკრიბა ბერძენ, რომაელ და სპარსელ ისტორიკოსთა თხზულებებიდან და წინამორბედ ევროპელ მოგზაურთა და მისიონერთა ჩანაწერებიდან. აქვე ვხვდებით ძველი თბილისის პირველ გრაფიკულ ჩანახატს, რომელიც შარდენის თანამგზავრის მხატვარ გრელოს მიერ უნდა იყოს შესრულებული.
ქვემოთ გთაავზობთ ფრაგმენტს ფრანგი მოგზაურის ნაშრომიდან:

…”გადაშალეს სუფრები ყველა სტუმრების წინ სეფის სამ მხარეს. სუფრები მაგიდების სიგრძისა იყო. სემდეგ მოიტანეს პური. პური სამნაირი სიგრძისა იყო: თხელი როგორც ქაღალდი, თითის სისხო და პატარპატარა დაშაქრებული პურები. ხორცი ამოიტანეს ვერცხლის დიდი ლანგრებით. ვერცხლისავე ხუფები ეხურა. ევროპაში ასეთ დიდ ლანგრებს არ ხმარობენ.

ლანგარი ხუფით იწონის ასე, ორმოცდა ათ ან სამოც მარკას (½ გირვ.). შემოჰქონდათ და ამწკრივებდნენ ერთად. სხვებს მიჰქონდათ შემოტანილი ხორცი დამჭრელებთან; დასჭრიდნენ, ავსებდნენ საინებს და მიჰქონდათ სტუმრებთან მათი ღირსების მიხედვით. სამგვარი საჭმელი მოვიდა სუფრაზე, ყველა სამოცამდე ვეება ლანგრით. მოვიდა ყველა ჯურის ფლავი, ბრინჯი, ხორცთან ერთად მოხარშული. აკეთებენ სხვადასხვა ფერისას და გემოვნებისას: ყვითელ ფლავს შაქრით, დარიჩინით და ზაფრანით აზავებენ, წითელს ბროწეულის წვენით. თეთრი ფლავი უფრო გემრიელი და კარგი საჭმელია.

ფლავი საზოგადოდ საუცხოვო რამ სანოვაგეა, აზიზი და ფრიად შემრგე.

მეორე თავად შემოიტანეს კუპატები, ყაურმა, მშვენიერი მომჟავოდ მოხრაკული ხორცი და სხვა ამგვარი საჭმელები. მესამე თავი შემწვარი იყო. ამ სამივე თავსაჭმელს მოსდევდნენ სამღვდელოთათვის თევზი, კვერცხი, მწვანილი, ჩვენ სახსნილოც და სამარხვოც მოგვდიოდა: საკვირველი წესიერებით და სიჩუმით მიჰქონდ-მოჰქონდათ საჭმელები. ყველა უთქმელად აკეთებდა თავის საქმეს. სუფრაზე სამი ევროპელი ვიყავით და ჩვენ უფრო მეტს ვხმაურობდით, ვინემ ყველა ის ას ორმოც და ათი კაცი, რომელიც სეფაში იყო.

გარდა ამისა მეტად საკვირველი იყო სუფრის იარაღი და ავეჯეულობა, ას ოცამდე ღვინის სასმელი ჭურჭელი იყო სუფრაზე: ბადიები, თასები, ყანწები, კულები, თორმეტი აზარფეშა და სხვა. აზარფეშები თითქმის ყველა ვერცხლისა იყო. თასები, ბადიები, კულები, ზოგი სადა ოქროსი იყო, ზოგი დასევადებული ოქროსი, ზოგი ძვირფასი თვლებით მოჭედილი, ზოგიც ვერცხლისა იყო.

ყანწები ძვირფასი თასებივით იყო მოოჭვილი. ყანწები სხვადასხვა სიდიდისაა; უფრო ხშირად ყანწი სიგრძით რვა გოჯია, სიგანით, პირში, ორი გოჯი. ყანწები შავებია და ძალიან სუფთად დათლილები. ხმარობენ. აგრეთვე, მარტორქის და ჯიხვების ყანწებს. თუმცა საზოგადოდ საქონლის და ცხვრის რქების ყანწებს უფრო აკეთებენ.

ყანწის ხმარება და მისი მორთვა ყოველთვის დიდად ჰყვარებიათ აღმოსავლეთში.

არ ვიცი, რამდენი ხანი გასტანა ნადიმმა და ის კი ვიცი, რომ ჩვენ შუაღამისას წამოვედით და ჯერ შემწვარი არ აელაგებინათ სუფრიდან. წინათ ყველანი ცოტას სვამდნენ; მხოლოდ მესამე თავი საჭმელი რომ შემოვიდა, მაშინ შეხურდნენ და საკვირვლად დაიწყეს სმა. სადღეგრძელოები ამგვარად დალიეს: ჩამოურიგეს რვა კაცს, რომლებიც უფრო ახლო ისხდნენ მეფესთან, ოთხს მარცხნივ, ოთხს მარჯვნივ რვა თასი, ერთისა და იმავე სიდიდისა და მოყვანილობისა და ერთნაირის ღვინით სავსე. ეს რვანი წამოდგნენ ზეზე და ფეხზე იდგნენ, ვიდრე დასცლიდნენ. დასცალეს თასები. მერე ყველანი ისევ დასხდნენ. მერე მიართვეს ღვინო იმავე რვა თასით მათ შემდეგ მსხდომთ და ასე ჩაჰყვნენ ბოლომდინ.

მერე დაიწყეს სხვა ახალი სადღეგრძელო რვა უფრო დიდის თასით. ჩვეულება მოითხოვს, უფროსების სადღეგრძელო დალიონ ბოლოს და უფრო დიდის თასებით. რომ უფრო დაეთროთ სტუმრები, აძალებდნენ ღვინოს იმათი ხათრითა და პატივისცემითა, ვისიც სადღეგრძელო იყო. ამგვარად სვეს ჩემს იქ ყოფნის დროს ორი საათის განმავლობაში და, როგორც გავიგე, გათენებამდინ ესვათ ასე. მე და კაპუცინები გაგვანთავისუფლეს სმისგან. მართლაც, მე რომ დამელია იმდენი, რამდენიც ჩემს გვერდზე მჯდომმა სვა, იქვე მოვკვდებოდი; მაგრამ მეფემ ხათრი გაგვიწია და უბრძანა, ჩვენთვის არ დაელევინებინათ სადღეგრძელოები. ჩვენ წინ იდგა ღვინო, წყალი და ოქროს თასი; როცა მოვითხოვდით მაშინ გვასმევდნენ.

როცა დაიწყებოდა სადღეგრძელო, საკრავებს დაუკრავდნენ და იმღერებდნენ. სიმღერა ძალიან მოსწონდათ, აღტაცებაში მოდიოდნენ…”

წყარო

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
10 რამ რაც უნდა იცოდეთ ბარსელონაში წასვლამდე

10 რამ რაც უნდა იცოდეთ ბარსელონაში წასვლამდე

20 October, 2024
ასთმის მართვა – საინფორმაციო ბუკლეტი (რესპირატორული ჯანმრთელობა)

ასთმის მართვა – საინფორმაციო ბუკლეტი (რესპირატორული ჯანმრთელობა)

ოქტომბერი 21, 2024
„რომ ვუყურებ ვფიქრობ: ღმერთო, ამდენი წელი შენ გელოდებოდი…საოცრებაა“ – ნინო თოლორდავა ახალბედა დედობაზე

„რომ ვუყურებ ვფიქრობ: ღმერთო, ამდენი წელი შენ გელოდებოდი…საოცრებაა“ – ნინო თოლორდავა ახალბედა დედობაზე

21 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
„დიდება ბრძანი” – საუკუნეების განმავლობაში შემონახული ტრადიცია რაჭაში

„დიდება ბრძანი” – საუკუნეების განმავლობაში შემონახული ტრადიცია რაჭაში

ოქტომბერი 21, 2024
“საყვარელი ადამიანი ხელს რომ დაგარტყამს, უნდა წამოხვიდე, რადაც არ უნდა დაგიჯდეს” – მარიამ ნაკანი

“საყვარელი ადამიანი ხელს რომ დაგარტყამს, უნდა წამოხვიდე, რადაც არ უნდა დაგიჯდეს” – მარიამ ნაკანი

18 ოქტომბერი 2024
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი“ დაგვეხმარება ადგილობრივი ხარისხიანი პროდუქცია მივიდეს მომხმარებლამდე“

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი“ დაგვეხმარება ადგილობრივი ხარისხიანი პროდუქცია მივიდეს მომხმარებლამდე“

ოქტომბერი 18, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
ზღვისუბანში 25 ჰექტარზე გაშენებული პარკი გაიხსნა

ზღვისუბანში 25 ჰექტარზე გაშენებული პარკი გაიხსნა

ოქტომბერი 20, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები