შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს და გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს Food ბლოგერ Keto’s Kitchen Corner-თან
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
ექსკლუზივისიახლეებიქართული სამზარეულო

გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს და გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს Food ბლოგერ Keto’s Kitchen Corner-თან

გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს და გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს Food ბლოგერ Keto’s Kitchen Corner-თან
ნინო ბერიძე
ავტორი
ნინო ბერიძე
გამოქვეყნებული: ივლისი 23, 2026
გაზიარება
გაზიარება

ავტორი: ანი დავიდიანი

სოციალურ ქსელებში პოპულარული Food ბლოგერი ქეთო ბუაჩიძე, გამომწერებისთვის ცნობილი, როგორც Keto’s Kitchen Corner “შენი სუფრას” მკითხველს ულოცავს ქალთა საერთაშორისო დღეს! თავისი ბლოგის ისტორიას, ამ საქმიანობასთან დაკავშირებულ სირთულეებსა და სამომავლო გეგმებს უაზიარებს…

– ქეთო, გვიამბეთ, რამდენი ხანია, რაც კულინარიულ სფეროში ხართ და რამ გადაგაწყვეტინათ, Food ბლოგერი გამხდარიყავით?

– კულინარია ბავშვობიდან მიყვარდა.
ბებოს ყურებისას, თუ როგორ ფუსფუსებდა სამზარეულოში, სულ ვოცნებობდი – ნეტა, რომ გავიზრდები მეც შემეძლება ასეთი გემრიელობების მომზადება – მეთქი?

- Advertisement -
Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.

თავიდან ბებოს დამხმარე ვიყავი, შემდეგ რაც ასაკი მემატებოდა, დამოუკიდებლად ვცდილობდი, რაიმე განსხვავებული შემექმნა; რაც ვიცოდი იმის უკეთესი ინტერპრეტაცია მომეფიქრებინა, გამეუმჯობესებინა.
რა თქმა უნდა, მომზადებასთან ერთად ასევე დიდ სიამოვნებას ვიღებდი, როდესაც ჩემი საყვარელი ადამიანები აგემოვნებდნენ ჩემს ნამზადს. ამასთან, სულ ხდებოდა ისე, რომ ყველა, რეცეპტის გაზიარებას მთხოვდა. სწორედ აქედან წამოვიდა იდეა, რომ უფრო ფართო აუდიტორიისთვის გამეზიარებინა ჩემი კერძები და ამით, სხვა თუ არაფერი, ადამიანების შეფასებებისგან მიმეღო სულიერი საზრდო.

ბლოგის შექმნიდან კი მალევე დაიწყო ჩემმა აუდიტორიამ ზრდა და ახლა აუმრავი ადამიანი იყენებს ჩემს რეცეპტებს.

– რთულია თუ არა ეს საქმიანობა და რა წინაღობები გხვდებათ?

– მარტივია-თქო რომ გითხრათ, მოგატყუებთ. დიახ, რთულია, თუმცა გამკლავებადია, როცა იმას აკეთებ, რაც მთელი გულით გიყვარს.
პირველ რიგში, ფიზიკური შრომაა, ამაში ვგულისხმობ: გადასაღები მოედნის მოწყობა, ინგრედიენტების მომზადება, ესთეტიკურად დალაგება, სხვადასხვა კუთხიდან თითიეული კადრის გადაღება, მონტაჟის პროცესი, გახმოვანება.

ხანდახან 30- წამიანი რეცეპტის გადაღება შეიძლება 4 საათი ან თუნდაც მთელი დღეც გაგრძელდეს, იმისთვის რომ მივიღო მაქსიმალური შედეგი და იყოს შესაბამისი ჩემი აუდიტორიისთვის.

- Advertisement -
Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.

– როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენს საქმიანობაში ყველაზე მთავარი?

– როდესაც ამხელა აუდიტორია გიყურებს, შენ მათი ყოველდღიურობის ნაწილი ხარ, მთავარია, იყო გულწრფელი. როდესაც ის ხარ, ვინც ხარ და ადამიანები ხედავენ, რომ შენი საქმე გიყვარს, წარმატებაც თავისით მოდის.
ჩვენს სფეროში კიდევ ერთ-ერთი ყველაზე მთავარია – სიზუსტე. ამაში ვგულისხმობ ზუსტ რეცეპტს. არასდროს უნდა მოატყუო მაყურებელი; არ გამოგივიდა კერძი/დესერტი? გადაიღებ თავიდან, რომც 10 ჯერ მოგიწიოს – მაინც.
ნდობა არ უნდა დაკარგო აუდიტორიის.

READ  გაგაცნობთ ქართულ უნიკალურ არქიტექტურას

– რთულია სხვადასხვა კომპანიასთან კოლაბორაცია? უმეტესად, პირველ ნაბიჯს თქვენ დგამთ თუ ისინი გიკავშირდებიან?

– ადამიანებთან კომუნიკაცია არ მიჭირს, შესაბამისად, როდესაც კომპანიის წარმომადგენელმა იცის, რა სურთ მათ, როგორი ფორმატით აქვთ გეგმაში რეკლამის გაშვება, ჩვენი კამპანიებიც უპრობლემოდ იგეგმება და საკმაოდ ნაყოფიერი კოლაბორაციები გამოგვდის.

პირველ ნაბიჯს ძირითადად კომპანიები დგამენ, თვითონ გპოულობენ, სწავლობენ შენს Engagement-ს, აფასებენ რატომ უღირთ შენთან თანამშრომლობა და ამის შემდეგ გამოდიან უშუალოდ კონტაქტზე.

– როგორია თქვენი ცხოვრება Keto’s Kitchen Corner-ის მიღმა?

– ამჟამად მთელი ჩემი დღის რეჟიმი მოიცავს ჩემი ბლოგი – ს “Ketos Kitchen Corner” – ის რეცეპტების გადაღებებს, ვიდეოების მონტაჟს, ჩემს გამომწერებთან კომუნიკაციას.
დღის მეორე ნახევარი კი ეთმობა ჩემი და ჩემი დის წამოწყებას – ჩვენს ონლაინ მაღაზიას, რომელშიც საკმაოდ დიდ რესურსს ვდებთ. ყველაფერს ჩვენ ორნი ვაკეთებთ: კოლექციის არჩევა, შეკვეთა, ჩამოტანა, დახარისხება, მომხმარებლებთან კომუნიკაცია, ონლაინ კონსულტაცია, ნივთების გაგზავნა მთელი საქართველოს მასშტაბით.
თამამად ვიტყოდი, რომ საკმაოდ დატვირთული ცხოვრების რეჟიმი მაქვს, რაც არ მაძლევს საშუალებას მოვდუნდე. დღის ბოლო კი ეთმობა მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. ვცდილობ, ჩემი საყვარელი ადამიანებისათვის ყოველთვის გამოვნახო დრო, რომ ერთმანეთისთვის ძვირფასი ემოციების გაცვლა მოვახერხოთ და ავივსოთ დადებითი ენერგიებით.

– რჩევა მათთვის, ვინც ახლა იწყებს Food ბლოგერობას…

– იყავით ის, ვინც ხართ.
გიყვარდეთ ეს საქმე მთელი გულით, არ დაინანოთ ენერგია, რესურსი და ის შედეგი რასაც ელოდებით, ადრე თუ გვიან მოვა.

– სამომავლო გეგმებიც გაგვიმხილეთ!

– უამრავი ჩანაფიქრი მაქვს, და არ მიყვარს წინასწარ ბევრი საუბარი. თუმცა გეტყვით იმას, რომ ჩემი ბლოგის ვიდეოების განათებაზე, ხარისხზე, გადაღების ტექნიკაზე ვმუშაობ და ბევრად თვალსაჩინო ხდება ჩემი შრომის შედეგი, რაც ძალიან მიხარია.

ჩემი გეგმები ყოველთვის უკავშირდება ჩემი ყველა საქმიანობის განვითარებასა და პიროვნულ ზრდას. მუდმივად ამ პროცესში ვარ.

READ  5 გასაოცარი საკვები ფენოვანი ცომისგან – ეს ძალიან მოგეწონებათ

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

იხილეთ ასევე

  • ჩიზქეიქი ცხობის გარეშე
  • დუბაის შოკოლადი – ნუგბარის საიდუმლო, რომელმაც სოციალური ქსელი დაიპყრო
  • მოამზადეთ დაბალნახშირწყლოვანი კერძი – ხუჭუჭა კომბოსტოს სალათი
  • ქლიავი – რა უნდა ვიცოდეთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ
FacebookTwitter
ინტერვიუ ახალგაზრდა ხელოვანთან, რომელიც ძველი ავეჯისგან ჯადოსნურ ნამუშევრებს ქმნის – გაიცანით დიზაინერი, სოფო მგალობლიშვილი
ქართული ტრადიციული კერძები. რა ხდის ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს უნიკალურს?
რომელია ყველაზე კალორიული საკვები
3 არასწორი წესი, რომელიც წონაში მატებას იწვევს
როგორ შევამციროთ შაქრის მიღება
TAGGED:ექსკლუზივიინტერვიურეცეპტებიქართული სამზარეულოშენი სუფრა
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
ავტორინინო ბერიძე
ჟურნალისტი — ჯანსაღი კვება და კვების მეცნიერება. აშუქებს დიეტებს, პროდუქტების სარგებელს, კვების უსაფრთხოებასა და ექიმების რეკომენდაციებს.
წინა სტატია მრავალფენიანი ჩიზქეიქი შედედებული რძით მრავალფენიანი ჩიზქეიქი შედედებული რძით
შემდეგი სტატია ახლა კარაქის ნაცვლად ცომს სულ სხვა ინგრედიენტს ვუმატებ. ამ გზით საკონდიტრო ნაწარმი კიდევ უფრო ნაზი ხდება და უფრო დიდხანს ახლა კარაქის ნაცვლად ცომს სულ სხვა ინგრედიენტს ვუმატებ. ამ გზით საკონდიტრო ნაწარმი კიდევ უფრო ნაზი ხდება და უფრო დიდხანს რჩება ახალი.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?