შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: “მე რომ დამელია იმდენი, რამდენიც ჩემს გვერდზე მჯდომმა სვა, იქვე მოვკვდებოდი”- როგორ აღწერა შარდენმა მე-17 საუკუნის ქართული სუფრა
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კერძებისიახლეებისხვა-ამბებიქართული სამზარეულო

“მე რომ დამელია იმდენი, რამდენიც ჩემს გვერდზე მჯდომმა სვა, იქვე მოვკვდებოდი”- როგორ აღწერა შარდენმა მე-17 საუკუნის ქართული სუფრა

ქართული სუფრა ტრადიციული კერძებით და ღვინით XVII საუკუნის სტილში
ფრანგი მოგზაური ჟან შარდენის უნიკალური მოწმობა XVII საუკუნის ქართული სუფრის შესახებ ასახავს ქართული სამზარეულოს ძველ ტრადიციებს. მისი დეტალური აღწერა პურის მრავალფეროვნებიდან ღვინის კულტურამდე დღესაც ღირებულია.
ანა ჭელიძე
ავტორი
ანა ჭელიძე
გამოქვეყნებული: დეკემბერი 31, 2025
გაზიარება
გაზიარება

ფრანგი იუველირის, ძვირფასი ქვებით მოვაჭრისა და მოგზაურის – ჟან შარდენის თხზულების: “მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში” გარკვეული ნაწილი საქართველოს ეხება, სადაც მან 1672-1673 იმოგზაურა. მან მოიარა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო, ვრცლად აღწერა საკუთარი თვალით ნანახი უამრავი ფაქტი და მოვლენა, პირადი შთაბეჭდილებები შეავსო საქართველოს წარსულის შესახებ ცნობით, რომლებიც ამოკრიბა ბერძენ, რომაელ და სპარსელ ისტორიკოსთა თხზულებებიდან და წინამორბედ ევროპელ მოგზაურთა და მისიონერთა ჩანაწერებიდან. აქვე ვხვდებით ძველი თბილისის პირველ გრაფიკულ ჩანახატს, რომელიც შარდენის თანამგზავრის მხატვარ გრელოს მიერ უნდა იყოს შესრულებული.
ქვემოთ გთაავზობთ ფრაგმენტს ფრანგი მოგზაურის ნაშრომიდან:

…”გადაშალეს სუფრები ყველა სტუმრების წინ სეფის სამ მხარეს. სუფრები მაგიდების სიგრძისა იყო. სემდეგ მოიტანეს პური. პური სამნაირი სიგრძისა იყო: თხელი როგორც ქაღალდი, თითის სისხო და პატარპატარა დაშაქრებული პურები. ხორცი ამოიტანეს ვერცხლის დიდი ლანგრებით. ვერცხლისავე ხუფები ეხურა. ევროპაში ასეთ დიდ ლანგრებს არ ხმარობენ.

ლანგარი ხუფით იწონის ასე, ორმოცდა ათ ან სამოც მარკას (½ გირვ.). შემოჰქონდათ და ამწკრივებდნენ ერთად. სხვებს მიჰქონდათ შემოტანილი ხორცი დამჭრელებთან; დასჭრიდნენ, ავსებდნენ საინებს და მიჰქონდათ სტუმრებთან მათი ღირსების მიხედვით. სამგვარი საჭმელი მოვიდა სუფრაზე, ყველა სამოცამდე ვეება ლანგრით. მოვიდა ყველა ჯურის ფლავი, ბრინჯი, ხორცთან ერთად მოხარშული. აკეთებენ სხვადასხვა ფერისას და გემოვნებისას: ყვითელ ფლავს შაქრით, დარიჩინით და ზაფრანით აზავებენ, წითელს ბროწეულის წვენით. თეთრი ფლავი უფრო გემრიელი და კარგი საჭმელია.

ფლავი საზოგადოდ საუცხოვო რამ სანოვაგეა, აზიზი და ფრიად შემრგე.

- Advertisement -
Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.

მეორე თავად შემოიტანეს კუპატები, ყაურმა, მშვენიერი მომჟავოდ მოხრაკული ხორცი და სხვა ამგვარი საჭმელები. მესამე თავი შემწვარი იყო. ამ სამივე თავსაჭმელს მოსდევდნენ სამღვდელოთათვის თევზი, კვერცხი, მწვანილი, ჩვენ სახსნილოც და სამარხვოც მოგვდიოდა: საკვირველი წესიერებით და სიჩუმით მიჰქონდ-მოჰქონდათ საჭმელები. ყველა უთქმელად აკეთებდა თავის საქმეს. სუფრაზე სამი ევროპელი ვიყავით და ჩვენ უფრო მეტს ვხმაურობდით, ვინემ ყველა ის ას ორმოც და ათი კაცი, რომელიც სეფაში იყო.

READ  ქათმის წვნიანი ყველის ბურთულებით

გარდა ამისა მეტად საკვირველი იყო სუფრის იარაღი და ავეჯეულობა, ას ოცამდე ღვინის სასმელი ჭურჭელი იყო სუფრაზე: ბადიები, თასები, ყანწები, კულები, თორმეტი აზარფეშა და სხვა. აზარფეშები თითქმის ყველა ვერცხლისა იყო. თასები, ბადიები, კულები, ზოგი სადა ოქროსი იყო, ზოგი დასევადებული ოქროსი, ზოგი ძვირფასი თვლებით მოჭედილი, ზოგიც ვერცხლისა იყო.

ყანწები ძვირფასი თასებივით იყო მოოჭვილი. ყანწები სხვადასხვა სიდიდისაა; უფრო ხშირად ყანწი სიგრძით რვა გოჯია, სიგანით, პირში, ორი გოჯი. ყანწები შავებია და ძალიან სუფთად დათლილები. ხმარობენ. აგრეთვე, მარტორქის და ჯიხვების ყანწებს. თუმცა საზოგადოდ საქონლის და ცხვრის რქების ყანწებს უფრო აკეთებენ.

ყანწის ხმარება და მისი მორთვა ყოველთვის დიდად ჰყვარებიათ აღმოსავლეთში.

არ ვიცი, რამდენი ხანი გასტანა ნადიმმა და ის კი ვიცი, რომ ჩვენ შუაღამისას წამოვედით და ჯერ შემწვარი არ აელაგებინათ სუფრიდან. წინათ ყველანი ცოტას სვამდნენ; მხოლოდ მესამე თავი საჭმელი რომ შემოვიდა, მაშინ შეხურდნენ და საკვირვლად დაიწყეს სმა. სადღეგრძელოები ამგვარად დალიეს: ჩამოურიგეს რვა კაცს, რომლებიც უფრო ახლო ისხდნენ მეფესთან, ოთხს მარცხნივ, ოთხს მარჯვნივ რვა თასი, ერთისა და იმავე სიდიდისა და მოყვანილობისა და ერთნაირის ღვინით სავსე. ეს რვანი წამოდგნენ ზეზე და ფეხზე იდგნენ, ვიდრე დასცლიდნენ. დასცალეს თასები. მერე ყველანი ისევ დასხდნენ. მერე მიართვეს ღვინო იმავე რვა თასით მათ შემდეგ მსხდომთ და ასე ჩაჰყვნენ ბოლომდინ.

- Advertisement -
Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.

მერე დაიწყეს სხვა ახალი სადღეგრძელო რვა უფრო დიდის თასით. ჩვეულება მოითხოვს, უფროსების სადღეგრძელო დალიონ ბოლოს და უფრო დიდის თასებით. რომ უფრო დაეთროთ სტუმრები, აძალებდნენ ღვინოს იმათი ხათრითა და პატივისცემითა, ვისიც სადღეგრძელო იყო. ამგვარად სვეს ჩემს იქ ყოფნის დროს ორი საათის განმავლობაში და, როგორც გავიგე, გათენებამდინ ესვათ ასე. მე და კაპუცინები გაგვანთავისუფლეს სმისგან. მართლაც, მე რომ დამელია იმდენი, რამდენიც ჩემს გვერდზე მჯდომმა სვა, იქვე მოვკვდებოდი; მაგრამ მეფემ ხათრი გაგვიწია და უბრძანა, ჩვენთვის არ დაელევინებინათ სადღეგრძელოები. ჩვენ წინ იდგა ღვინო, წყალი და ოქროს თასი; როცა მოვითხოვდით მაშინ გვასმევდნენ.

READ  ქართული ღვინო გინესის რეკორდების წიგნში შეიტანეს

როცა დაიწყებოდა სადღეგრძელო, საკრავებს დაუკრავდნენ და იმღერებდნენ. სიმღერა ძალიან მოსწონდათ, აღტაცებაში მოდიოდნენ…”

წყარო

 

იხილეთ ასევე

  • Სამარხვო კატლეტი
  • კვერცხი – საუზმის ერთ-ერთი მარტივი და ყველაზე გავრცელებული ვარიანტი
  • შავი შოკოლადი – თქვენი ჯანმრთელობისთვის
  • როგორ მოვამზადოთ საზამთროს ნაყინი მხოლოდ სამი ინგრედიენტით
  • გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს და გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს Food ბლოგერ Keto’s Kitchen Corner-თან

შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები

მსუბუქი, ჰაეროვანი და მყუდრო -გაგაცნობთ სკანდინავიური ინტერიერის დიზაინს
Ხაჭოს პასკა, არ ჩამორჩეთ ტენდენციას, რეცეპტი რომელიც ნაკლებ დროს მოითხოვს
დესერტი, რომელიც აღგვაფრთოვანებს
გურამ ბაღდოშვილის ქართული მასტერკლასები ინდოეთში – შეფმზარეულის შთამბეჭდავი ვოიაჟი
უფრო გემრიელი ვიდრე ზრაზი! ლიტვური კარტოფილის ზეპელინები ხორცით!
TAGGED:ტრადიციატრადიციული კერძებიქართული კერძებიქართული სამზარეულოღვინო
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
ავტორიანა ჭელიძე
ჟურნალისტი — ღვინო, სასმელები და სამზარეულოს დიზაინი. წერს ქართულ ღვინოზე, ყავასა და ჩაიზე, სამზარეულოს ხელსაწყოებსა და აქსესუარებზე.
წინა სტატია საუკეთესო კომბინაციაა! განდევნის მელანქოლიას და კურნავს მოწყენილობას. საუკეთესო კომბინაციაა! განდევნის მელანქოლიას და კურნავს მოწყენილობას.
შემდეგი სტატია "ბადაგონმა,, ქართველი ფერმერებისგან ყურძნის ჩაბარება დაიწყო “ბადაგონმა,, ქართველი ფერმერებისგან ყურძნის ჩაბარება დაიწყო
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?