სამშაბათი, აპრილი 1, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიჯანსაღი კვებარატომ უნდა მიირთვათ მეტი სატაცური

რატომ უნდა მიირთვათ მეტი სატაცური

სატაცური შეგიძლიათ მიირთვათ უმი ან მოხარშული. მისი სარგებელი შემდეგნაირია – დაბალკალორიული ღირებულება, ვიტამინების, მინერალებისა და ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობა.

სატაცური, ოფიციალურად ცნობილია როგორც Asparagus officinalis, ის შროშანის ოჯახის წარმომადგენელია. ეს პოპულარული ბოსტნეული სხვადასხვა ფერებში მოდის: მწვანე, თეთრი და მეწამული.

სატაცურის შემადგენლობაში ბევრი საკვები ნივთიერებაა, მაგრამ ცოტა კალორია

სატაცური დაბალკალორიულია, მაგრამ შთამბეჭდავი მკვებავი პროფილი აქვს.

მხოლოდ ნახევარი ჭიქა (90 გრამი) მოხარშული სატაცური შეიცავს (1):

  • კალორია: 20
  • ცილა: 2,2 გრამი
  • ცხიმი: 0,2 გრამი
  • ბოჭკოვანი: 1,8 გრამი
  • ვიტამინი C: RDI-ის 12%
  • ვიტამინი A: RDI-ის 18%
  • ვიტამინი K: RDI-ის 57%
  • ფოლატი: RDI-ის 34%
  • კალიუმი: RDI-ის 6%
  • ფოსფორი: RDI-ის 5%
  • ვიტამინი E: RDI-ის 7%
  • სატაცურს ასევე აქვს მცირე რაოდენობით სხვა მიკროელემენტები, მათ შორის რკინა, თუთია და რიბოფლავინი.

ის K ვიტამინის შესანიშნავი წყაროა, აუცილებელი საკვები ნივთიერება, რომელიც მონაწილეობს სისხლის შედედებასა და ძვლების ჯანმრთელობაში.

გარდა ამისა, სატაცური მდიდარია ფოლატით, საკვები ნივთიერება, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანსაღი ორსულობისთვის და ორგანიზმში მრავალი მნიშვნელოვანი პროცესისთვის, მათ შორის უჯრედების ზრდისა და დნმ-ის ფორმირებისთვის.

სატაცური ანტიოქსიდანტების კარგი წყაროა

ანტიოქსიდანტები არის ნაერთები, რომლებიც თქვენს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების და ოქსიდაციური სტრესის მავნე ზემოქმედებისგან იცავს. ოქსიდაციური სტრესი ხელს უწყობს დაბერებას, ქრონიკულ ანთებას და ბევრ დაავადებას, მათ შორის კიბოს.

სატაცური, ისევე როგორც სხვა მწვანე ბოსტნეული, ანტიოქსიდანტებითაა მდიდარი. მათ შორისაა ვიტამინი E, ვიტამინი C და გლუტათიონი, ასევე სხვადასხვა ფლავონოიდები და პოლიფენოლები. მასში განსაკუთრებით მაღალია ფლავონოიდები კვერცეტინი, იზორჰამნეტინი და კემპფეროლი. ამ ნივთიერებებს არტერიული წნევის დამწევი, ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული და კიბოს საწინააღმდეგო ეფექტებიც კი აქვს.

სატაცურის მირთმევამ სხვა ხილსა და ბოსტნეულთან ერთად შეუძლია თქვენს ორგანიზმს ანტიოქსიდანტების მთელი რიგი მიაწოდოს, რათა ხელი შეუწყოს თქვენს ჯანმრთელობას.

წყარო

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

31 March, 2025
ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

მარტი 31, 2025
რამდენ ლარად იყიდით ხვალ დოლარს და ევროს

რამდენ ლარად იყიდით ხვალ დოლარს და ევროს

31 მარტი 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

მარტი 31, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

მარტი 31, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

მარტი 31, 2025
ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

31 მარტი 2025
ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

მარტი 31, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები