შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: ქართული სუფრა, როგორც ხელოვნების ნიმუში
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
სიახლეებისხვა-ამბებიქართული სამზარეულო

ქართული სუფრა, როგორც ხელოვნების ნიმუში

ქართული სუფრა ტრადიციული კერძებითა და ღვინით
ქართული სუფრის მოწყობა ხელოვნებაა, რომელიც ტრადიციებს, კულტურას და თანაზიარობას აერთიანებს. ისწავლეთ, როგორ მოაწყოთ ავთენტური ქართული სუფრა ყველა დეტალის გათვალისწინებით.
მარიამ გოგოლაძე
ავტორი
მარიამ გოგოლაძე
გამოქვეყნებული: ნოემბერი 23, 2025
გაზიარება
გაზიარება

ქართულ სუფრას შეიძლება სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს, მაგრამ მისი არსი არ იცვლება. საკვების გაყოფით ქართულ სუფრაზე ადამიანები როგორც სიხარულსა და პატივისცემას, ისე გაჭირვებასაც კი უზიარებენ ერთმანეთს.

შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ქართული სუფრის ფენომენში მისი დიფერენცირებული ხასიათია, რადგან ლხინის სუფრის მენიუ, კერძების რიგითობა და სიტუაცია სრულიად განსხვავდება ჭირის სუფრისგან. ჭირის სუფრაზე როგორც მენიუ, ისე ტერმინოლოგია განსხვავებული იყო. მაგალითად, სიტყვა „თამადის“ ნაცვლად, სუფრის ხელმძღვანელს ამბობდნენ, სიტყვა „სადღეგრძელოს“ ნაცვლად – მოსახსენიებელს ან მისაგებებელს, მაგრამ მისი ფილოსოფიური არსი – თანაზიარობა და თანადგომა ერთი და იგივე იყო.

ქართულ სუფრას მკაცრად გაწერილი წესები აქვს, სადაც თამადის ინსტიტუტი ძალიან მნიშვნელოვანია. ქართული სუფრის თამადამ სავალდებულო სადღეგრძელოები უნდა შესვას. აღსანიშნავია, რომ ჭირისა და ლხინის სუფრის სადღეგრძელოები ერთმანეთისგან განსხვავდება. სადღეგრძელო, ქართული სუფრის ტრადიციების მიხედვით, სადიდებლის, სავედრებლის – ლოცვის ჟანრშია აყვანილი, სწორედ ამიტომ ეკისრება თამადას ასეთი დიდი პასუხისმგებლობა.

ქართულ სუფრას ხშირად „ლუკულუსის ნადიმებს“ ადარებენ, რადგან აქ შეიძლება ნახო ყველაფერი, რასაც ქართული სამზარეულო მოიცავს. განსაკუთრებულია ყველისა და პურის მრავალფეროვნება, მწვანილი, მჟავეული – ფერმენტირებული ბოსტნეული, მწვანილი და ხილიც კი, სხვადასხვა ფხალეულის ნაკრები, ჩაშუშულები თუ რიტუალური „ხაშლამა“, თევზეული თუ სოკო, წალამზე შემწვარი მწვადი, კუპატები და ხშირ-ხშირად შემოტანილი ცხელ-ცხელი ხაჭაპურები. ასევე, მაყვლის საწებელში ჩაწყობილი ვარია, ბაჟე, სუბპროდუქტების კუჭმაჭი, ჩაქაფული და ხინკალი.

- Advertisement -
Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.

ქართულ სუფრაზე ჩაროზებსაც მრავლად შეხვდებით: კამეჩის მაწონს თხილეულითა და თაფლით, თათარას, ჩურჩხელასა და ჩირეულს, სხვადასხვა ნამცხვარსა და ტკბილ სასმელებს.

ქართული სუფრის მთავარი ღირსება ღვინოა, თუმცა ჩვენი ქვეყნისთვის – ღვინის სამშობლოსთვის ეს გასაკვირი არ არის. მსოფლიოში ცნობილი რამდენიმე ათასი ვაზის ჯიშიდან 500-ზე მეტი ენდემური ქართული ჯიშია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართულ სუფრაზე ღვინის არჩევანიც მრავალფეროვანია – რქაწითელი, მწვანე, ქისი, საფერავი, ციცქა, ცოლიკოური, ჩინური, ჩხავერი და სხვა.

READ  ქართული სუფრის ტრადიცია საშემსრულებლო ხელოვნებაა - ბლოგი, რომელიც ყველა ქართველმა უნდა ნახოს

აღსანიშნავია, რომ სუფრას მხიარული ამბების გახსენება, ლექსები, სიმღერები, გიტარა, აკაპელა და ცეკვა ალამაზებს, ამ ყველაფერს კი თამადა აორგანიზებს.

სუფრის დასასრულს ის ყველაწმინდის სადღეგრძელოს სვამს, სტუმრები კი თამადას ადღეგრძელებენ  და თანაზიარობის ეს რიტუალიც ამით სრულდება.

წყარო

- Advertisement -
Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

იხილეთ ასევე

  • ქრისტეს შობის დღესასწაული და უძველესი საშობაო ტრადიციები
  • ჯანსაღი და გემრიელი საკვები პროფესორ გიორგი ფხაკაძისგან
  • გიამბობთ კალვადოსზე/Calvados – რემარკის “ტრიუმფალური თაღის” მთავარი გმირების სიყვარულის სიმბოლოზე- ვაშლის სიდრი საფრანგეთიდან
  • ენდოკრინოლოგის 5 ოქროს რჩევა ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებით
  • სწორად მომზადებული ცომი წარმატების 90%-ია! პიცა-საუკეთესო იტალიური ტრადიციებით

შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები

კარაქიანი და თაფლიანი პური – ბავშვობის გემო, რომელიც არასდროს გვავიწყდება
ქართული ღვინო ჩინეთის საერთაშორის გამოფენაზე
პომიდვრის ექსპორტი საქართველოში-სტატისტიკა
რეცეპტების შესახებ მითები — ქართული სამზარეულოს ჭეშმარიტება
ყველაფერი, რაც ვისკის შესახებ უნდა იცოდეთ
TAGGED:ტრადიციატრადიციული კერძებიქართული კერძებიქართული სამზარეულოქართული ღვინო
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
ავტორიმარიამ გოგოლაძე
ჟურნალისტი — რესტორნები და კულინარიული სიახლეები. აშუქებს რესტორნებს, შეფ-მზარეულებს, კვების ინდუსტრიის ამბებსა და ტენდენციებს.
წინა სტატია პოპულარული და სანახაობრივი დესერტი-“კალეიდოსკოპი” პოპულარული და სანახაობრივი დესერტი-“კალეიდოსკოპი”
შემდეგი სტატია რა გავლენას ახდენს ტკბილეული ბავშვის ჯანმრთელობაზე რა გავლენას ახდენს ტკბილეული ბავშვის ჯანმრთელობაზე
1 კომენტარი
  • გამოხმაურება: დუნაის სალათი ზამთრისთვის – მარტივი მარინადის რეცეპტი

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?