შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: ,,Food ბლოგერობა ბევრმა დამცირებამ დამაწყებინა… კულინარია ახლა ჩემი ჰაერია!” – ექსკლუზიური ინტერვიუ Donna Emigrata/ქალ ემიგრანტთან
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
ექსკლუზივისიახლეები

,,Food ბლოგერობა ბევრმა დამცირებამ დამაწყებინა… კულინარია ახლა ჩემი ჰაერია!” – ექსკლუზიური ინტერვიუ Donna Emigrata/ქალ ემიგრანტთან

,,Food ბლოგერობა ბევრმა დამცირებამ დამაწყებინა... კულინარია ახლა ჩემი ჰაერია!” - ექსკლუზიური ინტერვიუ Donna Emigrata/ქა
Logo on a green background: white rounded-square icon with the text 'ag60' inside, plus white Georgian script beneath the icon.
ავტორი
ირინა დათაშვილი
გამოქვეყნებული: იანვარი 1, 2026
გაზიარება
გაზიარება

სოციალურ ქსელებში პოპულარული Food ბლოგერი Donna Emigrata/ქალი ემიგრანტი, ნინო მიქაძე ,,შენი სუფრას” მკითხველს თავის ისტორიას, კულინარიისადმი სიყვარულსა და ემიგრაციის სირთულეებს უაზიარებს:

–  გვიამბეთ, რამდენი ხანია, რაც კულინარიულ სფეროში ხართ და რატომ გადაგაწყვეტინათ Food ბლოგერობა?

– პროფესიით  ექთანი ვარ. ეს სფერო ბავშვობიდან მიყვარს. ჩემი ძმა პროფესიონალი შეფ მზარეულია. ოჯახში, სადაც გავთხოვდი, თითქმის მთელი სანათესაო ამ სფეროთი იყო დაკავებული. Food ბლოგერობა ბევრმა დამცირებამ  დამაწყებინა. ემიგრანტი ვარ და ახალ ჩამოსულმა, როგორც ყველამ, ენა არ ვიცოდი. მახსოვს სამხრეთ იტალიაში ვმუშაობდი, ქალბატონმა თევზის საყიდლად გამაგზავნა და მითხრა “Spigola “(თევზის სახეოობა) მიყიდეო. მე რატომღაც  გავიგონე  “piccola”, რაც ,,პატარას” ნიშნავს და ჩავთვალე, რომ პატარა თევზი უნდა მეყიდა. ახლა ამას რომ გიყვებით, ყველაფერი მიახლდება. მახსოვს ჩემმა ნაყიდმა თევზმა როგორ ამიწვა  ზურგი და როგორ მოისროლა ქალბატონმა სანაგვეში, როგორ თუ ვაკადრე და პატარა  თევზის სახეობა ვუყიდე! ის დღე და ის დღე, ხელიდან სარეკლამო ჟურნალი არ გამიშვია. ჩემს ორ საათს (დასვენების საათი) ინგრედიენტების სწავლაში ვიყენებდი. სწორედ ეს იყო მიზეზი ჩემი გვერდისა და ჯგუფების გახსნის –  ის, რომ არ მინდოდა ახლად ჩამოსულებს ჩემი გზა  გაევლოთ.

Food ბლოგერი Donna Emigrata ნინო მიქაძე

- Advertisement -
Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.

– როგორც ახსენეთ ემიგრანტი ხართ, ამჟამად რომელ ქვეყანაში ცხოვრობთ და რა რჩევებს მისცემთ ახალჩამოსულ ემიგრანტებს?

– იტალია, მანტუა … ახალჩამოსულ  ემიგრანტებს ვურჩევდი, რომ არ დაკარგონ  არც ერთი წუთი, რადგან დაკარგულ დროს ვერასდროს დაიბრუნებენ. ყოველდღე ისწავლონ 10 სიტყვა, რადგან ენის ცოდნა ჩვენ გვიცავს. ოჯახში, სადაც იმუშავებენ, თუკი საშუალება ექნებათ, რაიმეს მომზადების, არ დაიზარონ და გააცნონ ჩვენი ქვეყნის სამზარეულოს კულტურა. არასდროს მითქვამს, რომ თუ არ გადამიხადეს, მე ამას არ გავაკეთებ. ბევრჯერ მომიქსოვია, მომიქარგავს კიდეც უანგაროდ, ამით ოჯახთან  სიშორეს და მონატრებას ვკლავდი, მათ კი ვუმტკიცებდი ვინ ვიყავი და საიდან  მოვდიოდი. მართალია, ზოგი ვერ დაინახავს, მაგრამ გამოჩნდებიან  ისეთი ადამიანებიც, რომლებიც შეგიყვარებენ და გვერდში დაგიდგებიან.

READ  ბუნებისგან შთაგონებული კედლის მხატვრობა - ორიგინალური იდეა თქვენი საძინებლისთვის

Donna Emigrata კულინარიული ბლოგი იტალიიდან

– რთულია თუ არა თქვენი ეს საქმიანობა და ახლა რა წინაღობები გხვდებათ?

– თითქმის 14 წელი გავიდა და დღემდე ვერ შევეგუე უცხო მხარეში ყოფნას. მე ოჯახში ვმუშაობ, პარალელურად დღის სამსახურები მაქვს შეთავსებული. რთულია კი, ძალიან რთულია! რომ გგონია, გაიცანი ეს ქვეყანა, მისი კულტურით, ზოგჯერ მაინც ძალიან დიდ წინააღმდეგობას აწყდები. მიუხედავად ამისა, როდესაც საქართველოში დავბრუნდები, მე ამ ქვეყანას მადლობას გადავუხდი, რათა მიმიღო გაჭირვების ჟამს, წავიღებ იმას, რაც მომწონს და ვიცი საქართველოში გამომადგება.

- Advertisement -
Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.

– თქვენი ბლოგისთვის რა წინაღობები გხვდებათ? რამდენად გაქვთ დრო?

– წინაღობები? – დრო არ მაქვს. მაქსიმალურად ვიხარჯები, რათა  დაწყებული საქმე სისრულეში მოვიყვანო, რომელიც საქართველოში მელოდება და მალე დავბრუნდე . ყოველი წუთი გათვლილი მაქვს და ჩემს ბლოგსაც ხელს არ ვაკლებ. ზოგჯერ რეცეპტი  ღამის ორ საათზე დამიპოსტავს. კომენტარებს ვკითხულობ, ვპასუხობ. მათი თბილი სიტყვები სიხარულით მავსებს და სტიმულს მაძლევს, რომ მეტი და მეტი რეცეპტიო მოვიძიო  და გავახარო ისინი. კულინარია ჩემი ჰაერია, უამისოდ  სუნთქვა არ შემიძლია. დაღლილმა, აი, ფეხზე რომ ვერ ვდგები, შემიძლია ავდგე იმ წამს, რაღაც ტკბილი ან კერძი მოვამზადო და დაღლილობაც მეხსნება.

ქართველი food ბლოგერი იტალიაში

აი, ეს მინდა გაგიზიაროთ, ერთ-ერთი  ახალგაზრდა გოგონა facebook-ით გავიცანი. უკვე კარგა ხანია, რაც ვიცნობ, ხშირი მიმოწერა გვაქვს. ახლახან რჩევა მთხოვა, როგორ შეიძლება ამ შეტყობინებამ არ გაგახაროს, როდესაც ხედავ – ადამიანი ბედნიერია – “მინდა გაგახაროთ დღეს ამიყვანეს სამუშაოზე…თქვენი დამსახურებაა, რადგან ყველაფერს ვითვალისწინებდი, რასაც მეუბნებოდით. სისუფთავე და წესრიგი – ეს აღნიშნეს უპირველესად. მადლობით არ შემოვიფარგლები მხოლოდ, უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.. მიყვარხართ….”

– რას ეტყოდით თქვენს გამომწერებს? თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორ მიაღწიონ წარმატებას?

– ვეტყოდი, რომ ვიყოთ საკუთარ თავში დარწმუნებული, ყველაფერს შევხედოთ პოზიტიურად. დავისახოთ მიზანი და ვიფიქროთ, თუ როგორ განვახორციელოთ ის. არასდროს შევუშინდეთ წინააღმდეგობებს და მერწმუნეთ ის, რაც გულით გვინდა ნამდვილად აგვისრულდება. იხარეთ სხვისი ბედნიერებით, თუ გინდათ რომ  თქვენ ორმაგად დაგიბრუნდეთ და გაგხადოთ წარმატებული.

READ  ტორტი "დღესასწაული"

– საინტერესოა, დამწყებ Food ბლოგერებს რას ურჩევდით?

– როდესაც ბლოგერობას ვიწყებთ, ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი, რადგან მას თავისი მინუსები და პლუსები  აქვს. ის ჩვენი ონლაინ დღიურია. აუდიტორიასთან უნდა ვიყოთ გულწრფელები. არასდროს შესთავაზოთ ცრუ რეცეპტები, ისინი ხომ ჩვენ გვენდობიან. კორექტულად ვუპასუხოთ მათ დასმულ შეკითხვებს, არ დავიზაროთ ინგრედიენტების ფოტოებით შეთავაზება. არასდროს ავყვეთ პოსტზე დასმულ პროვაკაციულ და აგრესიულ შეკითხვებს, პირიქით – მოვუყვანოთ მაგალითები და დავარწმუნოთ, რომ მათი მოსაზრება მცდარი იყო და ყველაზე მთავარი – ყოველი დილა დავიწყოთ პოზიტიურად.

– ქალბატონო ნინო, გითმობთ თავისუფალ სივრცეს და შეგიძლიათ, თქვათ თქვენი სათქმელი!

– როგორც იცით, ჩემი გვერდის გარდა მაქვს ორი ჯგუფი la dolce vita – ტკბილი ცხოვრება. ამ ჯგუფის გახსნის მიზეზი იყო, ის რომ თავი მოეყარათ უცხო ქვეყანაში მიმოფანტულ, ქართველ მოყვარულ კულინარებს. ამით ისინი გაგვაცნობდნენ იმ ქვეყნის სამზარეულოსა და კულტურას, სადაც ისინი იმყოფებიან, ასევე საქართველოდან რეცეპტებსა და მათ მომზადებულებს კერძებს გვიზიარებენ არაჩვეულებრივი, ხელმარჯვე ქალბატონები, რისთვისაც უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო. დაბოლოს, როგორც ამბობენ გემრიელ ლუკმას ბოლოს ინახავენო, ჯგუფის ასეთ გაზრდას, თითოეულ კომენტარზე პასუხის გაცემას, რჩევა-დარიგების მიცემას მე მარტო ვერ მოვერეოდი, რომ არ მყავდეს ძლიერი ადმინისტრაცია. დღეს თუ ჯგუფი ძლიერია, სწორედ მათი დამსახურებაა. ძალიან, ძალიან მიყვარხართ, ჩემო ქალბატონებო და მადლობა ყველაფრისთვის!

ავტორი: ანი დავიდიანი

იხილეთ ასევე

  • “ჭამის დროს ვივიწყებ ყველა სხვა საქმეს” – 《ლუკმის მოსმენა》- მინიატურა ნინო თარხნიშვილისგან 🌸
  • როგორ შევარჩიოთ ზეთი ჩვენი სამზარეულოსთვის – მითები და რეალობა
  • ქათმის მარინადი – საიდუმლო დეტალი, რაც უნდა იცოდეთ
  • თევზის მარინადის მომზადება
  • რა უპირატესობით გამოირჩევა მცენარეული კვება
FacebookTwitter
სოკოს მარინადი
ყველაფერი, რაც 18 საათიანი ჯანსაღი დიეტის შესახებ უნდა იცოდეთ
დააგემოვნეთ გემრიელი მარწყვის დესერტი გამოცხობის გარეშე
გთავაზობთ დაბალნახშირწლოვანი კერძის იდეას – ბრიუსელის კომბოსტო პარმეზანით
ოლივიე თინუსით – მომზადების საიდუმლო
TAGGED:food ბლოგერიექსკლუზივიინტერვიუკულინარიაშენი სუფრა
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
Logo on a green background: white rounded-square icon with the text 'ag60' inside, plus white Georgian script beneath the icon.
ავტორიირინა დათაშვილი
მიჰყევით:
მთავარი რედაქტორი — რეცეპტები და ქართული სუფრის ტრადიციები. კულინარიულ თემებზე წერს 2003 წლიდან.
წინა სტატია „24-დან 1 კოვიდინფიცირებული...“ „სწრაფად ვრცელდება – ბავშვებს და 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს ებრძვის“
შემდეგი სტატია ღია ღია ფერის ტკბილი მოჭიქული ყველეული სუფრაზე მოჭიქული ყველეული შედედებული რძით
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?