კალანდა წარმოშობით რომაული სიტყვაა და ახალი წლის პირველ დღეს ნიშნავს – რატომ და სად აღნიშნავენ 14 იანვარს კალანდობას
კალანდა ეს ძირძველი და ძალიან საინტერესო ისტორიაა. “ცხემლისჭრის” დღეს გურულები ტყეში მიდიოდნენ ცხემლის ხის მოსაჭრელად, რისგანაც შემდეგ საახალწლო შეშას ამზადებდნენ და კალანდის დღესასწაულზე მისით ანთებდნენ ცეცხლს. რადგან გურულებს სწამდათ, თუ ახალ წელს კარგი ცეცხლი არ აგიზგიზდებოდა ოჯახში, მაშინ მთელი წლის მანძილზე ვერ დაანთებდა ოჯახი გიზგიზა ცეცხლს.
კალანდის დილა ყველაზე ტკბილად იწყება, რადგან რადგან დილიდან ბებიები და დედები ამ დღისთვის სპეციალურად გადანახულ ჩურჩხელებს და ტკბილ კვერებს ურიგებენ ბავშვებს. საღამოს კი თაფლის სანთლების ფონზე მთელი ოჯახი ერთად უსხდება საახალწლო სუფრას, რომლის აუცილებელი კერძები გურული ღვეზელი და გოზინაყია.
ვის გაუგია გურული სუფრა სიმღერის გარეშე? Ჰოდა საახალწლო სუფრის კიდევ ერთი აუცილებელი ტრადიცია სიმღერაა, განსაკუთრებით კი „ალილო“. აი ასე მხიარულად ხვდება გურული ოჯახი კალანდას, აცილებს ძველ წელს და ახალი, ბედნიერ წლისთვის ემზადება.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები