კვირა, აპრილი 19, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგისუფრის ეტიკეტი - თუ ამ წესებს გაითვალისწინებთ, ნებისმიერ შეხვედრაზე თავს კომფორტულად იგრძნობთ

სუფრის ეტიკეტი – თუ ამ წესებს გაითვალისწინებთ, ნებისმიერ შეხვედრაზე თავს კომფორტულად იგრძნობთ

თუ ამ წესებს გაითვალისწინებთ, ნებისმიერ შეხვედრაზე თავს ნამდვილად არ იგრძნობთ უხერხულად, თქვენს მეგობრებსა და მომსახურე პერსონალზე კი სასიამოვნო შთაბეჭდილებას მოახდენთ.

ოფიციალური მიღება ან ბანკეტი

თუ წინასწარ არაა გათვალისწინებული სად უნდა დაჯდეთ, დაელოდეთ მასპინძლის მითითებას. ძირითადად, სუფრის თავში წვეულების მთავარი მოქმედი გმირი ჯდება, მასთან ახლოს-საპატივსაცემო და ხანდაზმული სტუმრები. ახალგაზრდები და ბავშვები კი სუფრის ბოლოში.

სუფრასთან პირველად ქალები სხდებიან. მამაკაცი სუფრასთან არ უნდა დაჯდეს, თუ ქალები ფეხზე დგანან. მამაკაცი ქალბატონებს დაჯდომაში უნდა დაეხმაროს-სკამი გამოუწიოს და შემდეგ დაიკავოს თავისი ადგილი.
ითვლება, რომ დაგვიანებულებს 20 წთ-ს ელოდებიან და შემდეგ სხდებიან სუფრასთან. თუ ეს დაგვიანებული თქვენ ხართ, ბოდიში მოიხადეთ და სწრაფად ჩაერთეთ საერთო საუბარში . არ ღირს მოყოლა რატომ და რის გამო დაიგვიანეთ.

თუ რომელიმე კერძი არ გიყვართ, ან დიეტაზე ხართ, ან მარხვაზე, ნუ გამოაცხადებთ ამას ყველას გასაგონად. უბრალოდ, არ მიირთვათ ის.

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ კბილის ჩხირების ადგილი ტუალეტშია და არა მაგიდაზე. კბილების გაწმენდა, მაკიაჟის შესწორება, წამლის დალევა და თავის მოწესრიგებაც ტუალეტში შეგიძლიათ.

სუფრის ნაკრების გამოყენება

თუ შემთხვევით კოვზი ან ჩანგალი დაგივარდათ, ნუ გაირჯებით მის ასაღებად. სთხოვეთ მასპინძელს ან ოფიციანტს ახლის მოტანა.

დანა-ჩანგალი ან კოვზი, რომელსაც უკვე იყენებთ, მაგიდას აღარ უნდა ეხებოდეს. დააწყვეთ ჭურჭლის კიდეზე, მაგრამ არა სუფრაზე.

არ დაჭრათ მთელი ულუფა ერთბაშად. ასე კერძი მხოლოდ მალე გაცივდება და გემოსაც დაკარგავს, მოჭერით დანა-ჩანგლის დახმარებით თითო-თითო ნაჭერი და მაშინვე მიირთვით.

ჩანგალი კბილებით ქვემოთ უნდა გეჭიროთ და არა კოვზისებურად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა რბილ კერძს მიირთმევთ, მაგალითად-პიურეს. საჩვენებელი თითი ჩანგლის და დანის ტარის გასწვირვ უნდა გედოთ, დანარჩენი თითებით კი თვითონ ტარი უნდა დაიკავოთ.

თუ სუფრასთან დანა-ჩანგლის ან კოვზის მიწოდებას გთხოვენ, მიაწოდეთ ტარით მისკენ, ისე, რომ თქვენ თავად ტარის შუაში მოკიდოთ ხელი.

READ  რა მნიშვნელობა აქვს ჭამის სიჩქარეს თქვენი ჯანმრთელობისთვის

პაემნის ეტიკეტი

ეტიკეტის თანახმად, ქალმა მონაწილეობა უნდა მიიღოს კერძების არჩევაში და პირველმა აირჩიოს. ნუ სთხოვთ მამაკაცს ეს თქვენს მაგივრად გააკეთოს. მას შემდეგ, რაც კერძებს შეარჩევთ, ოფიციანტს მამაკაცმა უნდა მისცეს შეკვეთა.

ქალმა ყველაზე იაფფასიანი კერძები არ უნდა შეუკვეთოს, ეს მამაკაცისთვის მის არასაიმედოობაზე მინიშნება იქნება.თუმცა, ნურც მეტისმეტად ძვირადღირებულ კერძებს შეუკვეთავთ, რომ უხერხული სიტუაცია არ შეიქმნას, როცა ანგარიშსწორების დრო მოვა.

როცა ოფიციანტი ღვინოს მოიტანს, მამაკაცი არ უნდა ეცადოს გამოართვას და დაასხას, პირველი დასხმა ოფიციანტის პრეროგატივაა. მხოლოდ შემდეგ შეუძლია მამაკაცს დაცარიელებული ჭიქების შევსება. ჭიქა ისე უნდა შეავსოთ, რომ ნახევრამდე ცოტა დააკლდეს.

ეტიკეტის თანახმად, მამაკაცი იხდის, ქალმა ფული არ უნდა მიაწოდოს და არ უნდა იკითხოს რამდენია გადასახდელი.
ჩაის კულტურა

ჩაის კულტურა ბევრ ქვეყანაში განსხვავებულია. თუ აშშ-ში ჩაის დატოვება აუცილებელია, აზიის ზოგ ქვეყანაში ეს საქციელი შესაძლოა შეურაცხყოფად მიიღონ. ევროპასა და აშშ-ში ჩაის მოცულობა საერთო შეკვეთის 10-15 %-ია.

ჩაი-კეთილი ნების აქტია. თუ მომსახურება მართლა მოგეწონათ, შეგიძლიათ ჩაი დატოვოთ და ამით გამოხატოთ თქვენი მადლობა და კეთილგანწყობა პერსონალის მიმართ. თუმცა, ბევრ რესტორანში ჩაი უკვე შეკვეთის ღირებულებაშია გათვალისწინებული, როცა ჩეკში წერია:«Service included» ან «Tips included»

ჩაი მხოლოდ მომსახურების მერე უნდა დატოვოთ, მას შემდეგ, რაც თანხას გადაიხდით და ოფიციანტი ხურდას მოგიტანთ. “ხურდა დაიტოვეთ” -არავითარ შემთხვევაში არ უთხრათ ეს ფრაზა.

და კიდევ, თუ ჩაის დატოვება გაქვთ გათვალისწინებული, ხურდა ფულის სახით ნუ დატოვებთ.

წყარო

 

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.