შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: გაგაცნობთ ქართული ტრადიციული ლურჯი სუფრის ისტორიას
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
სამზარეულოს აქსესუარებისიახლეებისხვა-ამბებიქართული სამზარეულო

გაგაცნობთ ქართული ტრადიციული ლურჯი სუფრის ისტორიას

გაგაცნობთ ქართული ტრადიციული ლურჯი სუფრის ისტორიას
თაკო ფრიცხელაური
ავტორი
თაკო ფრიცხელაური
გამოქვეყნებული: ოქტომბერი 28, 2025
გაზიარება
გაზიარება

ტრადიციული ლურჯი სუფრა XIX-XX საუკუნეების ქართული ყოფის ერთ-ერთი გამორჩეული და სახასიათო ატრიბუტია, რომელსაც საქართველოში ყველა იყენებდა, განურჩევლად სოციალური ფენისა და სტატუსისა. განსაკუთრებით პოპულარული იყო ლურჯი სუფრები საახალწლო, სააღდგომო ან რაიმე სხვა სადღესასწაულო რიტუალების დროს. ისტორიულად ლურჯი სუფრა წარმოადგენდა ინდიგო საღებავით შეღებილ სელის ან ბამბის ქსოვილს, რომელზეც სხვადასხვა ტიპის დეკორატული გამოსახულება ბეჭდვის განსაკუთრებული ტექნიკით – ნეგატიური დაჩითვით იყო დატანილი: ოსტატი დეკორატიულ კომპოზიციას აწყობდა ცვილით დაფარული, ხეში ნაკვეთი საბეჭდავის მეშვეობით. ამის შემდეგ დაჩითული ქსოვილი ინდიგოში იღებებოდა. დაუჩითავი ქსოვილის ზედაპირი ლურჯ ფერს იღებდა, ხოლო დაჩითული, ცვილით დაფარული ზედაპირი შეუღებავი რჩებოდა, ანუ ბუნებრივ ფერს ინარჩუნებდა. ღებვის შემდეგ ქსოვილს ცვილს აცლიდნენ და ასე რჩებოდა ლურჯი სუფრის ზედაპირზე თეთრი ორნამენტული გამოსახულება.

ლურჯი სუფრა აღმოსავლეთიდან შემოსული ინდიგო საღებავით იღებებოდა “ლილახანებში” და შემდგომ საგანგებო ტექნოლოგიით მუშავდებოდა.

ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი ლურჯი სუფრების მცირე, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვან კოლექციას ფლობს. კოლექციაში უძველეს ნიმუშებთან ერთად დაცულია მუზეუმის სახელოსნოში 1930-1940-იან წლებში პროფესიონალი მხატვრების მიერ შესრულებული ექსპერიმენტული ნამუშევრები.

ამ კოლექციის ყველაზე ადრეული ნიმუში XIX საუკუნის დასაწყისით თარიღდება. თითქმის კვადრატული ფორმის სუფრის მთავარი ორნამენტული სახე ე.წ. ბუთაა. ოთხი დიდი ზომის ბუთა და მათ შორის ჩასმული ჩიტები კომპოზიციის ცენტრს ქმნიან, რომლის გარშემო მთელი ზედაპირი რომბებისა და ვარდულების მოტივებით არის შევსებული. კომპოზიციის ცენტრს გარს შემოუყვება ორნამენტული ოლე, რომელიც ასევე ბუთების რიგისგან შედგება. სუფრა ბამბის თხელ ქსოვილზეა დაბეჭდილი და ტრადიციისამებრ ინდიგოს საღებავითაა შეღებილი.

- Advertisement -
Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.

ქართული ლურჯი სუფრის ტიპური ფერები მხოლოდ ლურჯი და თეთრია, უფრო ზუსტად კი – თეთრი ორნამენტების კომპოზიცია ლურჯ ფონზე. ბეჭდვის ეს მეთოდი საქართველოში აღმოსავლეთიდან, კერძოდ კი ინდოეთიდან და ირანიდან უნდა გავრცელებულიყო. ამ ტექნიკით საქართველოში მხოლოდ ლურჯ სუფრებს აკეთებდნენ. ლურჯი სუფრები ძირითადად ბამბის იყო, თუმცა არსებობდა სელის ქსოვილზე დაბეჭდილი სუფრებიც. ბამბის ქსოვილის სუფრები თეთრისა და ლურჯის განსაკუთრებული კონტრასტით გამოირჩევა, ვინაიდან ბამბის ბოჭკო უფრო ადვილად იღებს ინდიგო ფერს.

READ  საკვები ბოჭკო: რატომ არის აუცილებელი ჯანმრთელობისთვის

2017 წლიდან ქართულ ლურჯ სუფრას იუნესკოს მატერიალური ძეგლის სტატუსი აქვს.

წყარო

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

- Advertisement -
Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.

 

იხილეთ ასევე

  • გაგაცნობთ ქართულ უნიკალურ არქიტექტურას
  • რა უნდა იცოდეთ ალადასტურის შესახებ
  • აიურვედას კვების ფილოსოფია – რჩევები მშვიდი და ჯანმრთელი ცხოვრებისთვის
  • 12 ელეგანტური აქცენტის სავარძელი, რომელიც თქვენს კომფორტს განაპირობებს
FacebookTwitter

შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები

“ეს არის ჩემი საოცნებო საქმე, რომელსაც ხელი მოვკიდე და გაამართლა…” – ინტერვიუ Food ბლოგერ გიორგი კოხრეიძესთან, რომლის იუმორისტული ვლოგები და ოთხფეხა მეგობარი ყველამ შეიყვარა
კედლის ფონის შერჩევის 7 ოქროს წესი 2026 წლისთვის
წავედი საბითუმო ბაზარში, ვიყიდე ხორცი, დავაკონსერვე 50 ქილა. ჩვენ მზად ვართ ზამთრისთვის!
საიდუმლო ბოშური კერძი
რატომ უნდა მიირთვათ ბროწეული კურკასთან ერთად
TAGGED:სამზარეულოტრადიციაქართული კერძებიქართული სამზარეულო
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
ავტორითაკო ფრიცხელაური
ჟურნალისტი — რეცეპტები და ქართული სამზარეულო. წერს ტრადიციულ და თანამედროვე კერძებზე, სუფრის კულტურასა და სეზონურ პროდუქტებზე.
წინა სტატია მსოფლიოში საუკეთესო ცხელი შოკოლადის რეცეპტი! მსოფლიოში საუკეთესო ცხელი შოკოლადის რეცეპტი!
შემდეგი სტატია ფენოვანი ცომის გაადვილებული წესით მომზადება-ჩაინიშნეთ ეს რეცეპტი და თქვენ აღარასოდეს მოგიწევთ ფენოვანი ცომის ყიდვა. ფენოვანი ცომის გაადვილებული წესით მომზადება-ჩაინიშნეთ ეს რეცეპტი და თქვენ აღარასოდეს მოგიწევთ ფენოვანი ცომის ყიდვა.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?