სამშაბათი, ივლისი 7, 2026
- Advertisement -
Google search engine

გოზინაყი – საახალწლო ნუგბარი. ბევრი რეცეპტი ვცადე, მაგრამ ასე მომზადებულმა ყველას აღფთოვანება გამოიწვია.

0
#post_seo_title

საჭიროა:

ნიგოზი 500 გრამი

თაფლი 250 გრამი

შაქრის პუდრა 3-4 ს/კ

მომზადება:

ნიგოზის ლებნები მჭრელი დანით დავჭრათ, დავყაროთ ტაფაზე და ოდნავ მოვხალოთ, ისე რომ არ გაწითლდეს. გავაგრილოთ, დავყაროთ სინზე და დავბერტყოთ, სანამ კანი მთლიანად არ გაეცლება.

ღრმა, სქელძირიან ტაფაზე მოვათავსოთ 250 გრამი თაფლი და შევდგათ ცეცხლზე. დუღილის დროს თაფლი აქაფდება და რომ არ გადმოვიდეს, რამოდენიმე წუთით გადმოვდგათ, შემდეგ ისევ შევდგათ ცეცხლზე. როცა თაფლი დაცხრება და მშვიდად დაიწყებს დუღილს, რამოდენიმე წვეთი კოვზით ამოვიღოთ და თეფშზე დავაწვეთოთ. ვაცალოთ გაცივება და თუ წვეთი თითებს შუა ცომივით აგორდა, ჩავყაროთ დაჭრილი ნიგოზი. გამუდმებით ვურიოთ ხის კოვზით. დაახლოებით ათი წუთის შემდეგ მოვაყაროთ 2 ს/კ შაქრის პუდრა, კიდევ კარგად ავურიოთ და ტაფა ცეცხლიდან გადმოვდგათ. გოზინაყის მთელი მასა წინასწარ გარეცხილ სველ ფიცარზე ან მომინანქრებულ სინზე გადავიტანოთ და კოვზით მოვასწოროთ, გავაბრტყელოთ და გაცივებული გოზინაყი რომ არ დაიმსხვრეს, თბილი დანით დანით დავჭრათ ნაჭრებად. შეგიძლიათ დაჭრის წინ შეათბოთ და ისე დაჭრათ.

სწრაფი გარნირი ხორცის, ფრინველისა და თევზისთვის.

0
#post_seo_title

მოთუშული ჭარხალი

 

ჭარხალი ნამდვილად უნიკალური ბოსტნეულია, რომელსაც სხვა ვერაფრით ვერ ჩაანაცვლებთ. თუ 2 კვირის განმავლობაში დღეში მინიმუმ 50 მლ ჭარხლის წვენს ან დაახლოებით 100 გრ მოხარშულ ჭარხალს შეჭამთ, ჰემოგლობინის დონეს მნიშვნელოვნად გაზრდით. ამასთან, ასე წონაში დაკლებასაც შეძლებთ.  სასარგებლო ნივთიერებები თერმული დამუშავების დროს არ ირღვევა და ხანგრძლივი შენახვის დროს არ იკარგება.

სწორედ, რომ მოხარშული ჭარხლის დახმარებით შეგიძლიათ უამრავი კერძი მოამზადოთ: ვინეგრეტი, სხვადასხვა წასახემსებელი, პაშტეტი, ბოსტნეულის ხიზილალა. რა თქმა უნდა, ყველაზე მარტივ ვარიანტს სხვადასხვა სალათის მომზადება წარმოადგენს. ასეთი სალათები ძალიან გემრიელია და ღამით შეგიძლიათ ორმაგი პორცია მიირთვათ, რადგან 100 გრ ჭარხალი მხოლოდ 43 კალორიას შეიცავს.

ინგრედიენტები

ჭარხალი 500 გრ

ხახვი 180 გრ

არაჟანი 150 გრ

ნიორი 1 კბილი

მზესუმზირის ზეთი 2 ს.კ.

მარილი გემოვნებით

შავი პილპილი (დაფქვილი)

მომზადება

 

ჭარხალი გაასუფთავეთ და დაჭერით ჯერ წრეებად, შემდეგ კი კუბიკებად. ხახვიც გაასუფთავეთ და დაჭერით.

ხახვი შეწვით ზეთში ტაფაში გამჭვირვალედ და დაამატეთ მას ჭარხალი. შეწვით დაბალ ცეცხლზე, თან ურიეთ 10 წუთის განმავლობაში.

ჭარხალს დაუმატეთ არაჟანი, დაჭყლეტილი ნიორი, მარილი და პილპილი, კარგად აურიეთ და გააჩერეთ სახურავის ქვეშ. ამას დაახლოებით 20 წუთი დასჭირდება. მიირთვით მწვანილით მორთული კერძი.

 

ჭარხალი არაჟანში არის ფაფის საუკეთესო თანხლები კერძი. იგი ასევე შეიძლება გახდეს წითელი ხორცის, ფრინველისა და თევზის კერძების აკომპანიმენტიც კი. სცადეთ მოამზადეთ და გემრიელად მიირთვით.

მოამზადეთ ბრინჯი არაქისითა და პესტოს სოუსით

0

ინგრედიენტები:

  • მარილი
  • ბრინჯი – 1 ჭიქა
  • არაქისი – 100 გრ.

პესტოს სოუსისთვის:

  • ზეითუნის ზეთი – 150 მლ.
  • ახალი რეჰანი – 1 კონა
  • ნიორი- 2 კბილი
  • კედრის კაკალი – 2 სუფრის კოვზი

მომზადების მეთოდი:

ნაბიჯი 1

პესტოს სოუსის მომზადებისთვის რეჰანი, ნიორი და კაკალი ერთად დავაბლენდეროთ, მოვაყაროთ მარილი და ნელ-ნელა ზეითუნის ზეთიც ჩავამატოთ.

ნაბიჯი 2

არაქისი კარგად გახურებულ ტაფაზე მოვხალოთ. წყალი მოვადუღოთ და მარილი ჩავყაროთ, დავამატოთ ბრინჯიც და მოვხარშოთ.

 ნაბიჯი 3

მოხალული არაქისი ბრინჯს კარგად შევურიოთ. მოვასხათ პესტოს სოუსი და მაგიდასთან მივიტანოთ.

გემრიელად მიირთვით!

მომზადების დრო: 15 წთ.

ულუფების რაოდენობა: 4

 

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

როგორ მოვამზადოთ წითელი ბორშჩი – კლასიკური რეცეპტით

0
#post_seo_title

წითელი ბორჩში კლასიკური რეცეპტით მოამზადეთ 

წითელი ბორში -ეს არის ტრადიციული სუპი, რომელიც პოპულარულია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით უკრაინაში, რუსეთში და ბელარუსში.

ბორში გამოირჩევა მისი მდიდარი, ღრმა წითელი ფერით, რომელსაც ანიჭებს ჭარხალი. ხშირად ამზადებენ ხორცით ან მის გარეშე. ბორშჩი გამდიდრებულია ბოსტნეულით. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ, როგორ მოვამზადოთ წითელი ბორში კლასიკური რეცეპტით.

 ინგრედიენტები:1 კგ საქონლის ხორცი (სასურველია ძვლებით) 2-3 საშუალო ზომის ჭარხალი, 2 საშუალო ზომის კარტოფილი. 1საშუალო ზომის ხახვი, 1 სტაფილო,1 პატარა კომბოსტო, 2 კბილი ნიორი, 2-3 სუფრის კოვზი ტომატის პასტა. დაფნის ფოთოლი, მარილი, პილპილი, დაფნის ფოთოლი, შაქარი. (გემოვნებით) 2-3 სუფრის კოვზი ზეთი.

   პირველ რიგში, უნდა მოამზადოთ ხორცის ბულიონი. მოხარშეთ საქონლის ხორცი 2-3 საათის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე. დაამატეთ დაფნის ფოთოლი, მარილი და პილპილი. როდესაც ხორცი მზად იქნება, ამოიღეთ ქვაბიდან და დაჭერით პატარა ნაჭრებად.

   ჭარხალი გარეცხეთ, გააცალეთ და დაჭერით წვრილად ან გახეხეთ. გააცხელეთ ზეთი ტაფაში და დაამატეთ ჭარხალი. შეწვით 5-7 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი დაამატეთ ტომატის პასტა და შაქარი. განაგრძეთ მომზადება კიდევ 5 წუთი.

   ხახვი და სტაფილო დაჭერით წვრილად და შეწვით ტაფაში ცოტაოდენი ზეთით. კარტოფილი დაჭერით საშუალო ნაჭრებად და კომბოსტო წვრილად დააქუცმაცეთ.

   ხორცის ბულიონში დაამატეთ კარტოფილი და ხარშეთ 10-15 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაამატეთ კომბოსტო და გააგრძელეთ ხარშვა კიდევ 5 წუთი. ახლა დაამატეთ მოშუშული ჭარხალი, ხახვი და სტაფილო. მოხარშეთ ბორშჩი დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთის განმავლობაში. ბოლოს დაამატეთ ნიორი და, თუ გსურთ, კიდევ ცოტაოდენი მარილი და პილპილი.

   როდესაც ბორშჩი მზად იქნება, დაუმატეთ დაფნის ფოთოლი და დატოვეთ ქვაბი დახურული 15-20 წუთის განმავლობაში, რათა ინგრედიენტებმა კარგად შეითავსოს გემოები.

წითელი ბორშჩი ხშირად მიირთმევა არაჟნით და ქონდრის მწვანილებით, როგორიცაა კამა ან ოხრახუში. ამ კერძს განსაკუთრებული არომატი და გემო აქვს, რომელიც ნებისმიერ სუფრაზე გამორჩეულ ადგილს დაიკავებს.

კითხვის გაგრძელება 

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

გვაკამოლე -მოამზადეთ მარტივად

0
ახლად მომზადებული გვაკამოლე თასში ბუნებრივი ინგრედიენტებით
გვაკამოლე - მექსიკური სამზარეულოს პერლი, რომელიც ქართულ სუფრაზეც თავისი ადგილი დაიმკვიდრა. მარტივი ინსტრუქციით მოამზადეთ ეს გემრიელი და ჯანსაღი სოუსი.

გვაკამოლე მარტივი და ძალიან გემრიელი

გვაკამოლეს საოცარი არომატი გაიძულებთ ამ ვეგანური სალათის შეყვარებას. გსურთ ორგანიზმი პროტეინებით გაიმდიდროთ?! შეგიძლიათ, სალათს შემწვარი ქათმის ხორცი ან კრევეტები დაამატოთ, გვერდი კი ტორტილას ხრაშუნა პურით დაუმშვენოთ.

ინგრედიენტები:

• 2 სუფრის კოვზი ავოკადოს ზეთი

• 2 სუფრის კოვზი ლიმნის წვენი

• 1 კბილი გახეხილი ნიორი

• ¼ ჩაის კოვზი მარილი

• ¼ ჩაის კოვზი წიწაკა

• 4 ჭიქა წვრილად დაჭრილი სალათის ფურცლები

• 2 მწიფე, კუბიკებად დაჭრილი ავოკადო

• 4 ნაწილად დაჭრილი პომიდორი
¼ ხახვი (დაჭრილი)

მომზადების დრო : 20 წთ.

მომზადების მეთოდი:

მოზრდილ ჯამში ერთად ათქვიფეთ ზეთი, ლიმნის წვენი, ნიორი, წიწაკა და მარილი. დაამატეთ სალათის ფურცლები, პომიდორი, ავოკადო და ხახვი. ურიეთ ნაზად, რომ ყველა ინგრედიენტი კარგად შეერწყას ერთმანეთს. თქვენი სალათი მზად არის, შეგიძლიათ მიირთვათ ქათმის ხორცთან ან კრევეტებთან ერთად. გემრიელად მიირთვით!

ისეთი გამოდის როგორიც გვიყვარს, ტკბილ-მჟავე და არომატული. სანამ დროა, კიდევ მოვამზადებ.

0
ვაშლიანი კეტჩუპი ქილებში ზამთრის მარაგისთვის მომზადებული
ვაშლიანი კეტჩუპი ზამთრისთვის - ტკბილ-მჟავე სოუსი, რომელიც ბებიაჩემის რეცეპტით მზადდება. ბუნებრივი ინგრედიენტები და მარტივი მომზადება.

კეტჩუპი ვაშლით ზამთრისთვის

კეტჩუპი იდეალური საწებელია, რომელიც პასტასა და კარტოფილს უფრო გემრიელს ხდის. მისი მომზადება ძალიან ადვილია და შეგიძლიათ მთელი წლით შეინახოთ, მთავარია მისთვის გარნირის მომზადება არ დაგავიწყდეთ.

სქელი და სურნელოვანი კეტჩუპი ვაშლით ჩემს კულინარიულ ბლოკნოტში ჩაწერილია, როგორც “საყვარელი”. მე არ ვწყვეტ რეცეპტების ექსპერიმენტებს, მაგრამ ამ რეცეპტს უკვე ვიყენებ ყოველ შემოდგომაზე ზედიზედ რამდენიმე წელია. სხვაგვარად არც შეიძლება, რადგან სოუსი შესანიშნავია!

კეტჩუპისთვის მწიფე და ხორციან პომიდორს ვარჩევ, უფრო ტკბილს. ვაშლისგან მე ვირჩევ ანტონოვკას: მე მიყვარს თავისი სიმკვრივით და მჟავიანობით.

მე არ ვზოგავ სანელებლებს კეტჩუპისთვის, მათ აქვთ მნიშვნელოვანი როლი: გემოვნების დაბალანსება, პიკანტურობის დამატება. მასშიც არ არის სახამებელი და მინიმუმია შაქარი, როგორც მაღაზიის კეტჩუპის შემადგენლობაში პომიდვრის შემდეგ ეს ინგრედიენტი მეორე ადგილზეა.

ინგრედიენტები

პომიდორი 4 კგ

ვაშლი 500 გრ

მარილი 50 გრ

შაქარი 100 გ

ძმარმჟავას ესენცია 1 ს.კ.

შავი პილპილი (ბარდა) 8 ცალი

მიხაკი 2 ცალი

ოხრახუში 1 კონა

რეჰანი გემოვნებით

ნიორი 4-5 კბილი

მომზადება

ამოაცალეთ კურკები ვაშლს და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. შემდეგ, პომიდორს მოაჭერით ყუნწები და ისიც ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. მიღებული პიურე ჩაასხით ქვაბში, მიიყვანეთ ადუღებამდე და გააჩერეთ ნელ ცეცხლზე ერთი საათის განმავლობაში. ქვაბს სახურავი არ დააფაროთ!

მოხარშული ტომატის მასა გახეხეთ. დააბრუნეთ ნარევი ცეცხლზე, კვლავ მიიყვანეთ ადუღებამდე. დაუმატეთ მარილი, შაქარი, წიწაკის მარცვლები და მიხაკი.

დაჭერით ნიორი და მწვანილი. ინგრედიენტები დაამატეთ ქვაბში და მოხარშეთ 4-5 წუთის განმავლობაში. გადმოიღეთ ქვაბი ცეცხლიდან, ჩაასხით ძმრის ესენცია, აურიეთ.

ჩაასხით კეტჩუპი სტერილურ ქილებში, მოხუფული გადააბრუნეთ, შეფუთეთ, დატოვეთ გასაგრილებლად.

სეზონის განმავლობაში ვცდილობ მოვამზადო ბევრი კეტჩუპი. სოუსი შესანიშნავია მაკარონისთვის, კარტოფილისთვის, ფაფებისთვის და ასევე წვნიანებისთვის. იმედი მაქვს რომ რეცეპტით მოგეწონებათ. გემრიელად მიირთვით!

გამაჯანსაღებელი სალათი

0
ღია ფერადი სალათი ახალი ბოსტნეულითა და ხილით ქართული სტილით მომზადებული
გამაჯანსაღებელი სალათები მარტივი და ეფექტური გზაა ჯანსაღი ცხოვრებისთვის. ნედლი ბოსტნეული და ხილი უზრუნველყოფს ორგანიზმის ბუნებრივ გაწმენდასა და ენერგიას.

ყველას სურს ჯანმრთელი და კარგ ფორმაში იყოს. ამისათვის დროდადრო დიეტას იცავენ. იმისთვის, რომ მას დადებითი ეფექტი ჰქონდეს, ვიტამინებით გაჯერებული დიეტა უნდა იყოს,

დაამატეთ რაციონს მეტი ხილი და ბოსტნეული. მოამზადეთ სალათი ორგანიზმის გაწმენდისთვის მხოლოდ ნედლი პროდუქტები გამოიყენეთ.

სალათი არის ორგანიზმისთვის გამაჯანსაღებელი
კომბოსტოსა და სტაფილოსგან
ინგრედიენტები კომბოსტო, სტაფილო, ვაშლი და ჭარხალი 100გ, 50 გ ქლიავი, 1 ჩ.კ. ლიმნის წვენი, 1 ს.კ. მცენარეული ზეთი

მომზადება:

დაჭერით გასუფთავებული ბოსტნეული დიდ ჯამში. კარგად აურიეთ. გახეხეთ ვაშლი და დაამატეთ. დააწვეთეთ რამდენიმე წვეთი ლიმნის წვენი და მცენარეული ზეთი. წინასწარ დაშაქრეთ ქლიავი და შემდეგ წვრილ ნაჭრებად დაჭერით. დაუმატეთ სალათს.

მწვანილით
ინგრედიენტები: 2 კიტრი, 1 მწვანე ხახვი, 1 ს.კ. მცენარეული ზეთი, 1 კონა ნებისმიერი მწვანილი, 2 ბოლოკი, მარილი

მომზადება:

გასუფთავებული კიტრი დაჭერით მრგვალ ნაჭრებად და მოათავსეთ ჯამში. დაამატეთ დაჭრილი ხახვი, ბოლოკი და ნებისმიერი მწვანილი. შეკმაზეთ მცენარეული ზეთით და მარილით.

ნიახურით და თხილით
ინგრედიენტები: 3 დიდი სტაფილო, 3 ნიახური, 100 გ ნებისმიერი თხილი, სელის მარცვლები, 2 ჩ.კ. ლიმნის წვენი ,მარილი

მომზადება:

გახეხეთ სტაფილო დიდ ჯამზე. წვრილად დაჭერით ნიახური და დაუმატეთ. დაჭყლიტეთ თხილი და სელის მარცვლებთან ერთად მოათავსეთ ბოსტნეულში. დაასხით ლიმნის წვენი, მარილი და კარგად აურიეთ.

ნიახურით და კომბოსტოთი
ინგრედიენტები: 4 ღერო ნიახური, 1,5 კგ კომბოსტო, 3 კიტრი, 2 მწვანე ხახვი, 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 1/2 ლიმონი, ოხრახუში

მომზადება:

გახეხეთ კომბოსტო, ხახვი და ნიახური, დაჭერით კიტრი თხელ ნაჭრებად. მოათავსეთ ყველაფერი დიდ ჯამში და კარგად აურიეთ ხელით. მოასხით ლიმნის წვენი და ზეითუნის ზეთი. აურიეთ. მიღებამდე ცოტახანი მაცივარში მოათავსეთ. მორთეთ მწვანილით.

ჭარხლის
ინგრედიენტები: 1 ჭარხალი, 1 სტაფილო, 1 ნიახური, 1 კონა ოხრახუში, 1/4 ჭიქა ზეითუნის ზეთი, 1 ს.კ. ლიმნის წვენი, 1 ს.კ. ვაშლის ძმარი, 1 ჩ.კ. ქურქუმა, მარილი და შავი პილპილი

მომზადება:

გაასუფთავეთ ჭარხალი, სტაფილო და გახეხეთ. წვრილად დაჭერით ნიახური და ოხრახუში. მოამზადეთ საკმაზი. აურიეთ ზეითუნის ზეთი, ლიმნის წვენი, ძმარი, მარილი და სუნელები. მოასხით სალათას და აურიეთ.

მიირთვით ეს სალათები განტვირთვის დღეებში და ზედმეტ წონას დაემშვიდობეთ.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

გასაკვირი არ არის, რომ ამ დესერტმა მოხიბლა მთელი მსოფლიო! დიდხანს ვეძებდი ამ რეცეპტს!

0
#post_seo_title

როგორია კლასიკური ვენური შტრუდელი ალუბლით? ეს არის მაცდური ღვთაებრივი წითელი შიგთავსი, რომლის დროსაც ალუბალი სრულ ჰარმონიაშია დარიჩინთან. თხელი ფურცლრბის მსგავსი ფენოვანი ცომი, სველი შიგთავსი და გარედან ხრაშუნა, ნაღების კარაქის მსუბუქი გემო, თავზე თოვლივით ფუმფულა თეთრი შაქრის ფენა და არომატი … გასაკვირი არ არის, რომ ამ დესერტმა მოიხიბლა მთელი მსოფლიო!

ინგრედიენტები

ალუბალი 400 გ

შაქარი 400 გ

ხორბლის ფქვილი 300 გრ

კარაქი 75 გ

სიმინდის სახამებელი 3 ს.კ.

დარიჩინი 3 ჩ.კ.

მზესუმზირის ზეთი 3 ს.კ.

ვაშლის ძმარი 0.5 ჩ.კ.

კვერცხი 1 ც.

პურის საფანელი 100 გრ

წყალი 2 ს.კ.

შაქრის ფხვნილი 3 ს.კ.

მარილი 0.25 ჩ.კ.

მომზადება

მოვამზადოთ ალუბლის გულსართი. მოვათავსოთ ალუბალი ტაფაში, მოვაყაროთ შაქარი და დარიჩინი და დაბალ ცეცხლზე 10 წუთი ვადუღოთ.

სახამებელი და წყალი ავთქვიფოთ და ალუბალს მოვასხათ, აურიეთ სანამ ალუბლის წვენი დაიწყებს გასქელებას და ალუბალი შეიძენს პრიალა ბრწყინვალებას. დაელოდეთ ალუბალი რომ გაცივდეს.

ცომის მოსამზადებლად, ფქვილში დაამატეთ მარილი, წყალი, ძმარი, მზესუმზირის ზეთი და ყველაფერი კარგად ათქვიფეთ.

ცომი გადაიტანეთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე და მოზილეთ. ცომი გლუვი და ელასტიური უნდა იყოს. მოათავსეთ ცომი თასში, დააფარეთ და გააჩერეთ მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში.

მაგიდაზე გაშალეთ სამზარეულოს პირსახოცი, მოაყაარეთ ფქვილი, მოათავსეთ ცენტრში ცომის გუნდა და დაიწყეთ ფქვილიანი ხელით პირსახოცის სიგრძეზე გათხელება, ცომი გაწელეთ, თუ ნაჩვრეტები გაჩნდება, არ არის პრობლემა, ხელის დაწოლით შეავსეთ, როცა კარგად გაათხელებთ, მოაყარეთ საფანელი, მოათავსეთ გულსართი და გადაანაწილეთ მთელ სიგრძეზე. შემდეგ გადაახვიეთ ცომი რელეტივით და ნაპირები კარგად შეუკარით.

წაუსვით შტრუდელს ზემოდან კვერცხი და გამოაცხვეთ 45 წუთის განმავლობაში, სანამ არ გახდება ოქროსფერი. დესერტს ნება დართეთ გაცივდეს და მიირთვით მინიმუმ 20 წუთის შემდეგ. მორთეთ შაქრის ფხვნილით და მიირთვით. მზა შტრუდელის შენახვა შესაძლებელია მაცივარში 3 დღის განმავლობაში.
ყველას, ვისაც უყვარს ტკბილი და მჟავის კომბინაცია, მოეწონება ალუბლის შტრუდელი. ყველაფერი გააკეთეთ რეცეპტის მიხედვით და ისიამოვნეთ გემრიელი დესერტით!

“თევზის კუდები” ვაფლის კონუსებში. ზღვის პროდუქტის ცივი კერძი კატლეტებზე მეტად მიყვარს.

0
თევზის ცივი კერძი ვაფლის კონუსებში - ქართული სამზარეულო
თევზის ცივი კერძების შესახებ მითები ხშირად გვაშინებს ჯანსაღი კვებისგან. ვნახოთ, რა არის რეალობა ვაფლის კონუსებში მოთავსებული თევზის კერძებზე.

კულინარიულ წიგნებში თევზის ცივ კერძებს ყოველთვის ცალკე ადგილი ეკავათ. “თევზის კუდები” ძალიან ორიგინალური და ჰაეროვანი კერძია, რომელსაც ჯერ კიდევ ჩვენი ბებიები ამზადებდნენ! ვაფლის კონუსები უნდა შეავსოთ თევზის ჰაეროვანი ფარშითა და ბრინჯით.

ერთგვარი პასუხია ებრაულ ფორშმაკზე, მაგრამ ქაშაყის ნაცვლად, მისი უმცროსი ნათესავი, სარდინია უკეთესია. რა თქმა უნდა, ნებისმიერი დაკონსერვებული თევზი შესაფერისია, და რაც უკეთესი იქნება მისი ხარისხი, უფრო გემრიელი იქნება თევზის კერძი.

“თევზის კუდები” ვაფლის კონუსებში

ინგრედიენტები

თევზი ზეთში 450 გ

ბრინჯი 200 გრ

კვერცხი 2 ც.

ხახვი 2 ც.

მზესუმზირის ზეთი გემოვნებით

მარილი გემოვნებით

შავი წიწაკა გემოვნებით

ვაფლის კონუსები რამდენიც გნებავთ

მაიონეზი 3 ს.კ.

მომზადება

მოათავსეთ ბრინჯი მოსახარშად. ამ ხნის განმავლობაში, წვრილად დაჭერით ხახვი და შეწვით ცოტა მცენარეულ ზეთში, სანამ ოქროსფერ შეფერილობას მიიღებს.

ჩანგლით დაჭყლიტეთ თევზი თავისივე წვენში. დაუმატეთ გაცივებული ბრინჯი და ხახვი, აურიეთ, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. ჩვეულებრივ დაკონსერვებული თევზი უკვე შენელებულია, მაგრამ ბრინჯი და ხახვი გემოს შეასუსტებს და სანელებლებიც საკმარისი აღარ იქნება.

ვაფლის კონუსები შეავსეთ ფარშით და რამდენიმე წუთით გააჩერეთ. ათქვიფეთ 2 ცალი კვერცხი და კონუსები მასში ამოავლეთ, შემდეგ კი მოათავსეთ ისინი ზეთიან ტაფაზე. შეწვით კონუსები ყველა მხარეს და გადაიტანეთ თეფშზე.

“თევზის კუდები” გააცივეთ მაცივარში და ისე მიირთვით.

ხრაშუნა ვაფლის ჭიქა იჟღინთება და გემოვნებით ნაზ ბლინს გავს. მიირთვით ლიმონის ნაჭრებთან ერთად.

პირველად რომ მოვისმინე, არ მჯეროდა. ახლა კი ვერ ველევი ამას.

0
ქართული ტრადიციული კერძები - ხაჭაპური, ხინკალი, ღვინო სუფრაზე
ქართული სამზარეულოში გავრცელებული კვების მითები ხშირად ურევს ტრადიციებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ფაქტებს. განვიხილოთ ყველაზე გავრცელებული მცდარი წარმოდგენები და რეალობა.

ჩვენ ყველა მიჩვეული ვართ, რომ ბისკვიტი ღუმელში ცხვება. ეს არის ძალიან ხანგრძლივი პროცესი, რომელიც მოითხოვს გარკვეულ კულინარიულ უნარებს და დროს. მაგრამ მე ვიცი ერთი საოცარი საიდუმლო, რომელიც გაგიადვილებთ ცხობას.  მოხარული ვიქნები გაგიზიაროთ როგორ მოვამზადოთ ბისკვიტი ქვაბში.

ფაქტობრივად, ფუმფულა ბისკვიტის გამოცხობა შესაძლებელია პირდაპირ გაზქურაზე. არ არის საჭირო თავის შეწუხება რომ მუდმივად აკონტროლოთ ცხობა.  რისკები, რომ ის ამოვა თუ არა, გაცილებით ნაკლებია.

ინგრედიენტები

კვერცხი 6 ც

შაქარი 1 ჭიქა

ხორბლის ფქვილი 1 ჭიქა

მზესუმზირის ზეთი 2 ს.კ.

მომზადება

კვერცხის ცილა ათქვიფეთ შაქართან ერთად, სანამ არ გახდება ფუმფულა. დაუმატეთ გულები სათითაოდ, განუწყვეტლივ ურიეთ. შემდეგ თანდათან დაამატეთ გაცრილი ფქვილი.

აიღეთ ფართო ემალირებული ტაფა, წაუსვით ზეთი, ჩაასხით ცომი.

მჭიდროდ დაახურეთ ტაფას თავსახური, შეახვიეთ სამზარეულოს პირსახოცით. ბისკვიტიდან ტენს შთანთქავს.

ტაფა გამანაწილებელზე დადგით პატარა ცეცხლზე. სჯობს ზემოდან რაიმე მძიმე დავადოთ.

ბისკვიტის მომზადებას დაახლოებით ერთი საათი სჭირდება. ეს ყველაფერი ქვაბზეა დამოკიდებული. მზადყოფნა შეამოწმეთ ხის ჩხირით.


სანამ თქვენს საქმეს აკეთებთ, მზადდება დელიკატური ბისკვიტი. გამოდის ფუმფულა და ჰაეროვანი. იდეალური საფუძველია ტორტისთვის. მოამზადეთ, არ ინანებთ!

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.