შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: “შეეშვით ნებისმიერ დიეტას!..” – ჯანსაღი კვების მენტორის რჩევები ექსკლუზიურად ჩვენს მკითხველს 💫
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
სიახლეებიჯანსაღი კვება

“შეეშვით ნებისმიერ დიეტას!..” – ჯანსაღი კვების მენტორის რჩევები ექსკლუზიურად ჩვენს მკითხველს 💫

"შეეშვით ნებისმიერ დიეტას!.." - ჯანსაღი კვების მენტორის რჩევები ექსკლუზიურად ჩვენს მკითხველს 💫
Logo on a green background: white rounded-square icon with the text 'ag60' inside, plus white Georgian script beneath the icon.
ავტორი
ირინა დათაშვილი
გამოქვეყნებული: სექტემბერი 13, 2025
გაზიარება
გაზიარება

Shenisupra.ge გთავაზობთ ინტერვიუს ჯანსაღი კვების მენტორთან, ლაშა კალატოზიშვილთან:

– ლაშა, რატომ გადაწყვიტეთ ჯანსაღი კვების მენტორობა?

– ჩემი ძირიდადი საქმიანობა მოიცავს ადამიანების დახმარებას წონის დაკლებაში. ჩემი ინსპირაციის წყარო ამ ინდუსტრიაში იყო ჩემი მენტორი, რომელმაც 30 კგ დაიკლო და უკვე 5 წელზე მეტია, ამ შედეგს ინარჩუნებს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ ავირჩიე ეს პროფესია – მუდმივად მქონდა წონის დეფიციტი და ვერფარით ვიმატებდი, სანამ არ დავიწყე ჯანსაღი კვება და იმაზე მეტი კალორიის მიღება, ვიდრე ვხარჯავ. ეს ყველაფერი დამეხმარა და ჯამში 13 კგ მოვიმატე. ხშირად მეკითხებიან, თუ რატომ არ ვმუშაობ წონის მატებაზე, ჭარბი წონა უფრო დიდი პრობლემა მგონია, ვიდრე წონის დეფიციტი და თან წონის მომატება ბევრად რთულია, ვიდრე დაკლება.

– რას ნიშნავს თქვენთვის ჯანსაღი კვება და რამდენად რთულია მისი დაცვა?

- Advertisement -
Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.

– ჯანსაღი კვება ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი კომპონენტია ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ნებისმიერი ახალი რაღაც, რასაც ცხოვრებაში ვიწყებთ, რთულად გვეჩვენება, თუმცა დროის გასვლასთან ერთად ეჩვევი და გიმარტივდება, რადგან ჩვენი ორგანიზმი ისეა მოწყობილი, რომ რასაც ხშირად ვაკეთებთ, ზუსტად იმას გვთხოვს… მაგალითად, თუ ხშირად შეჭამ ნაყინს ან პიცას, უფრო ხშირად მოგთხოვს ორგანიზმი, რადგან არაჯანსაღი საკვები გიტოვებს სიახლის შეგრძნებას (ამაზე “ბოროტი” მეცნიერები ძალიან ბევრს მუშაობენ), რასაც ჯანსაღი საკვები არ აკეთებს, იგივე გემო აქვს სალათის მე-17 ლუკმას, როგორც პირველს.

 რთულია, ნამადვილად და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ გარემოში გვიწევს ცხოვრება. რაც არ უნდა მოტივირებულად ვიკვებოთ სწორად, თუ ყველაზე ახლობელმა ადამიანმა, როგორიც ოჯახის წევრია, ხელი არ შეგვიწყო, დიდხანს ვერ გავაგრძელებთ, რადგან სწორი კვება მოითხოვს მოთმინებას, სისტემატიურობას და დისციპლინას. რომ შევაჯამოთ – მნიშვნელონია, შევქმნათ ისეთი გარემო, რაც ხელს შეგვიწყობს და არა პირიქით.

ჯანსაღი კვების მენტორი ლაშა კალატოზიშვილი - ინტერვიუ
– ფინანსურად რამდენად არის ჯანსაღი კვება ფუფუნების საგანი? 

–  გავრცელებული მოსაზრება, რომ “ჯანსაღი კვება ძვირია” არ შეესაბამება რეალობას. გააჩნია, ვინ როგორ გადაანაწილებს ბიუჯეტს და როგორ შეადგენს კვების რაციონს… ისიც შესაძლებელია, რომ ვიღაც არაჯანსაღად თუ იკვებება, უფრო ძვირი დაუჯდეს და პირიქით – ვიღაცამ შეიძლება ჯანსაღად და ბიუჯეტურად იკვებოს. თუ, მაგალითად, ჯანსაღ საკვებს შევადარებთ არაჯანსაღ და უხარისხო საკვებს, რომელიც ბევრად იაფია, არაჯანსაღი კვება ბევრად ბიუჯეტური გამოვა, მაგრამ თუ ჩვენთვის პრიორიტეტი ჯანმრთელობა და მეტი ენერგიაა, არჩევანი ჯანსაღ საკვებზე უნდა გავაკეთოთ. ჯანსაღი კვება საერთოდ არ იქნება ფუფუნების საგანი, თუ მცენარეულ საკვებს მივანიჭებთ უპირატესობას და მინიმუმადე დავიყვანთ ცხოველური საკვების მოხმარებას. რა თქმა უნდა, სახლში მომზადება ბევრად ბიუჯეტური და ბევრად ჯანსაღია, ვიდრე გარეთ ჭამა.

READ  როგორ გავუმკლავდეთ ემოციურ და სტრესულ ჭამას

– რა რჩე­ვას მის­ცემთ იმ ადამიანებს, ვი­საც წო­ნა­ში კლე­ბა სურს? მათ, ვინც ბევ­რი სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბა სცა­და ამისთვის, მაგ­რამ მი­ზანს მაინც ვერ მიაღწია?

- Advertisement -
Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.

– უპირველესად, ვეტყოდი იმას, რომ შეეშვან ნებისმიერ დიეტას და მიიღონ პრინციპული გადაწყვეტილება, რომ დაიწყებენ ჯანსაღ ცხოვრებას და მაქსიმალირად მოერიდებიან არაჯანსაღ საკვებს. ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ რა არ უნდა გავაკეთოთ, ვიდრე – რა უნდა გავაკეთოთ. რაც შეეხება კვების რაციონს, თუ ადამიანს არ აქვს იმის დრო და რესურსი, რომ თავად მოიძიოს ინფორმაცია ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით, საჭიროა – მიმართოს სპეციალისტს, რადგან სუპერ საოცარ ფსიქოლოგსა და ქოუჩსაც ჰყავს თავისი პირადი ფსიქოლოგი და ქოუჩი. ამით იმის თქმა მინდა, რომ ყველას გვჭირდება დახმარება, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად კარგად ვიცით ესა თუ ის საკითხი.

ჯანსაღი საკვები და სწორი კვების პრინციპები
– თქვენს ბლოგზეც რომ გვითხრათ, რთულია მისი მართვა?

– მარტივი არაა სისტემატურად სოციალურ ქსელებში აქტიურობა. სამწუხაროდ, ზოგს ჰგონია, რომ კონტენტ კრეატორები, უბრალოდ, ერთობიან, მაგრამ რეალურად ძალიან დიდ შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს ეს ყველაფერი. თუმცა როცა უკვე დიდ ხანს აკეთებ ამ საქმეს, “იმუნიტეტი” გიმუშავედება და უფრო მარტივად უმკლავდება ამ სირთულეებს. იმასაც ვიტყვი, რომ როგორც ნებისმიერ სფეროში, აქაც არაფერი გამოვა დისციპლინის გარეშე. ზოგჯერ გვიწევს, დავაძალოთ საკუთარ თავს იმის გაკეთება, რაც არ გვინდა… იმისათვის, რომ მივიღოთ ის, რაც გვინდა! აი, ზუსტად ამას ვეძახი მე დისციპლინას. ჩემი ბლოგის მართვასა და კონტენტ კრეატორობას ძალიან დიდი როლი უკავია ჩემს ცხოვრებაში.

– სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრეთ..

– სამომავლოდ ვგეგმავ, რომ შევქმნა წონის მომატებისა და კვების მენტორის კურსი,  სადაც ადამიანებს წონის კლებასთან ერთად ვასწავლი, როგორ დაეხმარონ სხვებსაც. ასევე შევქმნი გუნდს და დავასაქმებ იმდენ ადამიანს, რამდენიც საჭირო იქნება ჩემი ბლოგის განვითარებისთვის…

ავტორი: ანი დავიდიანი

იხილეთ ასევე

  • რა არის საკვების სიხარბე – როგორ გავუმკლავდეთ მას
  • მარტივი და ჯანსაღი საუზმე სულ რაღაც 10 წუთში
  • სახლში მომზადებული გრანოლა
  • ტყემალი და ალუჩა – მათი სარგებელის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ
  • როგორ გავრეცხოთ მარწყვი სწორად
READ  სწრაფი გარნირი ხორცის, ფრინველისა და თევზისთვის.
FacebookTwitter

შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები

ბრუსკეტა პომიდვრით: იტალიური კლასიკის სახლში მომზადება
როგორი უნდა იყოს სრულყოფილი სადილი -რეკომენდაციები
როგორ მოვამზადოთ ბანანისა და შვრიის ჯანსაღი ბლინები?
იცით, როგორ მოიქცეთ, თუ კერძი გადაამლაშეთ? – გაეცანით ხრიკებს დიასახლისებისთვის
რატომ არ უნდა მივიღოთ დიდი რაოდენობით შაქარი
TAGGED:დიეტაინტერვიუსწორი კვებაჯანსაღი კვებაჯანსაღი ცხოვრების წესი
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
Logo on a green background: white rounded-square icon with the text 'ag60' inside, plus white Georgian script beneath the icon.
ავტორიირინა დათაშვილი
მიჰყევით:
მთავარი რედაქტორი — რეცეპტები და ქართული სუფრის ტრადიციები. კულინარიულ თემებზე წერს 2003 წლიდან.
წინა სტატია 5 მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერება თმის ზრდისთვის 5 მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერება თმის ზრდისთვის
შემდეგი სტატია საგაზაფხულო ქათამი პარმეზანით საგაზაფხულო ქათამი პარმეზანით
2 კომენტარი
  • გამოხმაურება: ბუნებისგან შთაგონებული კედლის მხატვრობა საძინებლისთვის
  • გამოხმაურება: ქოქოსის ღრუბელი - მარტივი რეცეპტი ფაფუკი დესერტისთვის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?