შაბათი, მარტი 29, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedრა არის კვებითი აშლილობა

რა არის კვებითი აშლილობა

უწყვეტი დიეტები, კალორიების დეფიციტის შექმნა, მათი  აკვიატებული დათვლა, კვების  შემდეგ დანაშაულის გრძნობა და ცხიმების წვის ინტენსიური ვარჯიშები – სამწუხაროდ, ეს არის ბევრი გოგონას რეალობა, მათი,  ვინც ისწრაფვის იდეალური ფიგურისკენ. მაგრამ ილუზიური იდეალების კვალდაკვალ ისინი იძენენ ფსიქიკურ აშლილობას, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ჯანსაღი ცხოვრების წესთან. ფსიქოლოგი ირინა ბარბატი გვეუბნება, როგორ ამოვიცნოთ კვებითი აშლილობა და რა უნდა გავაკეთოთ ამის შესაჩერებლად.

კვებითი აშლილობა – საკვებთან არაჯანსაღ დამოკიდებულებას გულისხმობს, რომელიც ასოცირდება კვებით დარღვევებთან, არაჯანსაღ ურთიერთობასთან საკვებთან, კალორიებზე გადაჭარბებულ კონცენტრაციასთან, ასევე – სხეულსა და წონაზე. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კვებითი აშლილობის გენეტიკური მიდრეკილება, ეს აშლილობა ფსიქიკურად ითვლება. მას აქვს სხვადასხვა გამოვლინება და ფორმა.

ნერვული ანორექსია –  არის საკვების უკიდურესად მცირე დოზით მიღება, რაც იწვევს ორგანიზმის დაღლილობას. ახასიათებს სხეულის ავადმყოფური გარეგნობა. ასეთ დროს სხეულის წონა საკმაოდ მცირეა. არსებობს შინაგანი ორგანოების ფუნქციონირების დარღვევა. იგი ითვლება კვებითი აშლილობის ყველაზე რთულ და საშიშ ტიპად.

ნერვული ბულიმია  –  საკვების გადაჭარბებული მიღება, ამის დასაკომპენსირებლად კი, ღებინების ხელოვნურად გამოწვევა. ასევე,  საფაღარათო საშუალებების მიღება, მარხვა და გადაჭარბებული ვარჯიში ასევე  ნერვული ბულემიის სიმპტომებია.

კვებითი აშლილობის მიზეზები დიდწილად გაურკვეველია. არის შემთხვევა, როდესაც გენეტიკური, სოციალური, ოჯახური ფაქტორები დიდ როლს თამაშობს. საზოგადოება განსაზღვრავს ქალის სხეულის სილამაზის კანონებს. სუსტი მოდელები ამშვენებს პრიალა ჟურნალების გვერდებს. სოციალური ქსელები სავსეა საცურაო კოსტიუმებში ფოტოშოპიანი ფოტოებით ტანზე ერთი ნაოჭის გარეშე. ეს სტერეოტიპები გოგონებს უბიძგებს გააუმჯობესონ თავიანთი სხეული, მიიყვანონ ისინი იდელურთან მიახლოებულამდე. სწორედ ამ დროს იწყება საკვების შეზღუდვა, არასწორი კვების რაციონის დაცვა, რაც იწვევს მთლიანად ორგანიზმის ფუნქციონირების უკმარისობას და დარღვევას.

მკურნალობის პროცესი – კვებითი აშლილობების მართვა, იმპულსებისა და არაჯანსაღი კვებითი აშლილობები, განსაკუთრებით კი, ანორექსია, ფსიქიკურ აშლილობებს შორის ყველაზე რთულია. შესაბამისად, მათი იგნორირება განსაკუთრებით საშიშია. საბედნიეროდ, safrTxeebis მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია, თუმცა, როგორც წესი, დროს მოითხოვს, მკურნალობის გზა კი ყველა ადამიანისთვის განსხვავებულია. მაგალითად, რადგან კვებითი აშლილობები მხოლოდ საჭმელთან ასოცირებული პრობლემა არ არის და მათ უკან მწვავე ფსიქოლოგიური სტრესი იმალება, მკურნალობის მეთოდი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ კონკრეტულად რა ფაქტორებმა მიიყვანა ადამიანი ამ მდგომარეობამდე. როგორც წესი, მკურნალობისა და მართვის მეთოდები ოთხ ძირითად მიმართულებად იყოფა:

  • ინდივიდუალური ან ჯგუფური ფსიქოთერაპია;
  • სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობა;
  • ნუტრიციოლოგთან კონსულტაციები, კვების რეჟიმის გაწერა;
  • მედიკამენტები, განსაკუთრებით მაშინ, როცა პარალელურად სხვა ფსიქიკური აშლილობაც გვაქვს.
READ  „ვივო მედიქალ ჯგუფის კლინიკებმა“ საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადება დაიწყო

 

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

მარტი 28, 2025
რას ნიშნავს საათის ისრის მიმართულებით მოძრაობა და როგორ განისაზღვრა ის

რას ნიშნავს საათის ისრის მიმართულებით მოძრაობა და როგორ განისაზღვრა ის

28 მარტი 2025
იაფი და მოსახერხებელი – “ერთჯერადი” ავეჯი

იაფი და მოსახერხებელი – “ერთჯერადი” ავეჯი

მარტი 28, 2025
29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

მარტი 28, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

მარტი 27, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
პრადა ვერსაჩეს შეძენას გეგმავს? გაიგეთ დეტალები

პრადა ვერსაჩეს შეძენას გეგმავს? გაიგეთ დეტალები

მარტი 29, 2025
იტალიის საიდუმლო ტბები – კომოს უკეთესი ალტერნატივები ტურისტული ხმაურის გარეშე

იტალიის საიდუმლო ტბები – კომოს უკეთესი ალტერნატივები ტურისტული ხმაურის გარეშე

28 მარტი 2025
130 წლის შემდეგ „ნავარელი ქალი“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ბრუნდება

130 წლის შემდეგ „ნავარელი ქალი“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ბრუნდება

მარტი 29, 2025
საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის მემორანდუმი გაფორმდა — რა ცვლილებები გველოდება საბანკო სფეროში

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის მემორანდუმი გაფორმდა — რა ცვლილებები გველოდება საბანკო სფეროში

მარტი 29, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები