შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: იწვევს თუ არა ცილის ჭარბი რაოდენობით მიღება ყაბზობას
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
სიახლეებიჯანსაღი კვება

იწვევს თუ არა ცილის ჭარბი რაოდენობით მიღება ყაბზობას

იწვევს თუ არა ცილის ჭარბი რაოდენობით მიღება ყაბზობას
Logo on a green background: white rounded-square icon with the text 'ag60' inside, plus white Georgian script beneath the icon.
ავტორი
ირინა დათაშვილი
გამოქვეყნებული: ოქტომბერი 17, 2025
გაზიარება
გაზიარება

თუ მიირთმევთ მაღალცილოვან დიეტას, ძირითადად ცხოველური წარმოშობის საკვებისგან, შესაძლოა ყაბზობის პრობლემა გაგიჩნდეთ. მაგრამ ამის მიზეზი არა ცილა, არამედ ბოჭკოს ნაკლებობაა საკვებში, რომელსაც მიირთმევთ.

Contents
    • იწვევს თუ არა ცილოვანი დიეტა ყაბზობას?
    • რატომ შეიძლება გამოიწვიოს ჭარბმა ცილოვანმა პროდუქტებმა ყაბზობა?
    • როგორ უნდა აიცილოთ თავიდან ყაბზობა, თუ მაღალცილოვან დიეტას იცავთ?
  • იხილეთ ასევე

ცილა თავისთავად არ იწვევს ყაბზობას. მაგრამ ცილის ცხოველური წყაროები, როგორიცაა ხორცი და თევზი, არ შეიცავს ბოჭკოს. ზოგიერთი ადამიანისთვის ამ საკვების ჭარბი მიღების შედეგი შეიძლება იყოს ყაბზობა და შებერილობა.

იწვევს თუ არა ცილოვანი დიეტა ყაბზობას?

ცილოვანი საკვების მრავალი წყარო არსებობს, მათ შორისაა:

  • წითელი ხორცი;
  • ფრინველის ხორცი;
  • თევზი და ზღვის პროდუქტები;
  • კვერცხი;
  • პარკოსნები;
  • თხილეული;
  • რძის პროდუქტები;
  • დიეტური დანამატები

ზოგიერთი ცილოვანი საკვები, როგორიცაა თხილი და პარკოსნები, შეიცავს ბოჭკოს. დიეტური ბოჭკო არის ნახშირწყლების ტიპი. ბოჭკო შეიძლება იყოს ხსნადი ან უხსნადი და ორივე ტიპი ხელს უწყობს ნაწლავის ჯანმრთელობას. განსაკუთრებით უხსნადი ბოჭკო გეხმარებათ შეკრულობის თავიდან აცილებაში.

ცილოვანი საკვები, როგორიცაა წითელი ხორცი, ფრინველის ხორცი და თევზი, არ შეიცავს ბოჭკოს. თუ თქვენ მიირთმევთ მაღალცილოვან დიეტას, რომელიც ძირითადად ამ საკვებს შეიცავს, შეიძლება გამოიწვიოს ყაბზობა.

წყლისა და სითხის მიღება ასევე აუცილებელია ყაბზობის თავიდან ასაცილებლად.
დიეტური დანამატები, როგორიცაა ცილის ფხვნილი, ჩვეულებრივ მზადდება მცენარეული წყაროებიდან. ზოგიერთი ცილის ფხვნილი შეიცავს ბოჭკოს, მაგრამ ბევრი არა. იმის გასაგებად, თუ რას იღებთ ნებისმიერი დიეტური დანამატიდან ყოველთვის შეამოწმეთ ეტიკეტი.

რატომ შეიძლება გამოიწვიოს ჭარბმა ცილოვანმა პროდუქტებმა ყაბზობა?

პროტეინი იწვევს ყაბზობას, თუ დიეტა არ შეიცავს საკმარის ბოჭკოს და სითხეს. თუ ძალიან ბევრ ცხოველურ პროტეინს მიირთმევთ, შესაძლოა ნაკლებ ბოჭკოვან საკვებს მიირთმევდეთ.

ცხოველური წარმოშობის ცილებთან ერთად, უმჯობესია ბოჭკოებით მდიდარ საკვების მიღება, როგორიცაა ბოსტნეული და ლობიო, ან ცხოველური წარმოშობის ცილის ჩანაცვლება მცენარეული წარმოშობის ცილით.

READ  გაგაცნობთ ქართული ტრადიციული ლურჯი სუფრის ისტორიას

ცილა ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. ის უზრუნველყოფს ჯანმრთელობის მნიშვნელოვან სარგებელს. პროტეინი შეიცავს ამინომჟავებს, რაც მრავალი სასიცოცხლო პროცესისთვის არის აუცილებელი. პროტეინი ხელს უწყობს ნაყროვანების განცდის შენარჩუნებას და არეგულირებს სისხლში შაქარს, რაც შეიძლება სასარგებლო იყოს წონის დაკლებისთვის.

როგორ უნდა აიცილოთ თავიდან ყაბზობა, თუ მაღალცილოვან დიეტას იცავთ?

დააბალანსეთ თითოეული კვება, ისე, რომ მიიღოთ ბოჭკოს შემცველი საკვები ცილებთან ერთად.

ცხოველური ცილები ჩაანაცვლეთ მცენარეული ცილებით მდიდარი საკვებით.

ბოჭკო შეგიძლიათ მიიღოთ ჩიას ან სელის თესლიდან.

საკვების მიღებებს შორის აირჩიეთ მაღალბოჭკოვანი საკვები, როგორიცაა ნუში ან ხილი. გაზარდეთ სითხის მიღება.

თუ წონის დაკლებას ცდილობთ, მოერიდეთ ხილის წვენებს, რომლებიც დამატებულ შაქარს შეიცავენ.

ფიზიკური აქტივობის დონის გაზრდა ასტიმულირებს ნაწლავის ფუნქციონირებას, რაც სასარგებლოა შეკრულობის დროს.

თუ შეკრულობას თან ახლავს მუცლის ტკივილი ან ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, გულისრევა, ძლიერი შებერილობა ან ღებინება, აცნობეთ ექიმს. ასევე უნდა მიმართოთ ექიმს, თუ ყაბზობა გრძელდება 5 დღეზე მეტხანს ან არ წყდება მკურნალობის შემდეგ.

 

წყარო

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

- Advertisement -
Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.

იხილეთ ასევე

  • პროდუქტები – რომლებიც წონის კლებაში დაგეხმარებათ
  • სხეულის გასაგრილებელი საკვები – 7 პოპულარული მითი და რეალობა
  • 3 არასწორი წესი, რომელიც წონაში მატებას იწვევს
  • კომბოსტოს დიეტური სალათები
  • რა საკვები არ უნდა მიიღონ ალერგიულმა ბავშვებმა

შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები

დესერტი, რომელიც აღგვაფრთოვანებს
5 ყველაზე მავნე ტკბილეული 
სიახლე, რომელიც სეზონის ჰიტად იქცევა. მიირთვით საუზმედ ნოყიერი, სასარგებლო, დაბალკალორიული ბლინები.
Რა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა პომიდორი
კარაქი, მარგარინი და სპრედი – რა განსხვავებაა მათში
TAGGED:დიეტაკვების რჩევებისწორი კვებაჯანმრთელობაჯანსაღი კვება
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
Logo on a green background: white rounded-square icon with the text 'ag60' inside, plus white Georgian script beneath the icon.
ავტორიირინა დათაშვილი
მიჰყევით:
მთავარი რედაქტორი — რეცეპტები და ქართული სუფრის ტრადიციები. კულინარიულ თემებზე წერს 2003 წლიდან.
წინა სტატია ცომი არ არის კლასიკური, მაგრამ ძალიან ნაზი და ფხვიერია. ამ გემრიელობების გემო ჩემი სკოლის მერხზე მაბრუნებს. ცომი არ არის კლასიკური, მაგრამ ძალიან ნაზი და ფხვიერია. ამ გემრიელობების გემო ჩემი სკოლის მერხზე მაბრუნებს.
შემდეგი სტატია რა წესები უნდა დავიცვათ წყლის მიღებისას რა წესები უნდა დავიცვათ წყლის მიღებისას
1 კომენტარი
  • გამოხმაურება: დიეტოლოგების რჩევები და ჯანსაღი კვება - შენი სუფრა

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?