ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიუგემრიელესი "აფხაზურას" რეცეპტი shenisupra.ge-სგან

უგემრიელესი “აფხაზურას” რეცეპტი shenisupra.ge-სგან

უგემრიელესი “აფხაზურა” ქართული სამზარეულოს გამორჩეული კერძია და წარმოშობით საქართველოს ულამაზესი კუთხიდან – აფხაზეთიდანაა… გთავაზობთ ჩვენეულ რეცეპტს:

ინგრედიენტები:

  1. ფარში 3კგ (1,5 ძროხა, 1,5 ღორი)
  2. ნიორი 4-5 კბილი (გემოვნებით)
  3. ხახვი 3-4 ც საშუალო ზომის
  4. მწვანილი 0,5კგ სხვა და სხვა სახეობის
  5. სუნელები, ქინძი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი
  6. წიწაკა გემოვნებით
  7. მარილი გემოვნებით
  8. ძმარი, 100 გრამი
  9. ბროწეული ორი ცალი
  10. ღორის მუცლის ბადექონი

ყველა ეს ინგრედიენტი შევურიოთ ერთმანეთს ( მწვანილები, ქინძი, ოხრახუში), დავზილოთ კარგად ხელით, ბოლოს დავამატოთ ბროწეულის მარცვლები. გავაჩეროთ რამდენიმე საათი. შემდეგ მუცლის ბადე ქონში შევახვიოთ ტოლმისებურად და შევწვათ ტაფაზე. სუფრაზე მივიტანოთ ცხელცხელი.

ფოტო: gurmaniltd.ge

ავტორი: გიორგი პაპუაშვილი

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  საქართველოში რძისა და კვერცხის წარმოება შემცირდა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები