კომბოსტოს შნიცელი

0
197
#post_seo_title

კომბოსტო გემრიელი მხოლოდ სალათებში არ არის, ამას ეს რეცეპტიც ამტკიცებს. კომბოსტოს შნიცელი არომატული და ხრაშუნა გამოდის, შეუძლებელია შეხედოთ და არ მოგინდეთ მისი გასინჯვა.

კომბოსტოს შნიცელი | შენი სუფრა

მიუხედავად მისი მოთუშვისა კომბოსტო თითქმის ყველა მის სასარგებლო თვისებას ინარჩუნებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ბოსტნეული მდიდარია ვიტამინებით, ბოჭკოებით, მინერალური მარილებით, რომელიც აუცილებელია ჩვენი სხეულისათვის. აქედან გამომდინარე, კვერცხში შემწვარი კომბოსტო არ არის მხოლოდ ნოყიერი, სწრაფი და იაფი, არამედ ჯანსაღი საკვებიცაა.

კომბოსტოს შნიცელი

ინგრედიენტები:

1 პატარა კომბოსტოს თავი (1 კგ-მდე)

3 კვერცხი

საფანელი ამოსავლებად

მარილი, პილპილი გემოვნებით

მზესუმზირის ზეთი შეწვისთვის

მომზადება:

მთავარი არის კომბოსტოს სწორად დაჭრა. ნაჭრებად ისე დაჭერით, რომ არ დაიშალოს. მოაცალეთ თეთრი გული მხოლოდ ძირიდან, მთლიანად არ მოაჭრათ.

კომბოსტოს შნიცელი | შენი სუფრა

მოთუთქეთ მდუღარე მარილწყალში 5 წუთი, შემდეგ ცოტა შეაგრილეთ.

კომბოსტოს შნიცელი | შენი სუფრა

ათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ მარილი, პილპილი, ამოავლეთ კომბოსტოს დაწურული ნაჭრები ჯერ კვერცხში, შემდეგ ორცხობილას საფანელში, შემდეგ ისევ კვერცხში და შეწვით ცხიმში ტაფაზე.

კომბოსტოს შნიცელი | შენი სუფრა

შეწვით ისე, რომ ყველა მხრიდან ოქროსფერი მიიღოს.

ეხლა ეს ჩემი საყვარელი კერძია კომბოსტოს შემადგენლობით. ძალიან უხდება მწვანილი ან რომელიმე სოუსი, მაგალითად ნივრიანი არაჟნის სოუსი. ისიამოვნეთ მარტივად მოსამზადებელი გემრიელი კერძით და არ დაგავიწყდეთ გაუზიაროთ მეგობრაბს რეცეპტი.

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  გემრიელი სანახაობა -. “მშვენიერი ბაღი”. კალცონე სოკოთი და ლორით.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ