ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიჭინჭრის მომზადების ძველი და ტრადიციული ბებოს რეცეპტი ქიზიყიდან

ჭინჭრის მომზადების ძველი და ტრადიციული ბებოს რეცეპტი ქიზიყიდან

ჭინჭარი, ალბათ, ერთ-ერთი ის მცენარეა, რომელიც თავისი სუსხიანობის გამო არავის უყვარს. მისგან დასუსხული კანი ბევრისთვის ბავშვობის ცუდ მოგონებებთანაც კი ასოცირდება. მაგრამ, ალბათ, ბევრმა არც იცის, რომ ჭინჭარი არაერთ სასარგებლო თვისებას შეიცავს და მას მთელს მსოფლიოში სხვადასხვა სახით ამზადებენ. საქართველოში ყველაზე გავრცელებულად ჭინჭარს კახეთში, კონკრეტულად კი ქიზიყში ამზადებენ. ის აქ გაზაფხულის და ზაფხულის სუფრის განუყოფელი კერძია.

მისი მომზადება კი საკმაოდ მარტივია და, რაც მთავარია, ძალიან ცოტა დრო სჭირდება. ჭინჭრის მომზადების რეცეპტი ასეთია:  გარეცხვის შემდეგ, ქორფა ჭინჭრის ღეროებს მოვაცილოთ დიდი ფოთლები და ისე მოვხარშოთ. ამისთვის სულ 10-15 წუთია საჭირო. უკვე მოხარშული ჭინჭარი კარგად უნდა გადავწუროთ და მხოლოდ ამის შემდეგ შევანელოთ. უნდა მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი, ახალი ნიორი და ბოლოს მოვასხათ კახური ზეთი, მარილი გემოვნებით. ხშირად ჭინჭრის ნახარშში შოთის პურსაც ხარშავენ და ანალოგიურად ანელებენ.

როგორც ამბობენ,  ასეთი და მისი მსგავსი კერძების რეცეპტები ასობით წელს ითვლის და, შესაძლოა, შუა საუკუნეების დროიდანაც კი ამზადებენ ჩვენს ქვეყანაში.

ავტორი: გიორგი პაპუაშვილი

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  24-საათიანი მარკეტები და აფთიაქები იხურება
მსგავსი სიახლეები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

1 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები