შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: ფერმის ქათმის კვერცხი თუ სოფლის – რომელი უფრო სასარგებლოა
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
სიახლეებიჯანსაღი კვება

ფერმის ქათმის კვერცხი თუ სოფლის – რომელი უფრო სასარგებლოა

ფერმის ქათმის კვერცხი თუ სოფლის - რომელი უფრო სასარგებლოა
ნინო ბერიძე
ავტორი
ნინო ბერიძე
გამოქვეყნებული: ნოემბერი 4, 2025
გაზიარება
გაზიარება

ბევრ დიასახლისს აინტერესებს, რა თვისებები გამოარჩევს სოფლის კვერცხს მაღაზიაში შეძენილისგან, აქვს თუ არა რამე განსაკუთრებული სარგებელი და როგორ უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან?

აღსანიშნავია, რომ სოფლის ნებისმიერ მცხოვრებელს შეუძლია, კერძო მეურნეობაში გაზრდილი ქათმის კვერცხი ფერმის ქათმის კვერცხისგან გაარჩიოს, ქალაქელს კი რამდენიმე ნიუანსის გათვალისწინება მოუწევს.

დავიწყოთ იმით, რომ სოფლის კვერცხი მაღაზიებში არ იყიდება, რადგან  სავაჭრო ქსელებს მსხვილ მწარმოებლებთან მუშაობა ურჩევნიათ, რომლებსაც შეუძლიათ, წლის ნებისმიერ დროს უზარმაზარი მოცულობით შესთავაზონ. სოფლის ქათმები კი კვერცხს, უმეტესად, თბილ სეზონზე დებენ. კვერცხის დება რომ არ შეამცირონ, სოფლის მაცხოვრებლები ზამთარში ქათმებს სპეციალურ საკვებს აჭმევენ, რაც პროდუქტის ხარისხზე აისახება.

რით განსხვავდება სოფლისკვერცხი ფერმის ქათმისკვერცხისგან?

- Advertisement -
Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.

სოფლის კვერცხის გამორჩევა ფერმის კვერცხისგან შესაძლებელია რამოდენიმე კრიტერიუმით. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან ფერით, ზომით, ნაჭუჭით და სხვა მახასიათებლებით.

კვერცხის ზომა

პირველ რიგში, იმით, რომ სოფლის ქათამი კვერცხს ვოლიერებში კი არა, საქათმეში დებს. მას არ აჭმევენ სპეციალურ საკვებს, რომ კვერცხები დაახლოებით ერთი ზომის იყვნენ. სოფლის ქათამი მრავალფეროვანი საკვებით იკვებება – ნედლი ბალახი, ჭიაღუები, მარცვალი. სოფლის ზოგი ქათამი თეთრ კვერცხს დებს, ზოგი კი ყავისფერს. რაც შეეხება კვერცხის ზომას, ახალგაზრდა ფრინველის კვერცხი შედარებით მომცრო ზომისაა, მოზრდილი ფრინველისა კი – უფრო მსხვილი.

ცნობისათვის – რაც უფრო პატარაა კვერცხი, მით უფრო სასარგებლოა. ახალგაზრდა, ჯანმრთელი ფრინველის კვერცხს მკვეთრად გამოხატული წვერი აქვს და არაუმეტეს 55 გრ-ს და არანაკლებ 50 გრ-ს იწონის.

შემადგენლობა

- Advertisement -
Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.

სოფლის კვერცხი თითქმის ყოველთვის განაყოფიერებულია, რადგან მამალი, პრაქტიკულად, ყველა ოჯახს ჰყავს. ასეთი კვერცხი მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს და ადამიანის ჯანმრთელობაზე სასიკეთოდ მოქმედებს.
მაღაზიის კვერცხი განაყოფიერებული არ არის, რადგან წარმოებაში ასეთი კვერცხებს ანადგურებენ.

კვერცხის ფერი

გულის ფერს ნუ მიაქცევთ ყურადღებას კვერცხის, რადგან მეფრინველეობის ფაბრიკებმა დიდი ხანია, სპეციალური საკვების საშუალებით კვერცხის გულის ფერის შეცვლა ისწავლეს.

READ  სიტყვა "სუფრა" წარმოადგენს ეროვნულ იდენტობას - ტრადიცია თუ სოციალური ცხოვრების ცენტრი

დიახ, სოფლის კვერცხის გული ხშირად მუქია, მაგრამ არა ყოველთვის – ეს მაჩვენებელი წელიწადის დროზეა დამოკიდებული.

კვერცხის ნაჭუჭი

მაღაზიის კვერცხისგან განსხვავებით, სოფლის კვერცხის ნაჭუჭი ხაოიანია. სუნიც განსხვავებულია – სოფლის კვერცხს გაცილებით ინტენსიური სუნი და, რა თქმა უნდა, ინტენსიური გემო აქვს.

კვერცხის ნაჭუჭის გამოყენება

თქვენ წარმოიდგინეთ, რომ სოფლის კვერცხის ნაჭუჭიც კი სასარგებლოა. ის შეიცავს  კალციუმს, კალიუმს და ბევრ სხვა სასარგებლო მინერალს.

კვერცხის ნაჭუჭს თუ დაფშვნით და ლიმონის წვენთან აურევთ, ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი მინერალების შესანიშნავ კოქტეილს მიიღებთ. ლიმონი კალციუმის გამხსნელის ფუნქციას შეასრულებს და ხელს შეუწყობს ორგანიზმის მიერ კალციუმის შეწოვას.

კვერცხის ნაჭუჭის გამოყენება ქოთნის მცენარეებისთვისაც შეგიძლიათ – კვერცხის ნაჭუჭი მსხვილად დაამტვრიეთ და ნამტვრევები მიწით სავსე ქოთანში სხვადასხვა ადგილას დამარხეთ.

კვერცხის შენახვის ვადა

უმი სოფლის კვერცხი მაცივარში, დაახლოებით, ერთი თვე ინახება, მოხარშული – ორ კვირამდე, რბილად მოხარშული – 2 დღემდე. გაბზარული მოხარშული კვერცხის შესაძლებელია 4 დღე, უმის – არა უმეტეს 2 დღისა.

სააღდგომო კვერცხის შენახვის ვადა დამოკიდებულია იმაზე, რით შეღებეს: თუ კვერცხის შესაღებად ბუნებრივი საღებავი, მაგალითად, ენდრო, ხახვის ფოთოლი ან ჭარხალი გამოიყენეს, უმაცივროს მისი შენახვა შესაძლებელია 15 დღემდე. ქიმიური საღებავით შეღებილი კვერცხის შენახვა შეიძლება არა უმეტეს 2 დღისა.

კვერცხის სასარგებლო თვისებები

სოფლის კვერცხი უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, შედეგად კი აძლიერებს გარემო ფაქტორების გავლენით დასუსტებულ იმუნურ სისტემას.

უკვე დადასტურებულია, რომ სოფლის კვერცხის რეგულარული მოხმარება თავიდან აგაცილებთ თვალის პრობლემებს, მაგალითად, კატარაქტას. იმ ადამიანებს, რომლებიც სოფლის კვერცხს სისტემატურად ჭამენ, კაპილარები და მხედველობის ნერვების შესანიშნავი მდგომარეობაში აქვთ.

სოფლის კვერცხის სასარგებლო თვისებები იმით აიხსნება, რომ ოჯახურ მეურნეობაში ფრინველები სუფთა ჰაერზე იზრდებიან, მრავალფეროვანი და დაბალანსებული საკვებით იკვებებიან. რა თქმა უნდა, მეფრინველეობის ფაბრიკებში ასეთი პირობები არ არსებობს, წარმოებისთვის მთავარია მცირე დანახარჯით დიდი მოგების მიღება.

ზემოთ ნათქვამი სულაც არ ნიშნავს, რომ მაღაზიაში ნაყიდი კვერცხი ჯანმრთელობისთვის საზიანოა, თუმცა, ის ნაკლებ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს და, შედარებით, „ლაითი“ გემო აქვს.

READ  მოამზადეთ უგემრიელესი თინუსისა და სიმინდის სალათი

შეიძლება თუ არა კვერცხი ყოველდღე?

დიახ, შეიძლება – ჯანმრთელი ადამიანისთვის დღის განმავლობაში 2-3 კვერცხი დასაშვებია. მაგრამ, ექიმების რეკომენდაციით, უმჯობესია, თუ კვირის განმავლობაში 5-6 კვერცხზე მეტს არ შეჭამთ.

 

 

წყარო

 

 

 

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

იხილეთ ასევე

  • რას გულისხმობს ჯანსაᲦი კვება?
  • გთავაზობთ ორაგულის 5 მთავარ სარგებელს
  • გრეიფრუტი -რა უნდა ვიცოდეთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ
  • Როგორ ამოვიცნოთ ნამდვილი თაფლი
  • Ხილის მიღების საუკეთესო დრო, რა დროს უნდა Მიირთვათ ხილი?
FacebookTwitter

შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები

12 მარადიული სუფრის ეტიკეტი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს
როგორ მოვამზადოთ ბანანისა და შვრიის ჯანსაღი ბლინები?
ქართული ყველი – ჩვენი მენიუს შეუცვლელი პროდუქტი
რატომ უნდა მიირთვათ გრეიფრუტი?
კერძი, რომელიც ალამაზებს ნებისმიერ დიეტას! ჭამეთ სიამოვნებით, თქვენ არ მოგიწევთ ზედმეტ კილოგრამებზე ნერვიულობა!
TAGGED:კვერცხიპროდუქტებირჩევებისწორი კვებაჯანსაღი კვება
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
ავტორინინო ბერიძე
ჟურნალისტი — ჯანსაღი კვება და კვების მეცნიერება. აშუქებს დიეტებს, პროდუქტების სარგებელს, კვების უსაფრთხოებასა და ექიმების რეკომენდაციებს.
წინა სტატია აღმოსავლური ტკბილეული კონიაკის არომატით. მრავალფენიანი ტორტი “მიკადო” აღმოსავლური ტკბილეული კონიაკის არომატით. მრავალფენიანი ტორტი “მიკადო”
შემდეგი სტატია ვიღებ ჭიქა კეფირს და 10 წუთში ვამზადებ ხრაშუნა ჩხირებს. ვიღებ ჭიქა კეფირს და 10 წუთში ვამზადებ ხრაშუნა ჩხირებს.
1 კომენტარი
  • გამოხმაურება: როგორ დავამწნილოთ ბოსტნეული სწორად და სწრაფად

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?