პარასკევი, მარტი 28, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიკერძებიტრადიციული საახალწლო კერძები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში

ტრადიციული საახალწლო კერძები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში

ახალი წელი განსაკუთრებული და ტრადიციული დღესასწაულია, რომელიც სავსეა სასწაულებით, მაგიით და სიმბოლოებით. ერთ-ერთი ასეთი სიმბოლოა საახალწლო სუფრა.

ტრადიციული სადღესასწაულო სუფრა უამრავ დატვირთვას ატარებს, მთელ მსოფლიოში ადამიანებს სჯერათ, რომ სპეციალურ სადღესასწაულო საკვებს შეუძლია ახალ წელს ბედნიერება მოუტანოს და ტრადიციულად ამზადებენ ამა თუ იმ კერძებს. წარმოგიდგენთ აუცილებელ საახალწლო კერძებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან:

ამერიკის შეერთებული შტატები და ინგლისი

ინდაური ასევე ითვლება ტრადიციულ ამერიკულ კერძად, თუმცა, ინგლისურისგან განსხვავებით, ამერიკულ ინდაურს სხვანაირად ამზადებენ. ძალიან მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, ინდაური ივსება ყველა იმ პროდუქტით, რომელიც მაცივარში “იდო”. ჩვეულებრივ ეს არის ყველი, ნიორი, ქლიავი, ვაშლი, კომბოსტო, ლობიო, სოკო, სანელებლები.

 ავსტრია, უნგრეთი

ამ ქვეყნებში ფრინველის ხორცის სადღესასწაულო სუფრაზე მიტანა ცუდი ნიშანია. ცრუმორწმუნე მოსახლეობას სჯერა, რომ თუ სადღესასწაულო სუფრაზე ფრინველს მიართმევთ, მაშინ ბედნიერება შეიძლება გაფრინდეს. ტრადიციული ავსტრიული სამზარეულო მდიდარია საკუთარი დელიკატესებით. ასე რომ, სადღესასწაულო სუფრაზე აუცილებლადაა შნიცელი, შტრუდელი, ტრადიციული ავსტრიული თევზის სალათი. უნგრეთში ჩვეულებრივად მიირთმევენ სადღესასწაულო სუფრისთვის ტრადიციული ბაგელებს – ესაა ყაყაჩოსა და თხილის რულონები, რომლებიც ებრაული სამზარეულოდან გადმოვიდა.

დანია, შვედეთი

დანიელების მთავარი საახალწლო სადღესასწაულო კერძი ვირთევზაა. ეს კერძი სიმბოლოა ბედნიერების და სიმდიდრის. შვედურ სადღესასწაულო სუფრაზე მუდამ მიირთმევენ ლუტეფიქსს- ესაა თევზის კერძი, რომელიც მზადდება გამხმარი ვირთევზასგან.

გერმანია

ქაშაყი გერმანიაში სადღესასწაულო სუფრის განუყოფელ და სიმბოლურ კერძად ითვლება. ითვლება, რომ ქაშაყი აუცილებლად მოუტანს ბედნიერებას მომავალ წელს. ტრადიციული და არანაკლებ მნიშვნელოვანი კერძები სადღესასწაულო სუფრაზე არის Sauerkraut – ჩაშუშული მჟავე კომბოსტო სოსისებით, Eisbein – მოხარშული ღორის როლი და, რა თქმა უნდა, მრავალი სახეობის გერმანული ძეხვი. (თითოეულ რეგიონს აქვს თავისი სახეობა).

ისრაელი

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ისრაელი ახალ წელს სექტემბერში აღნიშნავს. იქ ხალხისთვის საახალწლო სადღესასწაულო სუფრას თავისი წესები აქვს. მთავარი წესია მწარე, მჟავე და მარილიანი საკვების მოშორება. სუფრა დაფარულია ტკბილი კერძებით. ასევე სუფრაზე, როგორც წესი, არის თაფლი, ფინიკი, ბროწეული და ვაშლი. ასევე მნიშვნელოვანია ჰალა – სადღესასწაულო ნამცხვარი, რომელსაც თაფლში ასველებენ.

READ  ტოპ 3 კერძი, რომელიც უნდა გასინჯოთ აჭარაში

ჰოლანდია, საფრანგეთი

ჰოლანდიურ სადღესასწაულო სუფრაზე აუცილებლად ნახავთ დონატებს და დამარილებულ ლობიოს – ერთ-ერთ მთავარ ეროვნულ კერძს – მხოლოდ საახალწლოდ. საფრანგეთში ტრადიციული საახალწლო სუფრა არ სრულდება შემწვარი წაბლის, ხამანწკების, ლამაზად მორთული ბატის პაშტეტის სენდვიჩების, ყველის და, რა თქმა უნდა, ფრანგული ღვინის გარეშე.

პოლონეთი

პოლონეთში საახალწლო სუფრაზე ზუსტად თორმეტი კერძია. მთავარი კი ხორცი არაა. არის სოკოს წვნიანი ან ბორში, ქერის ფაფა ქლიავით, პელმენი კარაქით, შოკოლადის ნამცხვარი… სავალდებულო კერძი თევზია. ბევრ ქვეყანაში მას ოჯახური ბედნიერებისა და კეთილდღეობის სიმბოლოდ მიიჩნევენ.

რუმინეთი, ავსტრალია, ბულგარეთი

სადღესასწაულო საახალწლო სუფრებზე წარმოდგენილ მრავალ ტრადიციულ კერძს შორის, აუცილებლად არის განსაკუთრებული ღვეზელი. მისი თავისებურება ის არის, რომ ტორტის ნაჭერში ერთ-ერთ სტუმარს აუცილებლად შეხვდება მონეტა, კაკალი, ან წიწაკის მარცვალი. აღმოჩენის ბედნიერი მფლობელი მომავალ წელს ოჯახს შექმნის.

იაპონია

30 დეკემბერს წინასადღესასწაულო სუფრაზე ყოველთვისაა მოჩია – მოხარშული ბრინჯისგან დამზადებული პატარა ნამცხვრები, რომლებსაც ხილით ამზადებენ და სეზამის მარცვლებს აყრიან. საახალწლო სადღესასწაულო სუფრაზე გრძელი ლაფშა აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი. რაც უფრო გრძელი იქნება ის, მით უფრო გახანგრძლივდება დღესასწაულში მონაწილეთა სიცოცხლე. სუფრებზე ხშირად დევს ზღვის მცენარეები, შემწვარი წაბლი, ბარდა, ლობიო, მოხარშული თევზი, ეს კომპონენტები ბედნიერების, ბიზნესში წარმატების, ჯანმრთელობის, სიმშვიდის გარანტია.

ესპანეთი, პორტუგალია, კუბა

ბევრ ქვეყანაში – ესპანეთში, პორტუგალიაში, კუბაში, ვაზი უძველესი დროიდან ითვლება სიმრავლის სიმბოლოდ და ბედნიერ ოჯახურ კერად. მაშასადამე, ამ ქვეყნების მაცხოვრებლები შუაღამისას ჭამენ თორმეტ ცალ ყურძენს – საათის დარტყმის რაოდენობის მიხედვით. ყოველ ყურძენზე იფიქრებენ სურვილს -ესაა თორმეტი სანუკვარი სურვილი წელიწადის ყოველ თვეზე.

იტალია

იტალიაში ასევე მიღებულია საახალწლო სუფრაზე ყურძნის, თხილის, ოსპის მირთმევა, როგორც დღეგრძელობის, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის სიმბოლო და გარანტი.

ბელგია

ბელგიაში ჭამენ ხბოს ძეხვს ტრიუფელთან, ღორის ხორცთან, ტრადიციულ ნამცხვარსა და ღვინოსთან ერთად.

#drpkhakadze #pitskhelauri

READ  ჯანმოს ხელმძღვანელმა სახელმწიფოებს მოუწოდა, ტესტებსა და ვაქცინებზე წვდომა უზრუნველყონ

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
როგორია არტერიული წნევის გაზომვის სწორი ტექნიკა

როგორია არტერიული წნევის გაზომვის სწორი ტექნიკა

მარტი 27, 2025
UNIKO აკადემიის ინოვაციური მიდგომა განათლებაში – ამერიკული და ბრიტანული  გამოცდილება ქართველ ახალგაზრდებს

UNIKO აკადემიის ინოვაციური მიდგომა განათლებაში – ამერიკული და ბრიტანული  გამოცდილება ქართველ ახალგაზრდებს

27 მარტი 2025
იცოდით, რომ ინტერიერის ფერები გავლენას ახდენს თქვენს მადაზე? – ჩვენ “დიდ საიდუმლოს” გაგიმხელთ

იცოდით, რომ ინტერიერის ფერები გავლენას ახდენს თქვენს მადაზე? – ჩვენ “დიდ საიდუმლოს” გაგიმხელთ

მარტი 27, 2025
თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თხილის კადასტრში ბაღების რეგისტრაციის ვადა 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდა

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თხილის კადასტრში ბაღების რეგისტრაციის ვადა 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდა

მარტი 27, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

მარტი 27, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
თმის გამაჯანსაღებელი ჭინჭრის ნიღაბი

თმის გამაჯანსაღებელი ჭინჭრის ნიღაბი

მარტი 27, 2025
12 რამ, რაც ფრენის წინ არ უნდა გააკეთოთ

12 რამ, რაც ფრენის წინ არ უნდა გააკეთოთ

27 მარტი 2025
თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება ემატება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება ემატება

მარტი 27, 2025
რა როლი აქვს ტექნოლოგიებს ქართულ სტარტაპებში

რა როლი აქვს ტექნოლოგიებს ქართულ სტარტაპებში

მარტი 27, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები