შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: გთავაზობთ ქოლესტერინის დამწევ 7 საკვებ პროდუქტს
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
სიახლეებიჯანსაღი კვება

გთავაზობთ ქოლესტერინის დამწევ 7 საკვებ პროდუქტს

გთავაზობთ ქოლესტერინის დამწევ 7 საკვებ პროდუქტს
მარიამ გოგოლაძე
ავტორი
მარიამ გოგოლაძე
გამოქვეყნებული: ნოემბერი 16, 2025
გაზიარება
გაზიარება

ქოლესტერინი არის ცხიმისმაგვარი ცვილისებრი ნივთიერება რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის, იგი გვხვდება სხეულის ყოველ უჯრედში და მონაწილეობს ისეთ მნიშვნელოვან პროცესებში როგორიცაა უჯრედული მემბრანის, სხვადასხვა ჰორმონის და D ვიტამინის წარმოქმნა, ასევე მის ფუნქციებში შედის დაზიანებული ქსოვილების აღდგენა.

სხეულში ქოლესტერინი ორი წყაროდან გამომუშავდება: ღვიძლიდან, რომელიც სრულიად საკმარის ქოლესტერინს გამოიმუშავებს ორგანიზმისთვის და საკვებიდან, რომელსაც მიირთმევთ ყოველდღიურად.

საკვები პროდუქტები ქოლესტერინის დონის შემცირებისთვის

არსებობს ქოლესტერინის ორი სახეობა რომელიც სისხლში გადადის სფერული ნაწილაკების, ლიპოპროტეინების სახით. დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები (LDL) ითვლება “ცუდ” ქოლესტერინად, რადგან შესაძლოა გაიჭედოს და დაგროვდეს დაზიანებული არტერიების კედლებზე და შეავიწროვოს სისხლის მიმოქცევა. მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები კი (HDP) ზრუნავენ რომ არტერიებში დაგროვებული ქოლესტერინი დააბრუნონ უკან ღვიძლში და გააძლიერონ გულის ჯანმრთელობა.

- Advertisement -
Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.

იმისათვის რომ აირიდოთ ორგანიზმში ზედმეტი “ცუდი” ქოლესტერინის დაგროვება გთავაზობთ რამდენიმე  პროდუქტს რომელიც გააუმჯობესებს ქოლესტერინის დონეს თქვენს ორგანიზმში:

ხილი და კენკრა

ხილი შესანიშნავი დამატებაა გულსისხლძარღვთა სისტემის გამაჯანსაღებელი დიეტისთვის, რადგან ხილი შეიცავს პექტინებს, რომელიც ქოლესტერინის დონეს ამცირებს 10%-ით.

ხილი ასევე შეიცავს ბიოაქტიურ ნაერთებს, რომლებიც ხელს უწყობენ გულის დაავადებების და სხვა ქრონიკული დაავადებების პრევენციას მათი ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო ეფექტის გამო.

განსაკუთრებით დიდი რაოდენობის პექტინებს შეიცავს ვაშლი, მსხალი, ციტრუსები, ყურძენი და სხვადასხვა კენკროვანი მცენარეები.

- Advertisement -
Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.

ბოსტნეული

ბოსტნეული უმნიშვნელოვანესი ნაწილია ქოლესტერინის დონის დარეგულირების პროცესში, რადგან იგი მდიდარია ანტიოქსიდანტებით და ბოჭკოვანი ქსოვილებით, ასევე გამოირჩევა დაბალკალორიულობით რაც ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია ჯანსაღი წონის შენარჩუნებისთვის

პექტინებით მდიდარ ბოსტნეულთაგან გამორჩეულია :

კარტოფილი
სტაფილო
ბადრიჯანი

ბოსტნეული ასევე შეიცავს მცენარეული ნაერთების მთელ რიგს, რომლებიც გვთავაზობენ ჯანმრთელობის ბევრ სარგებელს, მათ შორის გულის დაავადებებისგან დაცვას.

თევზი

ისეთი თევზების სახეობები როგორიცაა ორაგული და სკუმბრია შესანიშნავი წყაროა ორგანიზმი შეავსოთ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით.

ომეგა-3 მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინის დონის გაზრდით აძლიერებს გულსისხლძარღვთა სისტემას და ამცირებს ინსულტისა და სხვადასხვა ანთებების რისკს.

READ  ჩემი მეგობარი კვირაში ორ ასეთ დესერტს მიირთმევდა, ვერც კი მიხვდა, როგორ დაიწყო წონაში კლება

გაითვალისწინეთ რომ თევზის მომზადების საუკეთესო მეთოდია მისი მოხარშვა ან ჩაშუშვა, რათა ორგანიზმმა სრულიად აითვისოს მისი სარგებელი.

თხილეული – განსაკუთრებით კი ნუში და ნიგოზი

ნუში და სხვა თხილეული განსაკუთრებით მდიდარია L- არგინინით, ამინომჟავით, რომელიც ეხმარება თქვენს ორგანიზმს აზოტის ოქსიდის გამომუშავებაში, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს არტერიული წნევის დარეგულირებას.

უფრო მეტიც, ნიგოზი და სხვა თხილეული ორგანიზმს აწვდის ფიტოსტეროლებს. ეს მცენარეული ნაერთები სტრუქტურულად ჰგავს ქოლესტერინს და ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის შემცირებას.

თხილეულის სხვადასხვა სახეობაში ასევე გვხვდება ნივთიერებები : კალციუმი, მაგნიუმი და კალიუმი რომლებიც ამცირებენ გულის დაავადებების რისკს.

პარკოსნები

პარკოსნებს მცენარეული საკვების ჯგუფი  ძირითადად მოიცავს ლობიოს, ბარდასა და ოსპს.

პარკოსნები შეიცავენ დიდი რაოდენობით მინერალებსა და პროტეინებს, რაც საშუალებას იძლევა ჩაანაცვლოთ ზოგიერთი მარცვლეული და ხორცის პროდუქტები, რაც თავის მხრივ გამოიწვევს გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკის შემცირებას.

ლობიო და სხვა პარკოსნები ასევე კარგი საშუალებაა ჯანსაღი წონის შენარჩუნებისთვისაც.

ავოკადო

ავოკადო გამოირჩევა მასში შემავალი საკვები ნივთიერებების მრავალფეროვნებით, იგი შეიცავს ოლეინის მჟავას რომელიც ამცირებს სისხლში “ცუდი” ქოლესტერინის დონეს.

კლინიკური კვლევებით დადასტურებულია რომ ადამიანები რომლებიც ყოველდღიურად  მოიხმარდნენ ავოკადოს, გაცილებით დააბალანსეს ქოლესტერინის დონე, მათთან შედარებით ვინც არ მოიხმარდნენ.

კულინარიაში ასევე შესაძლებელია გამოიყენოთ ავოკადოს ზეთი რომელსაც აქვს დახვეწილი და ტკბილი არომატი.

შავი შოკოლადი

შავი შოკოლადი შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს რომელიც ხელს უწყობს სხეულში მავნე ქოლესტერინის რაოდენობის შემცირებას, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ შავი შოკოლადი მიირთვათ ზომიერად რადგან იგი ასევე შეიცავს ცხიმსა და შაქარს. 

გამაჯანსაღებელი ეფექტის მისაღწევად თქვენს რაციონში ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მუქი უშაქრო კაკაოს ფხვნილიც.

 

 

წყარო

 

 

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

იხილეთ ასევე

  • მოცვის სასარგებლო თვისებები – რჩევენი თქვენი ჯანმრთელობისთვის
  • ზაფხულის საუზმე – ჯანსაღი და გემრიელი იდეები
  • ტყემალი და ალუჩა – მათი სარგებელის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ
  • ინდუსტრიულად გადამუშავებული ხორცი — არ არსებობს უსაფრთხო დოზა
  • რა უნდა გაითვალისწინოთ ბადრჯნის ყიდვის დროს
READ  შინაური საშუალებები - სახლის დასასუფთავებლად

შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები

ამ კერძზე ჯერ არავის უთქვამს უარი. ნოყიერი კერძი, სადაც ჩემი საყვარელი ბოსტნეული ფანტასტიკურადაა შერწყმული ფარშთან!
კიტრი და მისი სასარგებლო თვისებები
ქართული სამზარეულო და მარილი – რატომ უნდა გადავიდეთ “ლო სალტ-ზე (Lo Salt-ზე)?
რომელ ქვეყნებში ღირს ხორცი ყველაზე იაფი
პიროტექნიკის ხმამ, შესაძლოა, ჩვილს სმენა დაუქვეითოს!
TAGGED:ბოსტნეულითევზისწორი კვებაჯანმრთელობაჯანსაღი კვება
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
ავტორიმარიამ გოგოლაძე
ჟურნალისტი — რესტორნები და კულინარიული სიახლეები. აშუქებს რესტორნებს, შეფ-მზარეულებს, კვების ინდუსტრიის ამბებსა და ტენდენციებს.
წინა სტატია მწვადი “კოკა-კოლაში” გაგისინჯავთ? ეს აუცილებლად უნდა მოამზადოთ! მწვადი “კოკა-კოლაში” გაგისინჯავთ? ეს აუცილებლად უნდა მოამზადოთ!
შემდეგი სტატია ყველაზე დახვეწილი ტორტის ოქროს რეცეპტი. ყველაზე დახვეწილი ტორტის ოქროს რეცეპტი.
1 კომენტარი
  • გამოხმაურება: რა რაოდენობის წყალი უნდა მიიღოს ორსულმა დღეში

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?