როგორ დავამზადოთ ნაღების ნაყინი შოკოლადით სახლის პირობებში

0
96
#post_seo_title

ტკბილი და გემრილი ნაყინი ბავშვებსაც უხარიათ და მოზრდილებსაც. წარმოგიდგენთ მარტივ და კლასიკურ რეცეპტს პლომბირის სახლში დასამზადებლად, რათა ის მაღაზიასთან შედარებით უფრო სასარგებლო გამოგივიდეთ. მინიმალური ინგრედიენტებით საოცარ შედეგს მიიღებთ.

ინგრედიენტები

  • 300 მლ შესქელებული რძე
  • 300 მლ ცხიმიანი ნაღები
  • 90 გ რძიანი შოკოლადი
  • ერთნაირი ქაღალდის ჭიქები
  • ხის ან პლასტიკური ჯოხები

მომზადება

  1. ნაღები ღრმა ჭურჭელში ჩაასხით და მიქსერით ერთგვაროვან მასამდე მიიყვანეთ. ამ პროცესში ის მოცულობაში 2-ჯერ უნდა გაიზარდოს.
    როგორ დავამზადოთ ნაღების ნაყინი შოკოლადით სახლის პირობებში | შენი სუფრა
  2. ნაღებს პარალელურად შესქელებული რძე უმატეთ.
    როგორ დავამზადოთ ნაღების ნაყინი შოკოლადით სახლის პირობებში | შენი სუფრა
  3. მიღებული მასა კომფორტულ ჭურჭელში გადაიტანეთ.
    როგორ დავამზადოთ ნაღების ნაყინი შოკოლადით სახლის პირობებში | შენი სუფრა
  4. შოკოლადი წყლიან ჭურჭელში ან მიკროტალღურ ღუმელში დაადნეთ.
    როგორ დავამზადოთ ნაღების ნაყინი შოკოლადით სახლის პირობებში | შენი სუფრა
  5. ყველა ჭიქა დამდნარი შოკოლადით გაავსეთ. ნელ-ნელა გაანაწილეთ ის ჭიქების კედლებზე. დარჩენილი შოკოლადი უკან გადაასხით, მხოლოდ ჭიქების კედლებზე უნდა დარჩეს შოკოლადის ფენა.
    როგორ დავამზადოთ ნაღების ნაყინი შოკოლადით სახლის პირობებში | შენი სუფრა
  6. ჭიქები საყინულეში 10 წუთით მოათავსეთ.
    როგორ დავამზადოთ ნაღების ნაყინი შოკოლადით სახლის პირობებში | შენი სუფრა
  7. გაავსეთ ისინი ნაყინით, თიტეულ მათგანში ჩადეთ ჯოხი და საყინულეში 5 საათით ან მთელი ღამით დატოვეთ.
    როგორ დავამზადოთ ნაღების ნაყინი შოკოლადით სახლის პირობებში | შენი სუფრა
  8. გამოღებისას ნელა მოახიეთ ქაღალდის ჭიქა.
    როგორ დავამზადოთ ნაღების ნაყინი შოკოლადით სახლის პირობებში | შენი სუფრა
  9. გემრიელი დესერტი თქვენს ფულს აუცილებლად დაიპყრობს.
    როგორ დავამზადოთ ნაღების ნაყინი შოკოლადით სახლის პირობებში | შენი სუფრა
  10. არაა აუცილებელი დაამზადოთ შოკოლადი. შეგიძლიათ ნაღებისა და შესქელებული რძის მასა გაყინოთ და ხილით ან სიროფით მორთოთ.

 

 

მასალის გამოყენების პირობები
READ  გაფრთხილებთ: ამ ცხარე დანამატის საშუალებით, შეიძლება თითებიც კი შემოგეკვნიტოთ!