2024 წლის დეკემბერში რუსულ მზესუმზირის ზეთის საექსპორტო გადასახადი სამჯერ – 27,9-დან 88,7 დოლარამდე იზრდება.
იმპორტირებული ზეთის თითქმის 85% რუსეთზე მოდის, გამორიცხული არ არის, რომ დეკემბრიდან ზეთზე ფასი ქართულ ბაზარზეც გაიზარდოს.
რაც შეეხება არსებულ მაჩვენებელს, საქართველოში 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში მზესუმზირის ზეთის იმპორტი 12.7%-ით გაიზარდა. კერძოდ, 10 თვეში ქვეყანაში 40.194 მლნ დოლარის ღირებულების 38 030 ტონა ზეთი (ერთი ლიტრის ღირებულება გადასახადების გარეშე 1.05 დოლარი) შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 35.661 მლნ დოლარის 32 871 ტონა (1 ლიტრი – 1.1 დოლარი).
ამასთან, საქართველომ წელს შედარებით მცირე მოცულობით მზესუმზირის ზეთი იყიდა – უნგრეთში, თურქეთში, იტალიასა და ა.შ.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები