ჯანსაღი დესერტი ხაჭოსა და კისელისგან
მოამზადეთ ჯანსაღი დესერტი ძალიან ბიუჯეტურ ფასად. დიდი ალბათობით, თქვენც მოგეწონებათ ეს დელიკატური მუსი. მისი მომზადება წარმოუდგენლად მარტივია, ამასთანავე არის ჯანსაღი და გემრიელი.
დაგჭირდებათ:30 გ. მშრალი კისელი პაკეტით, 100 გ. არაჟანი, 200 გ. ხაჭო, 10 გ. ჟელატინი, 80 გ. შაქარი, 200 მლ. წყალი.
მომზადების წესი: მშრალი კისელი გახსენით ცხელ წყალში. კოვზით კარგად აურიეთ და გააციეთ. მიიღებთ ბლანტ სქელ მასას. სანამ კისელი ცივდება, ჟელატინს დაასხით ცოტა წყალი, დაელოდეთ მის გაფუებას. შემდეგ დაამატეთ დანარჩენი წყალი. ათქვიფეთ ბლენდერით ხაჭო, არაჟანი და შაქარი. ამ მასას შეურიეთ ჟელატინი და კისელი. დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გადაიტანეტ ჭურჭელში და შედგით მაცივარში, სანამ კარგად არ გაცივდება. მზა მუსი მორთეთ სურვილისამებრ.
https://www.bbc.co.uk/food/recipes
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები