ფორშმაკი ცხიმის გარეშე. დელიკატური გემო, საუკეთესო კომბინაცია, იდეალურია წონის დაკლების მსურველთათვის!

0
186
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

ძველ კულინარიულ წიგნებში, ფორშმაკი ცხლად გვხვდება პოლონურ, გერმანულ და სკანდინავიურ სამზარეულოებში. დღეს კი ეს კერძი შედის ცივი კერძების სიაში და სწორედ მას ეწოდება კლასიკური.

ფოფშმაკი კლასიკურ რეცეპტში კარაქი გამოიყენება, ჩვენ კი ის ავოკადოთი ჩავანაცვლეთ – ასე უფრო გემრიელი და სასარგებლოა.

ინგრედიენტები:

400 გრ ქაშაყი

2 ც ავოკადო

3 კვერცხი

0,5 ც ხახვი

2 ჩ.კ. ლიმონის წვენი

მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება:

მოხარშეთ 3 კვერცხი. თევზის ფილე გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში კვერცხთან ერთად.

ფორშმაკი ცხიმის გარეშე. დელიკატური გემო, საუკეთესო კომბინაცია, იდეალურია წონის დაკლების მსურველთათვის! | შენი სუფრა

გათალეთ ავოკადო, გაჭერით შუაზე, მოაცილეთ კურკა და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში.

ფორშმაკი ცხიმის გარეშე. დელიკატური გემო, საუკეთესო კომბინაცია, იდეალურია წონის დაკლების მსურველთათვის! | შენი სუფრა

შემდეგ ასევე გაატარეთ ხახვი.

დაუმატეთ მასას ლიმონის წვენი, მარილი, პილპილი და კარგად მოურიეთ.

ფორშმაკი ცხიმის გარეშე. დელიკატური გემო, საუკეთესო კომბინაცია, იდეალურია წონის დაკლების მსურველთათვის! | შენი სუფრა

ინგრედიენტებს კლასიკურ რეცეპტში ჭრიან წვრილად, მაგრამ ეს დიდ დროს წაგართმევთ. ამიტომ ხორცსაკეპ მანქანაში მათი დაფქვა უფრო მოსახერხებელია და მარტივი.

შეგიძლიათ ამ მასით შეავსოთ ტარტალეტკები, ან წაუსვათ პურს ან ტოსტებს. ეს გახლავთ ძალიან სასარგებლო კერძი, რომელიც სადღესასწაულო სუფრასაც დაამშვენებს. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  იტალიური ტრადიციული კერძიდან ქართულ ნიგვზიან ბადრიჯნამდე!

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ