შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: “ჩემი დღე დილის 8 საათზე იწყება იოგით, ვარჯიშით… გურული ბიჭები არიან ყველაფრის საწყისი”- ინტერვიუ ტატიანა კვეკვესკირთან -Tatiana’s Kitchen 🌸
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
ექსკლუზივისიახლეებიქართული სამზარეულო

“ჩემი დღე დილის 8 საათზე იწყება იოგით, ვარჯიშით… გურული ბიჭები არიან ყველაფრის საწყისი”- ინტერვიუ ტატიანა კვეკვესკირთან -Tatiana’s Kitchen 🌸

"ჩემი დღე დილის 8 საათზე იწყება იოგით, ვარჯიშით... გურული ბიჭები არიან ყველაფრის საწყისი"- ინტერვიუ ტატიანა კვეკვესკირთ
Logo on a green background: white rounded-square icon with the text 'ag60' inside, plus white Georgian script beneath the icon.
ავტორი
ირინა დათაშვილი
გამოქვეყნებული: სექტემბერი 28, 2025
გაზიარება
გაზიარება

სოციალურ ქსელებში პოპულარული Food ბლოგერი Tatiana’s Kitchen – ტატიანა კვეკვესკირი ,,შენისუფრას” მკითხველს თავისი კულინარიული ბლოგის ისტორიას უზიარებს, თუ როგორ გადაიქცა ოჯახური ყოველდღიურობა მის საყვარელ საქმიანობად. ასევე, დამწყებ ბლოგერებს წარმატების მისაღწევად გულწრფელ რჩევას აძლევს:

– თქვენ შესახებ გვიამბეთ, რამდენი ხანია, რაც კულინარიულ სფეროში ხართ და რატომ გადაწყვიტეთ ბლოგერობა?

– 4 წელია, რაც ეს ბლოგი მაქვს. ყველაფერი პანდემიის რთულ პერიოდში დაიწყო, როდესაც ძალიან მოწყენილობა იყო. ჩემი ბიჭებიც ჩავრთე ამ საქმეში, ლოგო და გვერდი შემიქმნეს. პროფესიით თარჯიმან-რეფერენტი ვარ, შესაბამისად, ძალიან ბევრს ვმოგზაურობ… თავიდან facebook-ზე კულინარიული ჯგუფები მხვდებოდა, მომწონდა ფოტოებსა და რეცეპტებს, რომ დებდნენ. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ასე ვთქვათ, ჩემი პირველი დიდი მოგზაურობა იყო, როდესაც დაახლოებით 4 თვე ვიყავი სხვადასხვა ქვეყანაში: ინდოეთში, ნეპალსა და ბანგლანდეშში. აი, ამ დროს ინდურმა საჭმელებმა და სურნელმა გადამრია, რაღაც სასწაული იყო!

– შეიძლება ითქვას, რომ თქვენმა პროფესიამ იმოქმედმა კულინარიულ ბლოგზე?

- Advertisement -
Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.

– დიახ,  ხელი შემიწყო. ინდური სამზარეულოთი აღფრთოვანებული ვიყავი, რომ ჩამოვედი სუნელებიც კი ჩამოვიტანე, რაღაც სასწაული იყო. გადავიყვანე მთელი ჩემი ოჯახი ინდურ კვებაზე… მათთვის სიახლე იყო და ძალიან მოსწონდათ ეს ყველაფერი. ჩემი პირველი შთაგონება ინდოეთი იყო. შემდეგ სხვა ქვეყნებიდანაც ჩამომქონდა სიახლეები. რეცეპტებს ვერ მივყვები, იმ გაგებით, რომ დროც არა მაქვს, ინტუიციით ვხვდები, რომ ჩემებურად შემიძლია შევურიო ერთით ნაკლები კვერცხი, რძე თუ არაჟანი, ასე ვთქვათ – ჩემებური ვერსიები მიყვარს.

– რთულია თქვენთვის ეს საქმიანობა? რა წინაღობები გხვდებათ?

– არა, ნამდვილად არ არის რთული. ძალიან საინტერესოა. თან ისე დაემთხვა, რომ ვიდეოების ჩაწერა რომ დავიწყე, ხალხი ძალიან დაინტერესდა. თავიდან ვერ ვახმოვანებდი, დროის უქონლობის გამო. მერე უკვე ცოტა დრო რომ მომეცა, დავიწყე ვიდეოებზე ჩემი ხმის დადება, რაც უფრო მოსწონს მაყურებელს, ,,სიმღერები არ დაგვანახოო” – ესე მეუბნებიან ხოლმე. იცით, რა არის, ეს ჩემი საყვარელი საქმიანობაა, ჰობია და თანაც შვილებზე ზრუნვაცაა. ჩემ შვილებს ძალიან უყვართ მრავალფეროვანი საკვები. დღეს რომ შეჭამენ, იმას ხვალ აღარ განიხილავენ, სიახლე უნდათ. ეს ყველაფერი რაღაც ჰარმონიულად აეწყო.

READ  საშაურმე OK-ს სალმონელოზის შემთხვევა: რა ვიცით დღეს

– რა არის თქვენთვის ინსპირაციის წყარო?

– ჩემი დღე დილის 8 საათზე იწყება იოგით, ვარჯიშით, პილატეზე დავდივარ, იქვე არის სუპერმარკეტი და ვარჯიშის დროს მოფიქრებული ახალი იდეებისთვის პროდუქტებს გამოვიყოლებ ხოლმე, რომ ბიჭებს გავასინჯო. ხშირად ერთვებიან ისინიც… ძალიან გვიყვარს აგარაკზე სიარული და ოჯახურად ამ საქმეში ერთობლივად ჩართვა. ახლა, ბოლოს რომში ვიყავი 3 თვის წინ, ძალიან დამაინტერესა და ერთ-ერთ რესტორანში ვთხოვე შეფს, რომ თუ შეიძლებოდა მასტერკლასი ჩაეტარებინა, დამთანხმდა და გავიარე პიცისა და ტირამისუს მასტერკლასი. აღფრთოვანებული ვარ, მთელი ცხოვრება ვჭამდი რაღაც არასწორ პიცას, იტალიური პიცა ყოფილა სულ სხვა რაღაცა. კი მიწერენ ხოლმე 24 საათი როგორ შეიძლება ცომს ელოდო, უნდა ელოდო, თურმე მეტიც… საოცრება ყოფილა ნამდვილი პიცა. ტირამისუ ხო საერთოდ!… ყველა ჩემი ახლობელი ძალიან შეეჩვია და როდესაც მირეკავენ, მეუბნებიან, ტირამისუ მოგვიმზადე და მოვდივართო…

- Advertisement -
Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.

– ხშირად ახსენებთ ხოლმე თქვენს ვიდეოებში და ახლაც ახსენეთ თქვენი გურული ბიჭები, თქვენთვის რამდენად რთულია გურული ბიჭების გემოებთან ,,მორგება”?

– მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩემი გურულები არიან ყველაფრის საწყისი და რა თქმა უნდა, ბუნებრივიცაა – მათთვის ვარსებობ. გურულები კი არიან, მაგრამ მეგრულ სამზარეულოზე არიან გაზრდილები. ვერ წარმოუდგენიათ, რომ კვირა ისე გავიდეს, ღომი არ იყოს ან ელარჯი სახლში. დედა მეგრელი მყავს, რომელსაც ჯადოსნური ჩუანი – ღომის ქვაბი აქვს, რომელიც, ალბათ, ჩემზე უფროსია და დედაჩემი მთელი ცხოვრებაა ,,უვლის”… ამოგვიტანს ხოლმე, ღომს მოგვიმზადებს და ბიჭებს ამ ,,რიტუალის” გარეშე ვერ წარმოუდგენიათ. ასე, რომ მეგრულ სამზარეულოზე არიან ჩემი გურულები გაზრდილები.

– დამწყებ Food ბლოგერებს რას ურჩევთ, როგორ მიაღწიონ ამ საქმიანობაში წარმატებას?

– ხშირად ვუყურებ ხოლმე დამწყებ ბლოგერებს, ვფიქრობ, რომ უნდა იყვნენ ბუნებრივები, ორიგინალურები. სხვისი რეცეპტების კოპირება არ იქნება მათი წარმატებისთვის კარგი. აი, რაღაცას რომ ვაკეთებ, მთელ სულს და გულს ვდებ და ჩემებურად ვაკეთებ, ყველას უნდა ჰქონდეს ის ,,ჩემებური”, ორიგინალობა.

READ  “გიორგის მამიდამ დამარწმუნა, რომ დიდ წარმატებას მივაღწევდი” – ნანუკა ჟორჟოლიანი და გიორგი ფხაკაძე ციცინო შურღაიასთან სტუმრად, ბავშვობას იხსენებენ (ვიდეო)

– თქვენ სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრეთ…

– ახლა კიდევ მოგზაურობა მიწევს და გადავწყვიტე, რომ სადაც წავალ, რაღაცის მასტერკლასი აუცილებლად გავიარო. თავიდანაც, ინდურ რესტორნებში რომ ვხვდებოდი, ვეკითხებოდი, თუ როგორ ამზადებნენ და მაინც და მაინც არ უყვარდათ პასუხი, მაგრამ სანამ კერძის შემადგენლობას ბოლომდე არ გამოვკითხავდი არ ვეშვებოდი, ბოლოს შემიყვანდნენ სამზარეულოში და მანახებდნენ პროცესს. სანამ ჩემსას არ მივაღწევ და სიახლეებს არ ჩამოვიტან ხოლმე, ვერ ვისვენებ!…

ავტორი: ანი დავიდიანი

იხილეთ ასევე

  • ქართული ღვინის წარმატება დიდ ბრიტანეთში
  • არომატული და ხრაშუნა ჭარხალი ბერძნულად – ტრადიციული რეცეპტი
  • 4 საუკეთესო ყველი მაღალი წნევისთვის
  • რომელი სასმელი შევარჩიოთ სადღესასწაულო სუფრისთის
  • ბანანის მრავალმხრივი გამოყენება
FacebookTwitter

შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები

გვაკამოლე – მარტივად და გემრიელად სახლში
წიწაკა ინარჩუნებს სურნელს და წვენს ღუმელში. ვამზადებ მხოლოდ ამ გზით. ეს კერძი ამ შემოდგომის უპირობო ჰიტია.
თუ ორი შვილი გყავთ, ეს საძინებლის იდეა თქვენთვისაა
უმი თუ მოხარშული – როგორი ბოსტნეული უფრო სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის
მარტივი ყაბაყის ჩიფსები
TAGGED:ბლოგერიექსკლუზივიინტერვიუქართული სამზარეულოშენი სუფრა
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
Logo on a green background: white rounded-square icon with the text 'ag60' inside, plus white Georgian script beneath the icon.
ავტორიირინა დათაშვილი
მიჰყევით:
მთავარი რედაქტორი — რეცეპტები და ქართული სუფრის ტრადიციები. კულინარიულ თემებზე წერს 2003 წლიდან.
წინა სტატია ქოქოსიანი ხილის სალათი ანანასით მარწყვით და ბანანით ღია თასში მოთავსებული მოამზადეთ უგემრიელესი ხილის სალათი ქოქოსით
შემდეგი სტატია კაკაოს ფასმა მაქსიმუმს მიაღწია კაკაოს ფასმა მაქსიმუმს მიაღწია
1 კომენტარი
  • გამოხმაურება: ლუკმის მოსმენა - ნინო თარხნიშვილის მინიატურა ჭამაზე

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?