ორშაბათი, ოქტომბერი 28, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიმარილი და მისი ფუნქცია ადამიანის ორგანიზმში

მარილი და მისი ფუნქცია ადამიანის ორგანიზმში

მარილი არის უბრალოდ ორი მინერალის ნაერთი, ეს არის ნატრიუმი და ქლორი, და ორივეს ძალიან ფუნდამენტური ფუნქციები აქვთ ორგანიზმში.

ნატრიუმი საჭიროა იმისთვის რომ ორგანიზმმა შეინარჩუნოს სითხის ბალანსი და ზედმეტი სითხე არ დაკარგოს.

თუ თქვენ დაკარგავთ ზედმეტ წყალს, ერთი მხრივ წნევა ძალიან დაეცემა, იმიტომ რომ უბრალოდ სისხლის მოცულობა შემცირდება და მეორე მხრივ, ორგანიზმში სითხესთან ერთად გადაადგილდება მინერალები და შესაბამისად გამოფიტებით სხვადასხვა მინერალებისგანაც,

მინერალებს რა თქმა უნდა უამრავი ფუნქცია აქვთ ორგანიზმში, ეს იქნება ვთქვათ ენერგიის წარმოება, კუნთების შეკუმშვა-მოდუნების ფუნქციის გამართულად მუშაობა, მათ შორის გულის შეუფერხებლად მუშაობა, დაძინება, უჯრედების შექმნა, ძვლების გამაგრება, იმუნიტეტის გაძლიერება და ა.შ.

ამიტომ თუნდაც ძალიან ბევრ მინერალს იღებდეთ საკვებიდან ან თუნდაც დანამატის სახით, თუ არ მიიღებთ საკმარის მარილს, უბრალოდ ისევე გამოიდევნება მინერალები ორგანიზმიდან როგორც მიიღეთ.

რაც შეეხება ქლორს, ამ მინერალს ბევრად ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ხოლმე თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია. ზოგადად კუჭში გვაქვს და უნდა გვქონდეს ძალიან ძლიერი მჟავა, რომელიც გვეხმარება საკვების მონელებაში და ამ საკვებიდან ნივთიერებების შეთვისებაში.

 

არის ჰიდროქლორიდის მჟავა ანუ ორგანიზმს ჭირდება ქლორი რომ აწარმოოს ეს მჟავა. მეორენაირად საერთოდ მარილმჟავასაც ეძახიან.

თუ თქვენ არ გექნებათ საკმარისად ძლიერი მჟავა კუჭში, ძალიან გაგიჭირდებათ საჭირო ნივთიერებების შეთვისება, მათ შორის განსაკუთრებით ცილების, ამინოჟავების და მინერალების, ისევ და ისევ.

თუ მაგალითად სწრაფად წამოდგომის დროს თვალებში გიბნელდებათ, ეს არის უკვე სერიოზული სიმპტომი რომ მარილი აკლია ორგანიზმს. ასევე მარილის ნაკლებობით შეიძლება იყოს გამოწვეული: ენერგიის ნაკლებობა, თავის ტკივილი, სისუსტე, კუნთების სპაზმი, იმუნიტეტის დასუსტება, ძილის პრობლემები, საკვების მოუნელებლობა და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს სიმპტომები შეიძლება სხვა ნივთიერებების ნაკლებობამ ან რაიმე სხვა პრობლემამ გამოიწვიოს, თუმცა იგივენაირად შეიძლება უბრალოდ არასაკმარისი მარილის ბრალი იყოს.

მარილი და მისი ფუნქცია ადამიანის ორგანიზმში

კალციუმი, მაგნიუმი და მარილიც არის უმნიშვნელოვანესი თქვენი ძვლების სიჯანსაღისთვის და უბრალოდ იმიტომ რომ თქვენ საკმარის მარილს არ იღებთ, ეს ავტომატურად ფიტავს თქვენს ძვლებს, კბილებს და ა.შ.

რამდენი მარილი უნდა მივიღოთ დღეში? მე ვიტყოდი რომ მარილის მინიმალური დღიური დოზა არის 1 ჩაის კოვზი, თუმცა სხვადასხვა სიტუაციიდან გამომდინარე შეიძლება უფრო მეტი მარილიც დაგჭირდეთ.

წყარო

 

 

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
8 საუკეთესო საუნა ოსლოში

8 საუკეთესო საუნა ოსლოში

27 October, 2024
ცდებში რევოლუციური შედეგები აჩვენა – შექმნეს კიბოს ვაქცინა ძაღლებისთვის

ცდებში რევოლუციური შედეგები აჩვენა – შექმნეს კიბოს ვაქცინა ძაღლებისთვის

ოქტომბერი 28, 2024
სინოპტიკოსების პროგნოზით, პირველ ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

სინოპტიკოსების პროგნოზით, პირველ ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

28 ოქტომბერი 2024
3 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

3 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 28, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
“არ დააბეზღო ბავშვი მშობელთან. პირიქით, მის თვალში აამაღლე. მშობელი გაოცებული უნდა დარჩეს, თურმე როგორი ყოფილა და არ ვიცოდიო…” – შალვა ამონაშვილი მასწავლებლებს

“არ დააბეზღო ბავშვი მშობელთან. პირიქით, მის თვალში აამაღლე. მშობელი გაოცებული უნდა დარჩეს, თურმე როგორი ყოფილა და არ ვიცოდიო…” – შალვა ამონაშვილი მასწავლებლებს

28 ოქტომბერი 2024
ჯავახეთის ეროვნული პარკი საქართველოში ერთადერთი დაცული ტერიტორიაა, სადაც სეირნობისას შესაძლოა ფლამინგოებს გადაეყაროთ

ჯავახეთის ეროვნული პარკი საქართველოში ერთადერთი დაცული ტერიტორიაა, სადაც სეირნობისას შესაძლოა ფლამინგოებს გადაეყაროთ

ოქტომბერი 28, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

ოქტომბერი 25, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები