საქართველოში მიმდინარე წლის იანვარ-მაისში 4.005 მლნ დოლარის ღირებულების ხახვი შემოვიდა იმპორტზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ხახვის იმპორტი 24%-ით არის შემცირებული. უფრო კონკრეტულად, 2023 წლის 5 თვეში ქვეყანაში 5.276 მლნ დოლარის ხახვია იმპორტირებული.
2024 წელს ხახვის ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები საქართველოში ყაზახეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და უზბეკეთი იყო.

Sheni Network
რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს, 2024 წლის 5 თვეში ქართული წარმოების ხახვის ექსპორტი 69%-ით შემცირდა. საანგარიშო პერიოდში 22 560 დოლარის ხახვის გავიდა ადგილობრივ ექსპორტზე, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 72 250 დოლარის.
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniSupra.ge. რომელია ხახვის ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები საქართველოსთვის [Internet]. თბილისი: Shenisupra.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 აგვ 27]. ხელმისაწვდომია: https://shenisupra.ge/%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%98/
shenisupra.ge


