დაიცავით ოჯახის წევრები ზედმეტი კონსერვანტების და ქიმიური არომატიზატორების მიღებისგან და მარტივად მოამზადეთ იოგურტი სახლში.
იოგურტი ყველასათვის საყვარელი დესერტია, გთავაზობთ მის მომზადებას სახლში.
დაგჭირდებათ: შაქარი, კეფირი, ხაჭო, ხილი (ნებისმიერი)
მომზადების წესი: მოათავსეთ ბლენდერში კარგად გარეცხილი, დაჭრილი ხილი (ნებისმიერი სახეობის). ჩაამატეთ ხაჭო, შაქარი სურვილისამებრ და კეფირი. გათქვიფეთ სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ, გადაიტანეთ ჭურჭელში და შედგით მაცივარში. გააცივეთ და გემრიელად მიირთვით.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები