ოთხშაბათი, ივლისი 30, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიჭინჭრის მომზადების თიანური რეცეპტი არჩილ გამზარდიასგან ექსკლუზიურად "შენისუფრისთვის"

ჭინჭრის მომზადების თიანური რეცეპტი არჩილ გამზარდიასგან ექსკლუზიურად “შენისუფრისთვის”

გთავაზობთ ჭინჭრის კერძის მომზადების თიანურ ვარიანტს ანალიტიკოს არჩილ გამზარდიასგან… ცნობისთვის, გამზარდიას თიანეთში კარგად მოვლილი ბაღი აქვს და საკუთარი ხელით მოყვანილ ხილ-ბოსტნის მადისაღმძვრელ ფოტოებს ხშირად გვიზიარებს სოციალური ქსელით. ახლა კი ჭინჭრის მომზადების თიანური რეცეპტი გამზარდიასგან:

“ვკრეფ ჩემს ეზოში ჭყინტ ჭინჭარს. ვტოვებ მხოლოდ ზედა 2-3 წყვილი ფოთლის ნაწილს, მცირე ფოთლებს და იმასაც კუთხეებს ვაცლი. ვხარშავ…

ვკრეფ ჩემივე მოყვანილი ნივრის მწვანე ღეროებს. ვშუშავ მწვანე ხახვის თავებს. ჩავუმატებ ჩათუთქულ ჭინჭარში, ჩავუმატებ ნივრის დაჭრილ მწვანე ფოთლებს. მარილი გემოვნებით.

ვაკეთებ მჭადს. ვასხამ თიანურ ჟიპიტაურს. ვადიდებ უფალს და ვაყოლებ ჭინჭარს.

ზოგჯერ ცოტა მეტ წვენს ვუტოვებ, ჩავყრი დატეხილ ჭადს და წვნიანივით მივირთმევ.

ან ვწურავ საწურეში, მშრალად. ვაკეთებ ხინკლიდ ცომს და ვაკეთებ ჭინჭრის ხინკალს.

აი, ასე. 🙂

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  12 ელეგანტური აქცენტის სავარძელი, რომელიც თქვენს კომფორტს განაპირობებს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები