ბოჭკო გვხვდება მცენარეული საკვების იმ ნაწილებში, რომლებსაც ჩვენი ორგანიზმი ვერ იწოვს და ვერც ამუშავებს. სხვა საკვები კომპონენტები, როგორიცაა ცხიმები, ცილები, ან მარტივი ნახშირწყლები – სწრაფად შთაინთქმება ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ. უჯრედისი კი ხელუხლებლად გადის კუჭში, წვრილ ნაწლავში, მსხვილ ნაწლავში და ერთგვარ გამწმენდ ფუნქციას ითავსებს.
ბოჭკო კლასიფიცირდება ორ ტიპად – ხსნადი და უხსნადი.
- ხსნადი ბოჭკო – ეს ტიპი მარტივად იხსნება წყალში, რის შემდეგაც წარმოიქმნება გელისმაგვარი მასალა. მას დიდი წვლილი შეაქვს გლუკოზის დონის შემცირებაში. გარდა ამისა, თუ ნახავთ ქოლესტერინის დამწევ 7 საკვებს, აღმოაჩენთ, რომ ყველა მათგანი მდიდარია უჯრედისით. ხსნადი ბოჭკო გვხვდება შვრიაში, ბარდაში, ვაშლში, ციტრუსებში, სტაფილოში, ქერში, ლობიოში.
- უხსნადი ბოჭკო – ეს ტიპი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის გასუფთავებას. ამიტომ სასარგებლო მათთვის, ვისაც ხშირად აქვს ყაბზობა, ან სხვა მსგავსი გართულებები. მთლიანი ხორბლის ფქვილი, ხორბლის ქატო, თხილი, ბოსტნეული, როგორიცაა ბრიუსელის კომბოსტო, მწვანე ლობიო და კარტოფილი, უხსნადი ბოჭკოების კარგი წყაროა.
ხსნადი და უხსნადი უჯრედისის რაოდენობა განსხვავდება სხვადასხვა მცენარეულ საკვებში. ჯანმრთელობისთვის ყველაზე მეტი სარგებელი რომ მიიღოთ, მიირთვით ბოჭკოვანით მდიდარი საკვების ფართო არჩევანი.
#drpkhakadze #gochadze #shenisupra
მასალის გამოყენების პირობები