ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგირძიანი ჩაის მომზადების წესი და სასარგებლო თვისებები

რძიანი ჩაის მომზადების წესი და სასარგებლო თვისებები

რძინაი ჩაის კომბინაცია საერთაშორისოდ აღიარებული და ცნობილია, როგორც დიდი ბრიტანეთის ტრადიციული სასმელი. ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ რომ  მისი მომზადება მარტივია, რადგან რძიანი ჩაი ეს არის ნებისმიერ ჩაის ტიპს დამატებული რძე, თუმცა მის სწორად მომზადებას შესაბამისი მითითებები სჭირდება.

თითოუელ ჩაის მისთვის დამახასიათებელი განსხვავებული გემო აქვს. მაგალითად ბურთულებიან ჩაი ტკბილი და კრემიანია, ბრიტანული ჩაი კი უფრო ძლიერი. რძეს ძირითადად შავ ჩაიში, განსაკუთრებით ბრიტანულში, იყენებენ, რაც აბალანსებს შავი ჩაის სიმწარეს, შემოაქვს კრემის გემო და ხდის უფრო გლუვს. რძის დამატება შესაძლებელია როგორც ცხელი, ასევე ცივი ჩის შემთხვევაში.

გარდა იმისა, რომ რძიან აის აქვს სასიამოვნო გემო, ის ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. ჩაი მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და სხვა სამკურნალო თვისებებით, რაც თქვენს ორგანიზმს მუდამ კარგ მდგომარეობაში აყენებს.

რძიანი შავი ჩაი დაგეხმარებათ:

იმუნიტეტის გაძლიერებაში
ენერგიის მომატებაში
საჭმლის მონელების სისტემის გაუმჯობესებაში
კანისა და თმის სიჯანსაღეში

 

რძიანი ჩაის სახლში მომზადება ძალიან მარტივია. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ მარტივი რეცეპტი მის მოსამზადებლად.

 

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ჭიქა წყალი
  • 2 ჩაის კოვზი შავი ჩაი ან 1 ჩაის პაკეტი
  • 1 ჩაის კოვზი ყავისფერი შაქარი ან თქვენთვის ალტერნატიული დამატკბობელი
  • ¼ ჭიქა სასურველი რძე

მომზადების წესი:

პირველ რიგში მოადუღეთ სუფთა, წყაროს ან გაფილტრული წყალი
ფინჯანში მოათავსეთ ჩაი პაკეტი, დაახსით ადუღებული წყალი და დაელოდეთ 5 წუთი. რაც უფრო დიდი ხნით დატოვეთ ჩაის პაკეტს ჭიქაში,მით უფრო ძლიერ ჩაის მიიღებთ. დიდი ხნით ნუ გააჩერებთ, რადგან ჩაი შესაძლოა ძალიან მწარე გახდეს
დაამატეთ შაქარი და მოურიეთ სანამ შაქარი არ გაიხსნება
თავდაპირველად, ერთი წვეთი რძე ჩაასხით. რაოდენობა დაარეგულირეთ თქვენი გემოვნების მიხედვით, რძე ჩაამატეთ იქამდე, სანამ სასურველ ფერს და კონსისტენციას არ მიიღებთ.
კიდევ ერთხელ მოურიეთ, შემდეგ კი დაბრძანდით და გემრიელად მიირთვით.
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები