შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: ქართული სუფრის ტრადიცია საშემსრულებლო ხელოვნებაა – ბლოგი, რომელიც ყველა ქართველმა უნდა ნახოს
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
სიახლეებიქართული სამზარეულო

ქართული სუფრის ტრადიცია საშემსრულებლო ხელოვნებაა – ბლოგი, რომელიც ყველა ქართველმა უნდა ნახოს

ქართული სუფრის ტრადიცია საშემსრულებლო ხელოვნებაა - ბლოგი, რომელიც ყველა ქართველმა უნდა ნახოს
ნინო ბერიძე
ავტორი
ნინო ბერიძე
გამოქვეყნებული: დეკემბერი 1, 2025
გაზიარება
გაზიარება

ქართული სუფრა – ტრადიცია წარმოადგენს ქართული საზოგადოების ყოველდღიური კულტურის ნაწილს. ის სოციალური პრაქტიკა და ქართული ყოფის შემადგენელი ნაწილია, რამაც განაპირობა ამ მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის დღემდე შენარჩუნება.

ქართული სუფრის ტრადიცია ასევე წარმოადგენს საშემსრულებლო ხელოვნებას. სუფრის შემადგენელი ნაწილია პოეტური დეკლამაცია, სიმღერა და ცეკვა. სუფრის პროცესი აღვივებს ურიერთპატივისცემის, თანასწორობის, ღირსების გრძნობას.

სუფრის ტრადიცია მომდინარეობს ქართველი ერის ისტორიულ -კულტურულ წარსულიდან.განასხვავებენ სარიტუალო (ლხინისა და ჭირის, სადღესასწაულო-სალხინო და ა.შ,) და საერო პურობას.

სუფრის ტიპოლოგია საზოგადოების ყოფა-ცხოვრებასა და ტრადიციებს ეფუძნება. მისი შემადგენელია სუფრის ეტიკეტი, პურობის რიგითობა, სანახაობითობა, თამადობისა და სადღეგრძელოების კულტურა, სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია. ქართული სუფრის კულტურა მოიცავს სუფრის სამზადისს, სუფრის დაწყებას, განვითარებას, კულმინაციას და სუფრის დასრულებას.

 

ქართული სუფრა სრული გაშლილობით - ტრადიციული კერძები და ღვინო
ქართული სუფრა

ქართული სუფრის წარმოშობის დათარიღება საკმაოდ ძნელია, რადგან ამ კულტურის ფესვები საუკუნეების სიღრმეში მიდის. ვანში, 2006 წელს აღმოჩენილი ბრინჯაოს მცირე ზომის ქანდაკება ძველი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნეს განეკუთვნება. მინიატურული ზომების მიუხედავად, მამაკაცის ქანდაკება ყანწით ხელში თანამედროვე თამადის ისტორიულ წინაპრად არის მიჩნეული. სუფრის სამზადისში მონაწილეობენ ქალბატონები და მამაკაცები, რომლებიც ამზადებენ წინასწარ შერჩეულ კერძებს. სუფრის ეტიკეტი გულისხმობს თამადის, მერიქიფის (ღვინის სასმისების შევსებაზე პასუხისმგებელი) და სხვა დამხმარე პერსონალის განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებს, სადღეგრძელოების თანმიმდევრობას, მომზადებული კერძების სუფრაზე შემოტანის რიგითობას, სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობის შესაძლებლობას, ლხინის სუფრაზე გართობას (ლექსი, შაირი, კაფიობა, ცეკვა, სიმღერა, თამაშობები). სამგლოვიარო სუფრა 2 საათამდე გრძელდება (ისმევა 7-9 სადღეგრძელო). ლხინისა და სხვა სუფრები შეიძლება 4-5სთ და მეტიც გაგრძელდეს. სუფრა ღიად თუ ფარულად, მონაწილეობს ჩვენი ყოფის თითქმის ყველა საფეხურზე, დაწყებული დაბადების სიხარულიდან, დამთავრებული გარდაცვალების რიტუალამდე.

თამადა ყანწით ხელში - ქართული სუფრის ტრადიცია

პურობა იწყება სუფრის წარმმართველის – თამადის არჩევით. თამადა წარმოთქვამს სადღეგრძელოებს, რომელთა თანმიმდევრობა სუფრის ტიპზეა დამოკიდებული: რწმენა, ოჯახი, სამშობლო და წინაპრები ქართული სუფრის უცვლელი თემებია. სადღეგრძელოებს თამადის შემდეგ რიგ-რიგობით წარმოთქვამენ სუფრის წევრები და აგემოვნებენ ღვინოს. განსხვავებული სასმისით (ყანწი, ბადია, თასი, რელიქვიური სასმისი) ისმება განსაკუთრებული სადღეგრძელოები და ხელიდან ხელში გადაეცემა სუფრის წევრებს. სუფრის მსვლელობის დროს თამადა სუფრის წევრს “ალავერდს”- სადღეგრძელოს თქმის უფლებას” გადასცემს. მიმღები განავრცობს სადღეგრძელოს და სხვას გადასცემს. ასეთი წესრიგი სუფრის წევრებს ერთიანი პროცესის შემოქმედათ აქცევს. 

READ  ქართული ღვინის სახეობები და მათი შეხამება ტრადიციულ კერძებთან

სადღეგრძელოები გაჯერებულია ლექსებით, მოგონებებით, იუმორით, მსჯელობით. სუფრის მსვლელობისას მღერიან, ცეკვავენ, შაირობენ… (გამონაკლისია სამგლოვიარო სუფრა). სუფრის ეტიკეტი ქალბატონების მიმართ გასაკუთრებულ მოპყრობას გულისხმობს, რაც სადღეგრძელოებში, სიმღერებსა თუ ზეპირსიტყვიერებაში გამოიხატება. დასასრულს, თამადა ადღეგრძელებს მასპინძელ ოჯახს და მადლობას უხდის დიასახლისს, ხოლო სუფრის წევრები წარმოთქვამენ თამადის და ყველაწმინდას სადღეგრძელოს. თამადა პატივცემული და განსაკუთრებულად დაფასებული პიროვნებაა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, თემში, სოფელში ცნობილი არიან თამადები, რომლებსაც სუფრის წარმართვისათვის სპეციალურად იწვევენ ოჯახებსა თუ სარიტუალო დაწესებულებებში. ისტორიამ გაზეთ ივერიაში (მე-19სკ) ასეთი ჩანაწერიც კი შემოგვინახა: „ბახუტაშვილს თამადობის 50 წლის იუბილე გადაუხადეს“.

წყარო

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #sheniekimi #shenisofeli #shenisupra #sheniambebi #sheniinterieri #shenihoroskopi #sheniganatleba #accreditationge #shenidasveneba

 

იხილეთ ასევე

  • ქართული სამზარეულო – საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ტრადიციული კერძებისა და სასმელების ერთობლიობა
  • 21 სექტემბერს ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღინიშნება
  • ყველაფერი რაც ყველის შესახებ უნდა ვიცოდეთ
  • ხორცის გალღობის ხერხები
  • აჭარული ხაჭაპური – ტრადიციული რეცეპტი და დაუვიწყარი გემო
FacebookTwitter

შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები

- Advertisement -
Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.
თებერვლის ბაღის კალენდარი: რა სამუშაოები დაგველოდება გაზაფხულამდე
საფრთხის შემცველი დაკონსერვებული საკვები
ნუ ენდობით საკვების ამ 8 მავნე მითს!
გაყინულ პელმენში სალმონელა აღმოაჩინეს – სურსათის ეროვნული სააგენტო გვაფრთხილებს ‼️
მოამზადეთ ტოლმა, ვაზის ფოთოლში
TAGGED:გიორგი ფხაკაძეტრადიციატრადიციული კერძებიქართული კერძებიქართული სამზარეულო
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
ავტორინინო ბერიძე
ჟურნალისტი — ჯანსაღი კვება და კვების მეცნიერება. აშუქებს დიეტებს, პროდუქტების სარგებელს, კვების უსაფრთხოებასა და ექიმების რეკომენდაციებს.
წინა სტატია მხოლოდ სამი ინგრედიენტი და ამ ტკბილეულთან ერთად იგრძენით ზეციური სიამოვნება! მხოლოდ სამი ინგრედიენტი და ამ ტკბილეულთან ერთად იგრძენით ზეციური სიამოვნება!
შემდეგი სტატია ეს ფრანგული ბრიოშია, მაგრამ ჩემთვის გემრიელი ფუნთუშა. ჩემს ოჯახში ყველას უყვარს! ეს ფრანგული ბრიოშია, მაგრამ ჩემთვის გემრიელი ფუნთუშა. ჩემს ოჯახში ყველას უყვარს!
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?