გარემოზე ზემოქმედების გარდა, პალმის ზეთი, ასევე, გახდა ჯანმრთელობის პრობლემა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) და სხვა ჯანდაცვის ორგანიზაციებმა გამოთქვეს შეშფოთება პალმის ზეთში გაჯერებული ცხიმების მაღალი შემცველობის გამო.
პალმის ზეთის მაღალ ტემპერატურაზე დამუშავებამ შეიძლება გამოიწვიოს პოტენციურად მავნე ნაერთების წარმოქმნა, როგორიცაა აკრილამიდი და გლიციდოლი. აკრილამიდი კლასიფიცირებულია, როგორც ადამიანის სავარაუდო კანცეროგენი, ხოლო გლიციდოლი ითვლება პოტენციურ გენოტოქსიურ კანცეროგენად. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაერთები არ არის მხოლოდ პალმის ზეთში და გვხვდება სხვა დამუშავებულ საკვებშიც, მათი არსებობა კიდევ უფრო ამძაფრებს სიტუაციას.
კვლევები, რომლებიც პალმის ზეთის ქოლესტერინის დონეზე ზემოქმედების დასადგენად ჩატარდა მიუთითებს, რომ ასაკთან ერთად გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაჩენის რისკი იზრდება, ამიტომ პალმის ზეთის მოხმარებისას უნდა გავითვალისწინოთ ასაკი, გადატანილი და ქრონიკული დაავადებები.
პალმის ზეთი არ შეიცავს ტრანს ცხიმებს, მაგრამ ის მდიდარია გაჯერებული ცხიმებით, რაც ნიშნავს, რომ მას შეუძლია გაზარდოს არაჯანსაღი ქოლესტერინი და გულის დაავადებების ალბათობა.
ჩვეულებრივი პალმის ზეთი ჯანსაღია, მაგრამ არა ისეთი, როგორც მცენარეული ზეთები, როგორიცაა ზეითუნის ზეთი. ზოგიერთი კვლევა ამბობს, რომ პალმის ზეთის, ზომიერად მიღება, არ ზრდის გულის დაავადების რისკს; სხვები ამბობენ, რომ ეს შეიძლება უკავშირდებოდეს გულის დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს. ჯანმო-ს მონაცემების მიხედვით, საჭიროა მეტი კვლევა ამ თემაზე.
დამუშავებულ საკვებში გამოსაყენებლად პალმის ზეთის მომზადებასთან დაკავშირებულმა კვლევამ ეს ზეთი პოტენციურად კიბოს გამომწვევ დამაბინძურებელს დაუკავშირა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზეთი გაცხელდება ძალიან მაღალ ტემპერატურაზე 200 გრადუს ცელსიუსზე ან 392 გრადუს ფარენჰეიტზე.
იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთი კვლევა იმის შესახებ, არის თუ არა პალმის ზეთი ჯანსაღი, პოტენციურად მიკერძოებულია, შესაძლებელია, რომ პალმის ზეთი მავნე იყოს თქვენთვის – ან შეიძლება ჰქონდეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა ეფექტები, რომლებიც მომხმარებლებმა არ იციან. ჯანმო-ს კვლევაში ავტორები წერენ: „მტკიცებულებების სადავო ბუნება მიუთითებს პალმის ზეთის მოხმარების ჯანმრთელობაზე ზემოქმედების დამოუკიდებელი, ყოვლისმომცველი კვლევების აუცილებლობაზე“. ამ კვლევის შედეგები გაურკვეველს ხდის პალმის ზეთი კარგია თუ ცუდი.
მიუხედავად იმისა, რომ პალმის ზეთის გამოყენებას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წარმოების გარემოზე ზემოქმედების გათვალისწინება, ისევე როგორც ნებისმიერი პოტენციური ჯანმრთელობის საფრთხე გადაჭარბებული მოხმარებით. თუ პალმის ზეთზე დამზადებული საკვების მირთმევას გადაწყვეტთ, მნიშვნელოვანია დაიცვათ ზომიერება.
არსებობს, ასევე, ჩვეულებრივი თხევადი პალმის ზეთიც, რომელსაც ბოთლებში ასხამენ, მასში არ არის საშიში ცხიმები. ეს ისეთივე მცენარეული ზეთია, რომლის გამოყენებაც საკვებში სავსებით შესაძლებელია.
თუ მის ფასეულობაზე ვისაუბრებთ, აუცილებლად კაროტინოიდების დიდი შემცველობით უნდა დავიწყოთ, რომლებიც ძლიერ ანტიოქსიდანტებს წარმაოდგენენ, ამაგრებენ თმებს და ჭიმავენ კანს. ის Е და А ვიტამინების დიდ რაოდენობას შეიცავს.
მასალის გამოყენების პირობები