ორშაბათი, ნოემბერი 11, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedრა თავისებურებებით გამოირჩევა ქართული ნაციონალური კვება

რა თავისებურებებით გამოირჩევა ქართული ნაციონალური კვება

ტრადიციული ქართული რაციონისთვის დამახასიათებელია:

  1. სურსათის მრავალფეროვნება;
  2. კერძების მომზადების შედარებით სწრაფი მეთოდები;
  3. მთელი წლის განმავლობაში ცხარე და არომატული სანელებლების დიდი ოდენობით გამოყენება, როგორც საუზმეზე, ისე სადილზე და ვახშამზე;
  4. ხშირი და უხვი გამოყენება ყველისა, რომლის რძემჟავური შემადგენლობაც ძლიერ მრავალფეროვანი და სპეციფიკურია;
  5. თხილისა და კაკლის გამოყენება როგორც წვნიანი კერძებისთვის, ისე სალათების, ხორცის, თევზის ნამზადისა და საკონდიტრო ნაწარმისთვის;
  6. ასევე მთელი წლის განმავლობაში გამოყენება ცოცხალი მწვანილისა და მცენარეული უჯრედისით მდიდარი ფოთლოვანი ბოსტნეულისა, რომლებიც დიდი ოდენობით შეიცავს მინერალებს, რკინას, ფოსფორს, ვიტამინებს, ეთერზეთებს, ამინომჟავებს, ფრუქტოზას და სხვა (მეცნიერთა დიდი ნაწილი ქართველთა დღეგრძელობას სწორედ მწვანილებით მდიდარი ქართული სამზარეულოთი ხსნის);
  7. ცივ კერძებში მჟავე კენკრისა და ხილის, მათ შორის – მაყვლის, ტყემლისა და პომიდვრის დიდი ოდენობით გამოყენება;
  8. ქართულ სუპებში ბოსტნეული თითქმის არ არის. მის ადგილს უმეტესად იკავებს კვერცხი, სიმინდისა და ხორბლის ფქვილი, ამიტომ ქართული წვნიანი კერძი ყოველთვის გაცილებით სქელია, გემრიელია, მრავალფეროვანი გემო აქვს და ადვილი მოსანელებელია.
  9. ცხარე სანელებლების უხვი გამოყენება (წითელი წიწაკისა და ნივრის გამოყენების მხრივ ქართველები რეკორდსმენები არიან);
  10. ღვინის, არყისა და სხვა სახის ალკოჰოლური სასმელების ფართო ასორტიმენტი და უხვი სმა.

ყველაფერი ეს მეტად გემრიელი და სასარგებლოა, მაგრამ ვინაიდან ჩვენი რელიგიური და კულტურული ტრადიციები არ გვიკრძალავენ ხორცის, თევზის, რძის ნაწარმის, ხილისა და ბოსტნეულის, სანელებლებით შეკაზმული, ნიგვზიანი და თხილიანი კერძების ერთდროულ გამოყენებას, დღესასწაულის დღეებში, როდესაც ყველა ქართული ოჯახი ეროვნული კერძებისა და სადილების მრავალფეროვნებით იწონებს თავს, ნაირ-ნაირი საკვების არარაციონალურ და არათანმიმდევრულ მიღებას ხშირად საკმაოდ ნეგატიური შედეგები – კუჭ-ნაწლავის ფუნქციათა მოშლისა და მიძინებული ქრონიკული დაავადებების გამოღვიძება-გამწვავება მოჰყვება.

 

წყარო

 

 

 

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
იტალიის ამ ქალაქებს საუკეთესო ცენტრალური ქუჩა აქვთ

იტალიის ამ ქალაქებს საუკეთესო ცენტრალური ქუჩა აქვთ

8 November, 2024
ვიდეო მასალა ადამიანის პაპილომა ვირუსის შესახებ

ვიდეო მასალა ადამიანის პაპილომა ვირუსის შესახებ

ნოემბერი 11, 2024
VIDEO: სიზმრად ნანახი მომავალი საქმრო და სიყვარულის ისტორია ფშავიდან

VIDEO: სიზმრად ნანახი მომავალი საქმრო და სიყვარულის ისტორია ფშავიდან

11 ნოემბერი 2024
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეარჩიოთ ალუმინის რადიატორი სახლისთვის

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეარჩიოთ ალუმინის რადიატორი სახლისთვის

ნოემბერი 11, 2024
„ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ფიქსირდება“ – გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

„ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ფიქსირდება“ – გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

ნოემბერი 11, 2024
ჩინეთის მავალმა შორეულ წარსულში მარსზე არსებული ოკეანის კვალს მიაგნო

ჩინეთის მავალმა შორეულ წარსულში მარსზე არსებული ოკეანის კვალს მიაგნო

8 ნოემბერი 2024
12 ნოემბრამდე საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება

12 ნოემბრამდე საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება

ნოემბერი 8, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ისტორია მოკლე კაბებიდან ჩადრამდე

ისტორია მოკლე კაბებიდან ჩადრამდე

ნოემბერი 9, 2024
ევროპის საუკეთესო სტუდენტური 4 ქალაქი

ევროპის საუკეთესო სტუდენტური 4 ქალაქი

11 ნოემბერი 2024
კახა ჯაგაშვილის კვარტეტი — ჯაზის საღამო კლუბ 1984-ში

კახა ჯაგაშვილის კვარტეტი — ჯაზის საღამო კლუბ 1984-ში

ნოემბერი 11, 2024
Notion – პლატფორმა დიდი ბიზნესებისთვის, რომელსაც ორგანიზაცია პროდუქტიულობის ახალ დონეზე მიჰყავს

Notion – პლატფორმა დიდი ბიზნესებისთვის, რომელსაც ორგანიზაცია პროდუქტიულობის ახალ დონეზე მიჰყავს

ნოემბერი 11, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები