შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: ქართული ბრენდი, მინერალური წყლის “დედოფალი”, რომლის ისტორია 2000 წელს ითვლის
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
სასმელებისიახლეებისხვა-ამბებიქართული სამზარეულო

ქართული ბრენდი, მინერალური წყლის “დედოფალი”, რომლის ისტორია 2000 წელს ითვლის

ქართული ბრენდი, მინერალური წყლის "დედოფალი", რომლის ისტორია 2000 წელს ითვლის
Logo on a green background: white rounded-square icon with the text 'ag60' inside, plus white Georgian script beneath the icon.
ავტორი
ირინა დათაშვილი
გამოქვეყნებული: სექტემბერი 22, 2025
გაზიარება
გაზიარება

ადგილწარმოშობის დასახელება „ბორჯომი“

„მინერალური წყლების დედოფლად“ წოდებული ბორჯომი ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატულ-ნატრიუმიანი წყალია ძალზე მაღალი მინერალიზაციით.

„ბორჯომის“ ისტორია თითქმის 2000 წელს ითვლის. ამ ხეობაში არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ქვისა და ხისგან გაკეთებული რამდენიმე აუზი და აბანო აღმოჩნდა. როგორც ჩანს, იმ დროს ბორჯომის წყალს სწორედ აბაზანებისთვის იყენებდნენ. თუმცა, აკადემიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა დაასაბუთა, რომ უძველეს დროში მინერალური წყალი, თავისი უნიკალური თვისებების გამო, სასმელადაც გამოიყენებოდა.

სხვა მინერალური წყლებისგან განსხვავებით, „ბორჯომი“ მიწის ზედაპირზე ამოსვლამდე გაცივებას ვერ ასწრებს და მოედინება თბილი (34-41°C), გზადაგზა ბუნებრივად იფილტრება, განიცდის მინერალიზაციას და 60 სხვადასხვა ქიმიური ელემენტით მდიდრდება, რაც მის შემადგენლობას უნიკალურს ხდის. მინერალური წყალი საჭმლის მომნელებელი სისტემის, ნაღვლის ბუშტის, თირკმლისა და სხვა ორგანოების სამკურნალოდ გამოიყენება.

- Advertisement -
Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.

XVI საუკუნის ბოლომდე „ბორჯომს“ მოსახლეობა აქტიურად მოიხმარდა, თუმცა ხშირი შემოსევებისა და ნგრევის შედეგად ბორჯომის ხეობა დაცარიელდა და სამკურნალო წყლებიც დიდი ხნით დავიწყებას მიეცა.

1825 წლის გაზაფხულზე რუსეთის იმპერიის ხერსონის გრენადერთა პოლკი ბორჯომში განთავსდა. ერთხელ ჯარისკაცებმა მდინარე „ბორჯომულას“ მარჯვენა სანაპიროზე ნაპრალიდან ვერტიკალურად ამომავალი წყარო აღმოაჩინეს. თბილი წყაროს წყალი პოლკის წევრებმა საკუთარ თავზე გამოცადეს კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა დაავადებების დროს, წყლის უნიკალური თვისებები მყისვე გამოჩნდა და შედეგმა იმდენად განაცვიფრა ყველა, რომ ბრძანება გაიცა, წყარო ქვებით შემოეღობათ და მის ახლოს პატარა ქოხი აეშენებინათ. პოლკის ხელმძღვანელი პოლკოვნიკი პოპოვი პირველი ადამიანი იყო, რომელმაც თავის ახლობლებს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ამ წყაროს წყლის დალევა ურჩია. 1841 წლისთვის „ბორჯომის“ მინერალური წყლების საოცარი თვისებები რუსეთში მთავარი სასაუბრო თემა გახდა. კურორტის და თავად წყლის უდავო ღირსებებს მაღალი შეფასება მისცა რუსეთის იმპერატორმაც, რომლის ბრძანებით 1892-1895 წლებში ლიკანში მავრიტანული სტილის ვილა რომანოვების სასახლე აშენდა.

მინერალური წყალი „ბორჯომის“ საბადო მდებარეობს საქართველოში, ქალაქ ბორჯომში მდინარე მტკვრის ვიწრო ხეობაში, აჭარა-თრიალეთის ნაოჭა სისტემის ცენტრალურ ნაწილში. ბორჯომის წყალი დედამიწის ზედაპირზე ამოდის 8-10 კილომეტრის სიღრმიდან, ბუნებრივი ნახშირორჟანგის აირის მეშვეობით. ის შეიცავს სტრონციუმს, ფტორს, იოდსა და ბორს. ბორჯომის წყალში არ ფიქსირდება ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, პესტიციდები, პოლიქლორბიფენილები, ნავთობპროდუქტები და პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები.
ბორჯომი მოიხმარება, როგორც სასმელი წყალი სამკურნალო და სუფრის მინერალური წყლის ფუნქციით.

READ  ფაქტები, რომელიც 2023 წელს, მედიცინის ისტორიაში პირველად მოხდა

მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელება „ბორჯომი“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2012 წლის 22 თებერვალს.

წყარო: საქპატენტი

- Advertisement -
Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.

იხილეთ ასევე

  • სასარგებლოა თუ არა ღამით რძის დალევა?
  • რა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა კარტოფილი
  • ჩირეული და მისი სასარგებლო თვისებები
  • ქართული სამზარეულო – საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ტრადიციული კერძებისა და სასმელების ერთობლიობა
  • რა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა ისპანახი

შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები

ლაიფ ჰაკი -როგორ დავანთოთ ბუხარი ეკონომიურად
კარტოფილი და მისი 6 მთავარი ღირსება
დილის ყავა – გთავაზობთ მოამზადოთ ყავა სანელებლებით
რატომ გახდა სავალდებულო ისევ ნიღბების ტარება
12 მარადიული სუფრის ეტიკეტი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს
TAGGED:სასარგებლოტრადიციაქართული ბრენდიჯანმრთელობა
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
Logo on a green background: white rounded-square icon with the text 'ag60' inside, plus white Georgian script beneath the icon.
ავტორიირინა დათაშვილი
მიჰყევით:
მთავარი რედაქტორი — რეცეპტები და ქართული სუფრის ტრადიციები. კულინარიულ თემებზე წერს 2003 წლიდან.
წინა სტატია ქართული ნუში ხის თოვლივით ფურცლებზე - ტრადიციული ქართული ნუშის მოსავალი ნუში -შესაძლოა გაიაფდეს
შემდეგი სტატია მადისაღმძვრელი სალათა, რომელიც სწრაფად და მარტივად მზადდება მადისაღმძვრელი სალათა, რომელიც სწრაფად და მარტივად მზადდება
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?