შაბათი, მარტი 29, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedრატომ არის მოცვი უმნიშვნელოვანესი თქვენი ჯანმრთელობისთვის

რატომ არის მოცვი უმნიშვნელოვანესი თქვენი ჯანმრთელობისთვის

ოდესმე გაგისინჯავთ მოცვი? მოგწონებიათ მისი გამორჩეულად მკვეთრი მოტკბო-მომჟავო გემო? თუ ასეა, მაშინ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ უფრო მეტად მოგეწონებათ, როდესაც შეიტყობთ თუ რა საოცარ კენკრასთან გვაქვს საქმე. მათთვის, ვისაც არასოდეს გაუსინჯავს ეს არაჩვეულებრივი საკვები და ასევე მათთვის, ვინც უკვე კარგად იცნობს, შემოგთავაზებთ პატარა შესავალს, სანამ უშუალოდ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მის საოცარ თვისებებზე ვისაუბრებთ.

მოცვი არის ხილი, რომელიც მიეკუთვნება Vaccinium-ის გვარს. ყველაზე მეტად ცნობილია გარეული მოცვი ანუ დაბალი მოცვი, რომლის მეცნიერული სახელწოდებაა Vaccinium angustifolium და მაღალბუჩქოვანი ლურჯი მოცვი ე. წ. Vaccinium corymbosum. საქართველოში გავრცელებულია მისი 4 სახეობა: მთის მოცვი ((Vaccinium myrtillus), წითელი მოცვი (Vaccinium vitis-idea), ლურჯი მოცვი და კავკასიური მოცვი.

რა სარგებლობა მოაქვს მოცვს ჯანმრთელობისთვის:

აფრხებს სიბერის პროცესს

გარდა გენეტიკური ფაქტორებისა, რასაც აშკარაა, რომ წინ ვერ აღვუდგებით, უნდა განვიხილოთ თავისუფალი რადიკალების ნეგატიური გავლენა ორგანიზმზე, როგორც სიბერის ხელშემწყობ ძირითად ფაქტორზე. ამ შემთხვევაში მოცვი ჩვენთვის იმედის სხივია, რათა რაც შეიძლება დიდხანს დავრჩეთ ახალგაზრდა და მომხიბვლელი – ეს სუპერსაკვები ანტიოქსიდანტების რაოდენობით პირველ ადგილს იკავებს, ეს ძირითადად ლურჯი ფერის პიგმენტ ანტოციანინის წყალობით ხდება, რომელიც გარდა მაღალი ანტიოქსიდანტური თვისებისა იცავს მხედველობის ნერვს დეგენერაციული პროცესებისგან.

ვიტამინი C სიუხვე ასევე, კიდევ ერთი მტკიცებულებაა მოცვის სიბერის საწინააღმდეგო თვისების ეფექტურობისა – ხელს უშლის თმის ცვენას, ნაოჭების, ასაკობრივი ლაქების, კატარაქტის, დემენციისა და ალცჰეიმერის დაავადების განვითარებას. ამიტომ, მიირთვით მოცვი, ამით თქვენს ორგანიზმს ანტიოქსიდანტებით სრულად უზრუნველყოფთ!

2017082415571174677.jpg

კურნავს საშარდე გზების ინფექციებს

საშარდე გზების კედლებზე ისეთი ბაქტერიების ფორმირება როგორიცაა E-coli, იწვევს სხვადასხვა სახის ინფექციებს, რის შედეგადაც იწყება ანთებითი პროცესები, ტკივილისა და წვის შეგრძნება შარდის გამოყოფის დროს და სხვა გართულებები. ასეთ ვითარებაში მოცვს შეუძლია სერიოზული დახმარება გაუწიოს პაციენტს,  რადგან მის შემადგენლობაში შედის რთული ნაერთი, პოლიმერის მსგავისი მოლეკულები, რომელიც აფერხებს ანთების გამომწვევი ბაქტერიების ზრდას. ამასთან, გააჩნია გამოხატული ანტიბიოტიკური თვისებები, რაც უფრო აძლიერებს მის ეფექტს. ეს ძლიერი მოლეკულები ასუფთავებს საშარდე გზების კედლებს ბაქტერიებისგან და ხელს უშლის ინფექციის განვითარებას. დღემდე, აღნიშნული ნაერთი აღმოჩენილია მხოლოდ შტოშსა და მოცვში.

READ  სხვადასხვა იურიდიულ გზას მიმართავენ, რათა არ აღსრულდეს გადაწყვეტილება და თანხა ბიუჯეტში არ დაბრუნდეს

შეუძლია მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა

თუ რეგულარულად იღებთ მოცვს, მოწიფულ ასაკში აღარ დაგჭირდებათ სათვალე, კონტაქტური ლინზები, თვალის წვეთები, მედიკამენტები. ამ მცენარეს შეუძლია ხელი შეუშალოს და შეაყოვნოს

ასაკთან კავშირში მყოფი ისეთი დაავადებები, როგორიცაა მაკულარული დეგენერაცია (ქრონიკულად პროგრესირებადი დაავადება, რომლის დროსაც ხდება თვალის ბადურის ცენტრალური უბნის დაზიანება), კატარაქტა, მიოპია (ახლომხედველობა), ჰიპერმგრძნობელობა, თვალის სიმშრალე და ინფექციები, რომელიც განსაკუთრებით თვალის ბადურასთან არის კავშირში.

მაკულარული დეგენერაცია სერიოზული პრობლემაა, რომელის დროსაც თვალის ბადურა თანდათან დეგენერაციას განიცდის, რაც საბოლოოდ იწვევს ნაწილობრივან სრულ სიბრმავეს. მსგავსი დაავადებების თავიდან ასაცილებლად, მიიღეთ ეს სასასრგებლო პროდუქტი – შეიცავს ანტიოქსიდანტების განსაკუთრებულ ჯგუფს, სახელად კაროტეოიდები (lutein, zeaxanthin etc.), ფლავონოიდებს (rutin, resveritrol, quercetin etc.), და სხვა ანტიოქსიდანტურ ნაერთებს, როგორიცაა ვიტამინები C, E, A, სელენი, თუთია და ფოსფორი – თითოეული მათგანი არსებითად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენი მხედველობის ჯანმრთელობის საქმეში.

2017082415562474677.jpg

აუმჯობესებს ტვინის მუშაობას

მოცვის ანტიოქსიდანტური თვისებები ამ შემთხვევაშიც კვლავ დიდ როლს თამაშობს. ანტოციანინი, სელენი, ვიტამინი B კომპლექსი, ვიტამინები A, C, E, თუთია, ნატრიუმი, კალიუმი, სპილენძი, მაგნიუმი, ფოსფორი, მანგანუმი ხელს უშლის და კურნავს ნერვულ დარღვევებს ნეირონების დეგენერაციის და სიკვდილის პრევენციის წყალობით. რთულია დაიჯერო, რომ ამ კენკრას შეუძლია მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიოს ისეთი სერიოზული პრობლემის მოგვარებაში, როგორიცაა ალცჰეიმერის დაავადება. მოცვს უნარი აქვს უმკურნალოს დაზიანებულ ტვინის უჯრედებს და შეგინარჩუნოთ კარგი მეხსიერება ხანდაზმულ ასაკშიც.

ყაბზობა და საჭმლის მონელება

მაშინ როდესაც ორ მუჭა მოცვში შემავალი ბოჭკოვანა ხელს უშლის ყაბზობის განვითარებას, ვიტამინები, ნატრიუმი, სპილენძი, ფრუქტოზა და მჟავები აუმჯობესებს საჭმლის მონელებას კუჭის წვენის სტიმულირების ხარჯზე, რათა საკვებმა შეუფერხებლად და უსაფრთხოდ იმოძრაოს კუჭ-ნაწლავის სისტემაში.

ხელს უშლის სიმსივნის განვითარებას

დამტკიცებულია, რომ მოცვი ძალიან ძვირფასი პროდუქტია სიმსივნით დაავადებულთათვის, რადგან შეიცავს ისეთ ნაერთებს, როგორიცაა პტეროსტილბენი (pterostilbene – ბრწყინვალე საშუალება მსხვილი ნაწლავისა და ღვიძლის კიბოს წინააღმდეგ) და ელაგინის მჟავა, რომელიც ჰარმონიულად ანტოციანინთან და სხვა ანტიოქსიდანტებთან ერთად (ვიტამინი C და სპილენძი) საოცრებას ახდენს – ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების განვითარებას და ორგანიზმს სერიოზულ დახმარებას უწევს მასთან ბრძოლაში.

READ  ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანების გარდაცვალება შესაძლებელია, ამის შანსია 0,01%/ ეს კი არ ნიშნავს

კურნავს გულის დაავადებებს

ბოჭკოვანას მაღალი შემცველობა, ანტიოქსიდანტების ბრწყინვალე ნაკრები და უნარი დაშალოს “ცუდი ქოლესტერინი”– ამის გამო მოცვი იდეალურ საშუალებად მიიჩნევა გულის დაავადებების მკურნალობის პროცესში, ამასთან, აძლიერებს გულის კუნთებს.

გაფრთხილება: მოცვის მიღება არ არის რეკომენდირებული მათთვის, ვისაც კუჭქვეშა ჯირკვალთან და თორმეტგოჯა ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

 

 

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

მარტი 28, 2025
რას ნიშნავს საათის ისრის მიმართულებით მოძრაობა და როგორ განისაზღვრა ის

რას ნიშნავს საათის ისრის მიმართულებით მოძრაობა და როგორ განისაზღვრა ის

28 მარტი 2025
იაფი და მოსახერხებელი – “ერთჯერადი” ავეჯი

იაფი და მოსახერხებელი – “ერთჯერადი” ავეჯი

მარტი 28, 2025
29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

მარტი 28, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

მარტი 27, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
პრადა ვერსაჩეს შეძენას გეგმავს? გაიგეთ დეტალები

პრადა ვერსაჩეს შეძენას გეგმავს? გაიგეთ დეტალები

მარტი 29, 2025
იტალიის საიდუმლო ტბები – კომოს უკეთესი ალტერნატივები ტურისტული ხმაურის გარეშე

იტალიის საიდუმლო ტბები – კომოს უკეთესი ალტერნატივები ტურისტული ხმაურის გარეშე

28 მარტი 2025
130 წლის შემდეგ „ნავარელი ქალი“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ბრუნდება

130 წლის შემდეგ „ნავარელი ქალი“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ბრუნდება

მარტი 29, 2025
საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის მემორანდუმი გაფორმდა — რა ცვლილებები გველოდება საბანკო სფეროში

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის მემორანდუმი გაფორმდა — რა ცვლილებები გველოდება საბანკო სფეროში

მარტი 29, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები