შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: რატომ არის მოცვი უმნიშვნელოვანესი თქვენი ჯანმრთელობისთვის
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
სიახლეებიჯანსაღი კვება

რატომ არის მოცვი უმნიშვნელოვანესი თქვენი ჯანმრთელობისთვის

რატომ არის მოცვი უმნიშვნელოვანესი თქვენი ჯანმრთელობისთვის
ანა ჭელიძე
ავტორი
ანა ჭელიძე
გამოქვეყნებული: სექტემბერი 27, 2025
გაზიარება
გაზიარება

ოდესმე გაგისინჯავთ მოცვი? მოგწონებიათ მისი გამორჩეულად მკვეთრი მოტკბო-მომჟავო გემო? თუ ასეა, მაშინ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ უფრო მეტად მოგეწონებათ, როდესაც შეიტყობთ თუ რა საოცარ კენკრასთან გვაქვს საქმე. მათთვის, ვისაც არასოდეს გაუსინჯავს ეს არაჩვეულებრივი საკვები და ასევე მათთვის, ვინც უკვე კარგად იცნობს, შემოგთავაზებთ პატარა შესავალს, სანამ უშუალოდ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მის საოცარ თვისებებზე ვისაუბრებთ.

Contents
    • რა სარგებლობა მოაქვს მოცვს ჯანმრთელობისთვის:
  • იხილეთ ასევე

მოცვი არის ხილი, რომელიც მიეკუთვნება Vaccinium-ის გვარს. ყველაზე მეტად ცნობილია გარეული მოცვი ანუ დაბალი მოცვი, რომლის მეცნიერული სახელწოდებაა Vaccinium angustifolium და მაღალბუჩქოვანი ლურჯი მოცვი ე. წ. Vaccinium corymbosum. საქართველოში გავრცელებულია მისი 4 სახეობა: მთის მოცვი ((Vaccinium myrtillus), წითელი მოცვი (Vaccinium vitis-idea), ლურჯი მოცვი და კავკასიური მოცვი.

რა სარგებლობა მოაქვს მოცვს ჯანმრთელობისთვის:

აფრხებს სიბერის პროცესს

გარდა გენეტიკური ფაქტორებისა, რასაც აშკარაა, რომ წინ ვერ აღვუდგებით, უნდა განვიხილოთ თავისუფალი რადიკალების ნეგატიური გავლენა ორგანიზმზე, როგორც სიბერის ხელშემწყობ ძირითად ფაქტორზე. ამ შემთხვევაში მოცვი ჩვენთვის იმედის სხივია, რათა რაც შეიძლება დიდხანს დავრჩეთ ახალგაზრდა და მომხიბვლელი – ეს სუპერსაკვები ანტიოქსიდანტების რაოდენობით პირველ ადგილს იკავებს, ეს ძირითადად ლურჯი ფერის პიგმენტ ანტოციანინის წყალობით ხდება, რომელიც გარდა მაღალი ანტიოქსიდანტური თვისებისა იცავს მხედველობის ნერვს დეგენერაციული პროცესებისგან.

- Advertisement -
Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.

ვიტამინი C სიუხვე ასევე, კიდევ ერთი მტკიცებულებაა მოცვის სიბერის საწინააღმდეგო თვისების ეფექტურობისა – ხელს უშლის თმის ცვენას, ნაოჭების, ასაკობრივი ლაქების, კატარაქტის, დემენციისა და ალცჰეიმერის დაავადების განვითარებას. ამიტომ, მიირთვით მოცვი, ამით თქვენს ორგანიზმს ანტიოქსიდანტებით სრულად უზრუნველყოფთ!

2017082415571174677.jpg

კურნავს საშარდე გზების ინფექციებს

საშარდე გზების კედლებზე ისეთი ბაქტერიების ფორმირება როგორიცაა E-coli, იწვევს სხვადასხვა სახის ინფექციებს, რის შედეგადაც იწყება ანთებითი პროცესები, ტკივილისა და წვის შეგრძნება შარდის გამოყოფის დროს და სხვა გართულებები. ასეთ ვითარებაში მოცვს შეუძლია სერიოზული დახმარება გაუწიოს პაციენტს,  რადგან მის შემადგენლობაში შედის რთული ნაერთი, პოლიმერის მსგავისი მოლეკულები, რომელიც აფერხებს ანთების გამომწვევი ბაქტერიების ზრდას. ამასთან, გააჩნია გამოხატული ანტიბიოტიკური თვისებები, რაც უფრო აძლიერებს მის ეფექტს. ეს ძლიერი მოლეკულები ასუფთავებს საშარდე გზების კედლებს ბაქტერიებისგან და ხელს უშლის ინფექციის განვითარებას. დღემდე, აღნიშნული ნაერთი აღმოჩენილია მხოლოდ შტოშსა და მოცვში.

READ  სუფრის ეტიკეტი, მორალი და პრაქტიკული რჩევები

შეუძლია მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა

- Advertisement -
Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.

თუ რეგულარულად იღებთ მოცვს, მოწიფულ ასაკში აღარ დაგჭირდებათ სათვალე, კონტაქტური ლინზები, თვალის წვეთები, მედიკამენტები. ამ მცენარეს შეუძლია ხელი შეუშალოს და შეაყოვნოს

ასაკთან კავშირში მყოფი ისეთი დაავადებები, როგორიცაა მაკულარული დეგენერაცია (ქრონიკულად პროგრესირებადი დაავადება, რომლის დროსაც ხდება თვალის ბადურის ცენტრალური უბნის დაზიანება), კატარაქტა, მიოპია (ახლომხედველობა), ჰიპერმგრძნობელობა, თვალის სიმშრალე და ინფექციები, რომელიც განსაკუთრებით თვალის ბადურასთან არის კავშირში.

მაკულარული დეგენერაცია სერიოზული პრობლემაა, რომელის დროსაც თვალის ბადურა თანდათან დეგენერაციას განიცდის, რაც საბოლოოდ იწვევს ნაწილობრივან სრულ სიბრმავეს. მსგავსი დაავადებების თავიდან ასაცილებლად, მიიღეთ ეს სასასრგებლო პროდუქტი – შეიცავს ანტიოქსიდანტების განსაკუთრებულ ჯგუფს, სახელად კაროტეოიდები (lutein, zeaxanthin etc.), ფლავონოიდებს (rutin, resveritrol, quercetin etc.), და სხვა ანტიოქსიდანტურ ნაერთებს, როგორიცაა ვიტამინები C, E, A, სელენი, თუთია და ფოსფორი – თითოეული მათგანი არსებითად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენი მხედველობის ჯანმრთელობის საქმეში.

2017082415562474677.jpg

აუმჯობესებს ტვინის მუშაობას

მოცვის ანტიოქსიდანტური თვისებები ამ შემთხვევაშიც კვლავ დიდ როლს თამაშობს. ანტოციანინი, სელენი, ვიტამინი B კომპლექსი, ვიტამინები A, C, E, თუთია, ნატრიუმი, კალიუმი, სპილენძი, მაგნიუმი, ფოსფორი, მანგანუმი ხელს უშლის და კურნავს ნერვულ დარღვევებს ნეირონების დეგენერაციის და სიკვდილის პრევენციის წყალობით. რთულია დაიჯერო, რომ ამ კენკრას შეუძლია მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიოს ისეთი სერიოზული პრობლემის მოგვარებაში, როგორიცაა ალცჰეიმერის დაავადება. მოცვს უნარი აქვს უმკურნალოს დაზიანებულ ტვინის უჯრედებს და შეგინარჩუნოთ კარგი მეხსიერება ხანდაზმულ ასაკშიც.

ყაბზობა და საჭმლის მონელება

მაშინ როდესაც ორ მუჭა მოცვში შემავალი ბოჭკოვანა ხელს უშლის ყაბზობის განვითარებას, ვიტამინები, ნატრიუმი, სპილენძი, ფრუქტოზა და მჟავები აუმჯობესებს საჭმლის მონელებას კუჭის წვენის სტიმულირების ხარჯზე, რათა საკვებმა შეუფერხებლად და უსაფრთხოდ იმოძრაოს კუჭ-ნაწლავის სისტემაში.

ხელს უშლის სიმსივნის განვითარებას

დამტკიცებულია, რომ მოცვი ძალიან ძვირფასი პროდუქტია სიმსივნით დაავადებულთათვის, რადგან შეიცავს ისეთ ნაერთებს, როგორიცაა პტეროსტილბენი (pterostilbene – ბრწყინვალე საშუალება მსხვილი ნაწლავისა და ღვიძლის კიბოს წინააღმდეგ) და ელაგინის მჟავა, რომელიც ჰარმონიულად ანტოციანინთან და სხვა ანტიოქსიდანტებთან ერთად (ვიტამინი C და სპილენძი) საოცრებას ახდენს – ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების განვითარებას და ორგანიზმს სერიოზულ დახმარებას უწევს მასთან ბრძოლაში.

READ  ღვინის ტურიზმი საქართველოში 2026: სომელიე გიორგი დარციმელია

კურნავს გულის დაავადებებს

ბოჭკოვანას მაღალი შემცველობა, ანტიოქსიდანტების ბრწყინვალე ნაკრები და უნარი დაშალოს “ცუდი ქოლესტერინი”– ამის გამო მოცვი იდეალურ საშუალებად მიიჩნევა გულის დაავადებების მკურნალობის პროცესში, ამასთან, აძლიერებს გულის კუნთებს.

გაფრთხილება: მოცვის მიღება არ არის რეკომენდირებული მათთვის, ვისაც კუჭქვეშა ჯირკვალთან და თორმეტგოჯა ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

 

 

წყარო

იხილეთ ასევე

  • მსუბუქი ტკბილეულის მომზადების 5 მიმზიდველი ვარიანტი. გასუქების აღარ მეშინია და თავს ყოველდღე ვინებივრებ ნატურალური ტკბილეულით
  • 7 პროდუქტი, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ – ჯანმრთელი დღის დაწყების ოქროს წესები
  • როგორ შევარჩიოთ იდეალური და მწიფე ავოკადო

შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები

ერბო როგორც თხევადი ოქრო
რა რაოდენობის წყალი უნდა მიიღოს ორსულმა დღის განმავლობაში?
ის, რაც ქლიავის შესახებ უნდა იცოდეᲗ
რატომ არის აუცილებელი ცხელი წვნიანის მირთმევა
რძე – უმაღლესი ხარისხის ბუნებრივი ცილა
TAGGED:ვიტამინებისწორი კვებახილიჯანმრთელობაჯანსაღი კვება
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
ავტორიანა ჭელიძე
ჟურნალისტი — ღვინო, სასმელები და სამზარეულოს დიზაინი. წერს ქართულ ღვინოზე, ყავასა და ჩაიზე, სამზარეულოს ხელსაწყოებსა და აქსესუარებზე.
წინა სტატია არის თუ არა გაზიანი სასმელები აგრესიის მიზეზი ბავშვებში? არის თუ არა გაზიანი სასმელები აგრესიის მიზეზი ბავშვებში?
შემდეგი სტატია დაიწყეთ დილა ნოყიერი საუზმით – ღუმელში გამომცხვარი უგემრიელესი ომლეტი. დაიწყეთ დილა ნოყიერი საუზმით – ღუმელში გამომცხვარი უგემრიელესი ომლეტი.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?