სამშაბათი, აპრილი 1, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიგაგაცნობთ ქართული ტრადიციული ლურჯი სუფრის ისტორიას

გაგაცნობთ ქართული ტრადიციული ლურჯი სუფრის ისტორიას

ტრადიციული ლურჯი სუფრა XIX-XX საუკუნეების ქართული ყოფის ერთ-ერთი გამორჩეული და სახასიათო ატრიბუტია, რომელსაც საქართველოში ყველა იყენებდა, განურჩევლად სოციალური ფენისა და სტატუსისა. განსაკუთრებით პოპულარული იყო ლურჯი სუფრები საახალწლო, სააღდგომო ან რაიმე სხვა სადღესასწაულო რიტუალების დროს. ისტორიულად ლურჯი სუფრა წარმოადგენდა ინდიგო საღებავით შეღებილ სელის ან ბამბის ქსოვილს, რომელზეც სხვადასხვა ტიპის დეკორატული გამოსახულება ბეჭდვის განსაკუთრებული ტექნიკით – ნეგატიური დაჩითვით იყო დატანილი: ოსტატი დეკორატიულ კომპოზიციას აწყობდა ცვილით დაფარული, ხეში ნაკვეთი საბეჭდავის მეშვეობით. ამის შემდეგ დაჩითული ქსოვილი ინდიგოში იღებებოდა. დაუჩითავი ქსოვილის ზედაპირი ლურჯ ფერს იღებდა, ხოლო დაჩითული, ცვილით დაფარული ზედაპირი შეუღებავი რჩებოდა, ანუ ბუნებრივ ფერს ინარჩუნებდა. ღებვის შემდეგ ქსოვილს ცვილს აცლიდნენ და ასე რჩებოდა ლურჯი სუფრის ზედაპირზე თეთრი ორნამენტული გამოსახულება.

ლურჯი სუფრა აღმოსავლეთიდან შემოსული ინდიგო საღებავით იღებებოდა “ლილახანებში” და შემდგომ საგანგებო ტექნოლოგიით მუშავდებოდა.

ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი ლურჯი სუფრების მცირე, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვან კოლექციას ფლობს. კოლექციაში უძველეს ნიმუშებთან ერთად დაცულია მუზეუმის სახელოსნოში 1930-1940-იან წლებში პროფესიონალი მხატვრების მიერ შესრულებული ექსპერიმენტული ნამუშევრები.

ამ კოლექციის ყველაზე ადრეული ნიმუში XIX საუკუნის დასაწყისით თარიღდება. თითქმის კვადრატული ფორმის სუფრის მთავარი ორნამენტული სახე ე.წ. ბუთაა. ოთხი დიდი ზომის ბუთა და მათ შორის ჩასმული ჩიტები კომპოზიციის ცენტრს ქმნიან, რომლის გარშემო მთელი ზედაპირი რომბებისა და ვარდულების მოტივებით არის შევსებული. კომპოზიციის ცენტრს გარს შემოუყვება ორნამენტული ოლე, რომელიც ასევე ბუთების რიგისგან შედგება. სუფრა ბამბის თხელ ქსოვილზეა დაბეჭდილი და ტრადიციისამებრ ინდიგოს საღებავითაა შეღებილი.

ქართული ლურჯი სუფრის ტიპური ფერები მხოლოდ ლურჯი და თეთრია, უფრო ზუსტად კი – თეთრი ორნამენტების კომპოზიცია ლურჯ ფონზე. ბეჭდვის ეს მეთოდი საქართველოში აღმოსავლეთიდან, კერძოდ კი ინდოეთიდან და ირანიდან უნდა გავრცელებულიყო. ამ ტექნიკით საქართველოში მხოლოდ ლურჯ სუფრებს აკეთებდნენ. ლურჯი სუფრები ძირითადად ბამბის იყო, თუმცა არსებობდა სელის ქსოვილზე დაბეჭდილი სუფრებიც. ბამბის ქსოვილის სუფრები თეთრისა და ლურჯის განსაკუთრებული კონტრასტით გამოირჩევა, ვინაიდან ბამბის ბოჭკო უფრო ადვილად იღებს ინდიგო ფერს.

READ  „მე ვმუშაობ და ხელფასს ეგენი იღებენ… მწვანე პასპორტის “ავტორებს” კოვიდ-19 წითელა ჰგონიათ“

2017 წლიდან ქართულ ლურჯ სუფრას იუნესკოს მატერიალური ძეგლის სტატუსი აქვს.

წყარო

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

31 March, 2025
ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

მარტი 31, 2025
რამდენ ლარად იყიდით ხვალ დოლარს და ევროს

რამდენ ლარად იყიდით ხვალ დოლარს და ევროს

31 მარტი 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

მარტი 31, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

მარტი 31, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

მარტი 31, 2025
ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

31 მარტი 2025
ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

მარტი 31, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები