შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: როგორი ჩურჩხელა უნდა შეიძინოთ საახალწლოდ
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
სხვა-ამბები

როგორი ჩურჩხელა უნდა შეიძინოთ საახალწლოდ

როგორი ჩურჩხელა უნდა შეიძინოთ საახალწლოდ
#post_seo_title
თაკო ფრიცხელაური
ავტორი
თაკო ფრიცხელაური
გამოქვეყნებული: სექტემბერი 17, 2025
გაზიარება
გაზიარება

ჩურჩხელა ქართველებისთვის ყოველთვის შემოდგომასთან და რთველთან ასოცირდება. თუმცა განსაკუთრებულ აქტუალობას მაინც ახალი წლის სუფრაზე იძენს

ჩურჩხელა სხვა  ტკბილეულისგან განსხვავებით ნამდვილი ქართული ნუგბარია, გემრიელთან ერთად სასარგებლოცაა (რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუ ბუნებრივ ინგრედიენტებზეა დამზადებული).

Contents
  • ჩურჩხელა ქართველებისთვის ყოველთვის შემოდგომასთან და რთველთან ასოცირდება. თუმცა განსაკუთრებულ აქტუალობას მაინც ახალი წლის სუფრაზე იძენს
    • იხილეთ ასევე

საქართველოს თითქმის ყველა კუთხის ჩურჩხელას თავისებური რეცეპტი აქვს, მაგრამ ძირითადი განსხვავება მაინც აღმოსავლურ ჩურჩხელასა და დასავლურ ჯანჯუხას შორის არის.

ჩურჩხელა თათარასგან და ნიგვზისგან კეთდება, ჯანჯუხა – ფელამუშისგან და თხილისგან.

აღმოსავლური ჩურჩხელა, როგორც წესი კენტად კეთდება, ანუ ძაფზე ერთი ჩურჩხელაა ასხმული; დასავლური ჯანჯუხა კი წყვილად ისხმება და შემდეგ ხის ჯოხზე გადაიკიდება.

- Advertisement -
Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.

დასავლურ ჯანჯუხას 2 -ჯერ მაინც ჭირდება ამოვლება, რადგან ფელამუში, როგორც წესი, თათარასთან შედარებით თხელი გამოდის.

ამოვლებულ ჩურჩხელებს ჰაერზე ვაშრობთ 10-15 დღის მანძილზე, შემდეგ კი ტილოს ჩანთაში ან მარლაში გახვეულებს ვინახავთ.

დღეს ბაზარზე თუ მაღაზიებში ჩურჩხელას უამრავი არჩევანია, თუმცა, სამწუხაროდ, მათი უმრავლესობა ფალსიფიცირებულია, ანუ ბადაგი, რომლის საფუძველზეც თათარაა დამზადებული, არის არა ყურძნის წვენი, არამედ შაქრისგან მომზადებული, არომატიზირებული სითხე. ამგვარი თათარა, ნატურალურისგან განსხვავებით, არც ისეთი გემრიელია და არც სასარგებლო. ფალსიფიცირებული და ნატურალური ჩურჩხელის გარჩევა საკმაოდ ძნელია.

ნატურალური ყურძნის ბადაგისგან დამზადებულ ჩურჩხელას წვერი (ანუ თათარა/ფელამუში) ადვილად ტყდება, ფალსიფიცირებულს კი – არა.

ნატურალური ჩურჩხელა დროთა განმავლობაში თეთრი ნადებით იფარება, რაც გლუკოზის გამოყოფის შედეგია და რომელიც გაცილებით ჰაეროვანია, ვიდრე ფქვილი, რომლითაც ხშირად ხელოვნურად ფარავენ ფალსიფიცირებულ ჩურჩხელებს.

- Advertisement -
Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.

ბევრს ჰგონია, რომ გამაგრებული ჩურჩხელა აუცილებლად ფალსიფიცირებულია. ეს დიდი შეცდომაა! ჩურჩხელას სიმაგრე დამოკიდებულია იმაზე, რამდენად კარგად იყო ბადაგი დადუღებული. როგორც წესი, კარგი ჩურჩხელის მისაღებად ბადაგი დუღილის დროს უნდა განახევრდეს. ამ შემთხვევაში ჩურჩხელა ნაკლებად გამაგრდება. თუმცა, როგორც წესი, გასაყიდად გამიზნული ჩურჩხელებისთვის ბადაგი განახევრებისთვის ენანებათ ხოლმე და დუღილს აკლებენ, რის გამოც, დროთა განმავლობაში ჩურჩხელა ხმება. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამგვარი ჩურჩხელა ფალსიფიცირებულია.

READ  Მითები, წონის დაკლების შესახებ

მართალია, ბაზარზე და მაღაზიებში ჩურჩხელას მრავალფეროვანი არჩევანია, მაგრამ სახლში ამოვლებული სულ სხვაა! არ დაიზაროთ და მოამზადეთ სახლში ეს ჯანსაღი ნუგბარი, განსაკუთრებით ბავშვები თუ გყავთ ოჯახში.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

იხილეთ ასევე

  • გაგაცნობთ ყალიის წარმომავლობასა და მისი მომზადების მეთოდს
  • 10 საუკეთესო ქართული კერძი, რომელსაც ვერ დაივიწყებ
  • რა არის ქართული საწებლების საიდუმლოება და როგორ ვამზადოთ სახლში
  • გიამბობთ კალვადოსზე/Calvados – რემარკის “ტრიუმფალური თაღის” მთავარი გმირების სიყვარულის სიმბოლოზე- ვაშლის სიდრი საფრანგეთიდან

შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები

პურის არომატული ალტერნატივა. განსაკუთრებით გემრიელია არაჟანთან ერთად.
დამარინადებული ყაბაყი, სასარგებლო და გემრიელი
ვიტამინებით სავსე სალათების რეცეპტები მათთვის ვისაც გახდომა უნდა
საახალწლო სუფრა
მილკშეიქი- გემო ღრმა ბავშვობიდან.
TAGGED:ახალი წელიტრადიციული კერძებიქართული სამზარეულოჩურჩხელაჯანსაღი კვება
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
ავტორითაკო ფრიცხელაური
ჟურნალისტი — რეცეპტები და ქართული სამზარეულო. წერს ტრადიციულ და თანამედროვე კერძებზე, სუფრის კულტურასა და სეზონურ პროდუქტებზე.
წინა სტატია სატესტო სტატია
შემდეგი სტატია მარწყვის ტორტის რეცეპტი - მარტივია, სცადეთ! მარწყვის ტორტის რეცეპტი – მარტივია, სცადეთ!
1 კომენტარი
  • გამოხმაურება: როგორ შევინახოთ გარჩეული ნიგოზი, რომ არ გაფუჭდეს | შენი სუფრა

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?