იმის მიუხედავად, რომ ენა არც ისე ბევრს მოსწონს ის მაინც ერთ-ერთი საუკეთესო დელიკატესია. მისგან მომზადებული კერძები რომ კარგი გამოვიდეს რეცეპტიც კარგი უნდა იყოს. ჩვენ კი სწორედ ასეთ რეცეპტს გთავაზობთ. აიღეთ საქონლის ენა და მოამზადეთ ამ რეცეპტით. ის აუცილებლად ყველას მოეწონება.

0
21
#post_seo_title

საქონლის ენის კერძები ყველა დროის დელიკატესად ითვლება. მას ნაზი სტრუქტურა და შესანიშნავი გემო აქვს. ყველა ინგრედიენტთან კომბინაციაში ენა გემრიელი გამოდის.

ჩვენ შემოგთავაზებთ ენის ცივი საუზმის განსაკუთრებულ რეცეპტს, რომლის მიხედვით მომზადებული კერძი ყველა დონის გურმანს დააკმაყოფილებს.

ინგრედიენტები

  • ერთი კგ საქონლის ენა
  • ასი გ მაგარი ყველი
  • 300 გ ქამა სოკო
  • 50 გ ნიგოზი
  • 50 გ შავი ქლიავი
  • ორი კბილი ნიორი
  • ორი ს. კ. მაიონეზი
  • 20 გ კარაქი
  • 3 ცალი დაფნის ფოთოლი
  • მარილი გემოვნებით
  • კამა გემოვნებით
  • შავი დაფქული პილპილი გემოვნებით
  • შავი მარცვლოვანი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. ენა კარგად გარეცხე და ჩაალბე ცივ წყალში ნახევარი საათით. შემდეგ მოხარშე საკმაზიან წყალში 2-3 საათის მანძილზე.
  2. მზა ენა მოათავსე ცივ წყალში იმისთვის რომ კარგად გაიფცქვნას და შემდეგ კანი მოაშორე.
  3. შავ ქლიავს დაასხი წყალი დასარბილებლად, შემდეგ გადაწურე და დაჭერი. სოკო დაჭერი და მოშუშე ცხიმში.
  4. ნიორი, კამა და ნიგოზი დაჭერი წვრილად. შეურიე სოკოს და შავ ქლიავს. დაამატე მარილი, პილპილი და მაიონეზი.
  5. ენა დაჭერი თხელ ფირფიტებად და დაალაგე თეფშზე. თითოეულ ნაჭერს ზემოდან დაადე სოკოს მასა და მოაყარე გახეხილი ყველი. მზადაა!

იმის მიუხედავად, რომ ენა არც ისე ბევრს მოსწონს ის მაინც ერთ-ერთი საუკეთესო დელიკატესია. მისგან მომზადებული კერძები რომ კარგი გამოვიდეს რეცეპტიც კარგი უნდა იყოს. ჩვენ კი სწორედ ასეთ რეცეპტს გთავაზობთ. აიღეთ საქონლის ენა და მოამზადეთ ამ რეცეპტით. ის აუცილებლად ყველას მოეწონება.

უგემრიელესი ენის სალათა შეგიძლიათ მიირთვათ როგორც საუზმეზე, ასევე ვახშმად. ის დაამშვენებს სადღესასწაულო სუფრასაც.

გაუზიარეთ ეს მარტივი რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

მასალის გამოყენების პირობები