შვედური ტორტი ნუშით

0
21
#post_seo_title

ეს ტორტი საკმაოდ ნაზი სტრუქტურისა და ინტენსიური ნუშის გემოს მქონეა, შესანიშნავი მოხარშული კრემით.  მას ცხობისთვის არ სჭირდება პურის ფქვილი და ამდენად დაბალკალორიულიცაა. ჩვენ გთავაზობთ მზა ტორტისგან რამდენადემე განსხვავებული ვარიანტის რეცეპტს, სცადეთ და არ ინანებთ!

ინგრედიენტები

  • 150 გ კვერცხის ცილა
  • 180 გ შაქარი
  • 150 გ ნუშის ფქვილი
  • ასი გ კვერცხის გული
  • ასი მლ ნაღები
  • 175 გ კარაქი
  • 50 გ ნუშის ფანტელი

მომზადება

1. ცილა ათქვიფე მდგრადი ქაფის წარმოქმნამდე. დაამატე 120 გ შაქარი ისე, რომ თქვეფა არ შეწყვიტო. როცა მასა გამყარდება, ჩაყარე მასში ნუშის ფქვილი და ფრთხილად აურიე ნიჩბით. გადაიტანე მასა საკონდიტრო ტომარაში.

შვედური ტორტი ნუშით

2. ცომით პერგამენტის ქაღალდზე დახაზე ორი წრე – დიამეტრით 30 სმ. გადაიტანე ისინი საცხობზე და შუა ნაწილი შეავსე მერენგით სპირალურად ისე, რომ გამოვიდეს ფირფიტები.

შვედური ტორტი ნუშით

3. ფირფიტები გამოაცხე 160 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 25 წუთის მანძილზე. ნაპირები ოდნავ უნდა შეიბრაწოს.

შვედური ტორტი ნუშით

4. პატარა ქვაბში ერთმანეთს შეურიე კვერცხის გულები, ნაღები, 60 გ შაქარი. დადგი საშუალო ცეცხლზე და მუდმივი მორევით მიიყვანე თხელი შედედებული რძის კონსისტენციამდე (დაახლოებით 80 გრადუსამდე).

შვედური ტორტი ნუშით

5. მასას დააფარე საკვები ცელოფანი და ისე გააციე. შემდეგ ათქვიფე მიქსერის დახმარებით. პროცესში დაამატე დარბილებული კარაქი და კვლავ თქვიფე.

შვედური ტორტი ნუშით

6. ერთ ფირფიტას წაუსვი ნახევარი კრემი, დაადე მეორე ფირფიტა და ზემოდან და გვერდებზე გადაუსვი მეორე ნახევარი.

შვედური ტორტი ნუშით

7. ნუშის ფანტელი მოხალე მშრალ ტაფაზე და მოაყარე ტორტს. შედგი მაცივარში 4-8 საათით. სუფრაზე მიტანის წინ ტორტი გამოიღე მაცივრიდან, მირთმევამდე მინიმუმ 20 წუთით ადრე.

შვედური ტორტი ნუშით

დესერტი გამოდის ზომიერად ტკბილი და ინტენსიური ნუშის გემოს მქონე. რაც მთავარია, ის მზადდება ფქვილის გარეშე!

გემრიელად მიირთვი და გაუზიარე რეცეპტი მეგობრებსაც!

მასალის გამოყენების პირობები