ჭარბი წონის პრობლემა გაწუხებთ, მუდმივად ცდილობთ, აკონტროლოთ თქვენი ფორმები და ამის გამო უარს ამბობთ ნაყინის მირთმევაზე?
რომელიც ასე ძალიან გიყვართ? ნუ გეშინიათ, მიირთვით ნაყინი, გაგრილდით და ისიამოვნეთ, რადგან თქვენი შიში ამ შემთხვევაში უსაფუძვლოა.
ევროპელმა დიეტოლოგებმა ახალი, ე.წ. ცივი დიეტა შეიმუშავეს, რომელიც ამ გემრიელ ნუგბარზეა დაფუძნებული. ამ ნაბიჯით დიეტოლოგებმა ბევრის გული მოიგეს, რადგან შესაძლებელი გახდა წონის კონტროლიც და საყვარელი ნუგბარის მირთმევაც.
იცით, რომელია ყველაზე ეფექტური დიეტა? რომლის დახმარებითაც თვეში 3–დან 5 კგ–მდე დაიკლებთ. ე.წ. ცივი დიეტა დღეში მხოლოდ 1200–1500 კკალორიის მიღებას ეფუძნება. ბევრი დიეტოლოგის აზრით, ეს დიეტა ხელს უწყობს ჭარბი ცხიმების წვის პროცესს. აღმოჩნდა, რომ ცივი კერძების შეთვისება–გადამუშავებისათვის ორგანიზმს ორმაგი ენერგიის დახარჯვა უწევს. ამდენად, სავსებით შეიძლება, ნაყინი ჭარბ წონასთან ბრძოლის ერთ–ერთი ეფექტური საშუალება აღმოჩნდეს.
ნაღების ნაყინი დიდი რაოდენობით შეიცავს კალციუმს, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჭარბ წონასთან ბრძოლაში. ის აიძულებს ორგანიზმს, სწრაფად დაწვას ცხიმები. ექსპერიმენტით დადგინდა, რომ ისინი, ვინც დიეტის დროს რაციონში დამატებით კალციუმსაც რთავდნენ, 26–28%–ით უფრო მეტს იკლებდნენ წონაში.
100 გრამი ნაღების ნაყინის მირთმევის შემთხვევაში ორგანიზმის დღიური მოთხოვნა კალციუმზე 20–30%–ით კმაყოფილდება. გარდა ამისა, კალციუმი აუცილებელია კბილებისა და ძვლებისათვის. ის ოსტეოპოროზის რისკს ამცირებს.
მასალის გამოყენების პირობები