ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedმოამზადეთ უგემრიელესი ჟულიენი სოკოთი და ქათმის ხორცით

მოამზადეთ უგემრიელესი ჟულიენი სოკოთი და ქათმის ხორცით

ჟულიენი მარტივი კერძია ფრანგული სამზარეულოდან, რომლის მომზადებაც არც დიდ დროს წაგართმევთ და არც ენერგიას. შედეგი კი ძალიან გემრიელია.

ინგრედიენტები:

  • 200   გრამი ქათმის ფილე
  • 200   გრამი სოკო
  • 3   ს/კ არაჟანი
  • 6   ს/კ გახეხილი ყველი
  • ლიმონის წვენი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების მეთოდი:

ნაბიჯი 1

წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 180 C-ზე.

ნაბიჯი 2

ქათმის ფილე და სოკო მოხარშეთ, დაჭერით და ერთმანეთში აურიეთ.

ნაბიჯი 3

დაუმატეთ არაჟანი, მოასხურეთ ლიმონის წვენი. შეაზავეთ მარილითა და პილპილით.

ნაბიჯი 4

მიღებული მასა გადაიტანეთ საშუალო ზომის სპეციალურ ცეცხლგამძლე ჭურჭელში ან კეცზე, მოაყარეთ გახეხილი ყველი და აცხვეთ ღუმელში 10–15 წუთით.

 

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  „დღეში 10,000 არის ინფიცირებული, აიცერით და გამოიყენეთ პირბადე – ისრაელში კოვიდის აფეთქებაა…“ – გიორ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები