შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: დიდი ხანია ჩემს სამზარეულოში კარტოფილი ყვავილოვანმა კომბოსტომ შეცვალა. ბევრად სასარგებლოა და ნაკლებად კალორიული.
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
რეცეპტი

დიდი ხანია ჩემს სამზარეულოში კარტოფილი ყვავილოვანმა კომბოსტომ შეცვალა. ბევრად სასარგებლოა და ნაკლებად კალორიული.

დიდი ხანია ჩემს სამზარეულოში კარტოფილი ყვავილოვანმა კომბოსტომ შეცვალა. ბევრად სასარგებლოა და ნაკლებად კალორიული.
#post_seo_title
ნინო ბერიძე
ავტორი
ნინო ბერიძე
გამოქვეყნებული: სექტემბერი 22, 2025
გაზიარება
გაზიარება
3.2K

დიეტოლოგები რეკომენდაციას გვაძლევენ, რომ ხშირად მივირთვათ ყვავილოვანი კომბოსტო. ის სასარგებლოა არა მარტო ფიგურისთვის, არამედ მისი კერძები ბევრ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავენ. 100 გრამ პროდუქტში მხოლოდ 30 კკალორიაა.

 

ყვავილოვანი კომბოსტო ნაღებით და ყველით ღუმელში გამომცხვარი

ამ თეთრი სილამაზისგან ბევრი სადილის და ვახშმის მომზადება შეგიძლიათ. უგემრიელესია სხვა პროდუქტებთან კომბინაციაში, მაგრამ ხორცთან ან ყველთან მაინც სულ სხვაა.

 

დაჭრილი ყვავილოვანი კომბოსტო ღუმლის ფორმაზე

შემადგენლობა

1.5 კგ ყვავილოვანი კომბოსტო

500 მლ რძე

500 მლ წყალი

200 მლ უცხიმო ნაღები

200 გ ჰოლანდიური ყველი ან პარმეზანი

5 კბილი. ნიორი

კარაქი ფორმაზე წასასმელად

მარილი და მუსკატის კაკალი გემოვნებით

 

მომზადება

კომბოსტო დაანაწევრეთ და 5-7 წუთი ადუღეთ მარილიან და რძიან წყალში.

ნაღებს დაამატეთ მარილი, მუსკატის კაკალი, ნახევარი გახეხილი ყველი.

კომბოსტო გადმოიღეთ საწურზე, რომ ზედმეტი სითხისგან დაიწუროს.

ცხიმწასმულ ფორმაზე დაალაგეთ კომბოსტო და დაასხით ნაღები.

შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთით, შემდეგ გამოიღეთ მოაყარეთ დარჩენილი გახეხილი ყველი და ისევ 10 წუთი შედგით ღუმელში.

ამ სურნელოვანი კერძით შეგიძლიათ ვახშამზეც ისიამოვნოთ.

კომბოსტოს ფრიკადელკების წვნიანი

 

 

კომბოსტოს ფრიკადელკების წვნიანი თეფშზე

შემადგენლობა

100 გ ქათმის ფარში

100 გ ყვავილოვანი კომბოსტო

1 ს/კ. სოიოს სოუსი

1 კვერცხის ცილა

1 ს/კ. ორცხობილას საფანელი

მარილი გემოვნებით

3 ლ ძვლის ბულიონი

10 გრ მშრალი კოჭა

მომზადება

მდუღარე წყალს დაამატეთ მარილი და ზეთი. ნახევრად მოხარშეთ კომბოსტო.

გაციებული კომბოსტო გაატარეთ ხორცსაკეპში, დაამატეთ ფარში, კვერცხის ცილა, სოიოს სოუსი, მარილი, საფანელი, კოჭა.

ბულიონი მიიყვანეთ ადუღებამდე, მომზადებული ფარშით გაამზადეთ ფრიკადელკები და ჩაუშვით ბულიონში. როცა ყველა ზემოთ ამოიწევა, წვნიანი მზადაა. გემრიელად მიირთვით!

 

ყვავილოვანი კომბოსტოს პიურე თეფშში

ყვავილოვანი კომბოსტოთი შეიძლება უგემრიელესი პიურე მომზადდეს, რომელიც უხდება სოკოს, ბოსტნეულის, ხორცის კერძებს. მოხარშეთ ყვავილოვანი კომბოსტო კარგად და დააბლენდერეთ. გააზავეთ ბოსტნეულის ან ხორცის ბულიონით.

 

ფარშირებული ყვავილოვანი კომბოსტო

 

ფარშით ფარშირებული ყვავილოვანი კომბოსტო ღუმელში

ინგრედიენტები

1 თავი კომბოსტო

100 გ ღორის ფარში

100 გ ძროხის ფარში

READ  ღირს სცადოთ მინიმუმ ერთხელ და თქვენ სამუდამოდ გახდებით ამ კერძის ერთგული გულშემატკივარი. ენით აუღწერელი გემო და არომატი!

100 გრ მყარი ყველი

100 გრამი შებოლილი ბეკონი

1 კვერცხი

1 ხახვი

1 ჭიქა ბულიონი

3 ს/კ. არაჟანი

2 ს/კ. ორცხობილას საფანელი

1 ლ რძე

1 ლ წყალი

შავი პილპილი გემოვნებით

მარილი გემოვნებით

0.5 კონა ოხრახუში

მომზადება

წყალს დაამატეთ რძე და მოხარშეთ 5-7 წუთის განმავლობაში მთლიანი კომბოსტო, შემდეგ საწურზე დაწურეთ.

ზეთში შეწვით დაჭრილი ბეკონი და ხახვი, შემდეგ დაამატეთ ფარში და თავდახურული მოთუშეთ ხორცის მოხარშვამდე.

გააციეთ მომზადებული ფარში, დაამატეთ კვერცხი, მარილი, ორცხობილა, პილპილი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში და აურიეთ.

გადმოაბრუნეთ კომბოსტო ისე, რომ ყვავილები ქვემოთ იყოს, ჩატენეთ შიგ ფარში, გადმოაბრუნეთ კომბოსტო და მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაზე. მოასხით ბულიონი, ნახევარი არაჟანი, შედგით 180 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში.

შემდეგ გამოიღეთ, მოაყარეთ გახეხილი ყველი, დარჩენილი არაჟანიც მოასხით ზემოდან და ისევ 10 წუთი შედგით ღუმელში. როცა ყველი გადნება, მზად არის.

ეს ნამდვილად დიეტური ხორცის ღვეზელია ფქვილის გარეშე, რომელიც ყველას მოეწონება. გემრიელად მიირთვით!

 

მზა ფარშირებული კომბოსტო გახეხილი ყველით

თუ იდეები მოგწონთ, გთხოვთ გაუზიაროთ სტატია თქვენს ახლობლებს!

 

იხილეთ ასევე

  • ეს დიეტური სუპები მომატებულ კილოგრამებს მარტივად მოგაცილებთ
  • ხუთი საუკეთესო სუპი ჩვენი საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის, რომ იმუშაოს საათივით.
  • გადააქციეთ თქვენი საუზმე დღესასწაულად
  • უგემრიელესი კრუასანები კვერცხისა და რძის გარეშე. ცხვება 20 წუთში, თეფშიდან ქრება 2 წუთში.

შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები

Contents
  • კომბოსტოს ფრიკადელკების წვნიანი
    • ფარშირებული ყვავილოვანი კომბოსტო
    • იხილეთ ასევე
სწრაფად მოსამზადებელი კომბოსტოს ღვეზელი კეფირზე
ბუმბულივით მსუბუქი ღვეზელების ნაცადი რეცეპტი – გემრიელია და რაც მთავარია, არ გაგასუქებთ!
ექსკლუზიური ინტერვიუ Georgian family in canada-ს მთავარ გმირ თამარ მახათაძესთან
ბავარიული დესერტი, რომელიც ჩიტის რძესა და ტირამისუზე უფრო გემრიელია. ☕️
ჯანსაღი დილა თქვენი პროდუქტიული დღის საწინდარია – რჩევები შენთვის
TAGGED:დიეტური კერძებიკომბოსტორეცეპტიღვეზელიჯანსაღი კვება
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
ავტორინინო ბერიძე
ჟურნალისტი — ჯანსაღი კვება და კვების მეცნიერება. აშუქებს დიეტებს, პროდუქტების სარგებელს, კვების უსაფრთხოებასა და ექიმების რეკომენდაციებს.
წინა სტატია გამოცდილი მებოსტნეების საიდუმლოებები. რომელი ბოსტნეული არ უნდა დარგოთ კარტოფილის შემდეგ ” დაღლილ” ნიადაგში? გამოცდილი მებოსტნეების საიდუმლოებები. რომელი ბოსტნეული არ უნდა დარგოთ კარტოფილის შემდეგ ” დაღლილ” ნიადაგში?
შემდეგი სტატია როგორ მოამზადოთ ჯემი წითელი მოცხარისგან როგორ მოამზადოთ ჯემი წითელი მოცხარისგან
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?