შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: რით გამოირჩევა კახური ზეთი ქართულ გასტრონომიაში
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კერძებისიახლეებისხვა-ამბებიქართული სამზარეულო

რით გამოირჩევა კახური ზეთი ქართულ გასტრონომიაში

რით გამოირჩევა კახური ზეთი ქართულ გასტრონომიაში
Logo on a green background: white rounded-square icon with the text 'ag60' inside, plus white Georgian script beneath the icon.
ავტორი
ირინა დათაშვილი
გამოქვეყნებული: დეკემბერი 1, 2025
გაზიარება
გაზიარება

ზაფხულის მიწურულს, როცა მინდვრები გადაყვითლდება და ყვავილში მარცვალი მომწიფდება, კახეთის რაიონებში მზესუმზირას მოსავლის აღება იწყება. ამ დროს გლეხების ეზოები, აივნები, ბანი და ერდო ამ მზისფერი ყვავილით ივსება.

მზესუმზირის ზეთი ქართულ სამზარეულოში

მინდვრებიდან გამოტანილი მზესუმზირა კარგად უნდა გაშრეს, მერე დაიბეგვოს და მარცვალი გამოიყაროს. შემდეგ ერთიანად ახმაურდება ზეთსახდელები – ოქროსფერი სითხე ნაკადულებად წამოწანწკარდება და ჭურჭელი ამ სურნელოვანი, ნოყიერი და გემრიელი ძვირფასი საკვებით აივსება. თუ იქვე თონეც ააგიზგიზეს და ცხელ-ცხელი პური ამოყარეს, ნამდვილ დელიკატესს  შემოგთავაზებენ – კახურ შოთს ახალდაწურული კახური ზეთით.

ეს ცოცხალი ქართული გემოა, რომელსაც ამ სახით საქართველოს სულ რამდენიმე რაიონში გასინჯავ – დედოფლისწყაროში, სიღნაღსა და გურჯაანში, იქ, სადაც კახური ზეთის „ბეღელია“.

მზესუმზირა საქართველოში მეოცე საუკუნის დასაწყისში ევროპიდან შემოიტანეს. ის  სინათლის, სითბოსა და ტენის მოყვარული მცენარეა, ხანმოკლე სუსხსაც უძლებს და  გვალვასაც კარგად იტანს, წყალგამტარი შავმიწა ნიადაგი სჭირდება და სწორედ ასეთი აღმოჩნდა კახეთი, უფრო მეტად კი – ისტორიული ქიზიყის ტერიტორია და მზესუმზირა კახური ზეთის ძვირფას ნედლეულად იქცა. პირველი ზეთსახდელი ქარხანაც დედოფლისწყაროში აშენდა.

როგორ მიიღება კახური ზეთი?

კახური ზეთი, სხვა ზეთებისაგან განსხვავებით, ბლანტია და ტრადიციულად ქიმიური ფილტრაციის გარეშე მიიღება. კახური ზეთის დაწურვის რამდენიმე მეთოდი არსებობს. ყველაზე გავრცელებული დაწნეხის მეთოდია: კარგად გამომშრალ მზესუმზირას 80 გრადუსამდე ათბობენ, წნეხენ და 2 კვირით უჟანგავ ჭურჭელში აჩერებენ. ასეთი წესით მიღებული პროდუქტი მაქსიმალურად ინარჩუნებს მაღალ კვებით ღირებულებას.

კახური ზეთი განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს სალათებს, მწნილს, ჯონჯოლს, ლობიოს და ის ყველა თადარიგიან დიასახლისს აქვს გადანახული განსაკუთრებული შემთხვევებისთვის. ეს ზეთი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის – შეიცავს ისეთ ვიტამინებს, როგორებიცაა: A, K, D, E და მდიდარია ომეგა 6-ის ტიპის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით.

წყარო

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

იხილეთ ასევე

  • “ქუთაისის მწვანილი” იმერეთის 50 სოფელში მოჰყავთ – საქართველოს სავიზიტო ბარათი
  • მოვამზადოთ მუხუდო – ვეგეტარიანელების საყვარელი კერძი
  • ახალი კარტოფილი -როგორ უნდა მოვამზადოთ და რატომ უნდა მივირთვათ?
  • კეშიუს სოუსი – ჯანსაღი სადილის იდეა
  • საგაზაფხულო ქათამი პარმეზანით
READ  პასკის საუცხოო რეცეპტი shenisupra.ge - ის მკითხველს Tatiana's Kitchen -გან
Contents
        • მზესუმზირის ზეთი ქართულ სამზარეულოში
        • როგორ მიიღება კახური ზეთი?
  • იხილეთ ასევე
FacebookTwitter

შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები

ღორის ნეკნები ბარბექიუ სოუსში
ცომი ბამბასავით რბილია ერთი ინგრედიენტის წყალობით
რატომ უნდა მიიღოთ ბროკოლი?
როგორი რძე დავამატოთ ყავაში -დიეტოლოგების რჩევები
მოამზადეთ მარწყვისა და კიტრის მარტივი და სასარგებლო წვენი
TAGGED:ბუნებრივი პროდუქტებისამზარეულოტრადიციული რეცეპტებიქართული სამზარეულოჯანსაღი კვება
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
Logo on a green background: white rounded-square icon with the text 'ag60' inside, plus white Georgian script beneath the icon.
ავტორიირინა დათაშვილი
მიჰყევით:
მთავარი რედაქტორი — რეცეპტები და ქართული სუფრის ტრადიციები. კულინარიულ თემებზე წერს 2003 წლიდან.
წინა სტატია მწვანე სალათი ორაგულით მწვანე სალათი ორაგულით
შემდეგი სტატია რომელი პროდუქტები გაგიუმჯობესებთ განწყობას რომელი პროდუქტები გაგიუმჯობესებთ განწყობას
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?