შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: გაგაცნობთ ღვინის ევროპული წესით დაყენების ტრადიციას ,,ოკამის” ღვინის მაგალითზე
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
სასმელებისიახლეები

გაგაცნობთ ღვინის ევროპული წესით დაყენების ტრადიციას ,,ოკამის” ღვინის მაგალითზე

გაგაცნობთ ღვინის ევროპული წესით დაყენების ტრადიციას ,,ოკამის” ღვინის მაგალითზე
თაკო ფრიცხელაური
ავტორი
თაკო ფრიცხელაური
გამოქვეყნებული: ივლისი 23, 2026
გაზიარება
გაზიარება

საქართველოში ღვინის ევროპული წესით დაყენების ტრადიცია XIX საუკუნეში იღებს სათავეს, როდესაც ივანე მუხრანბატონმა ამ ახალი არომატებით მოახერხა საქართველოში „ევროპის შემოტანა“. მისი სურვილები და მიზნები იმასაც ემსახურებოდა, რომ მომავალში შესძლებოდა საქართველოში ნაწარმოები ევროპული ღვინო გასაყიდად, სწორედ, დასავლეთში, ევროპაში გაეტანა.

მალე სურვილები და გეგმები რეალობად იქცა და 1875 წელს მუხრანბატონი საფრანგეთში გაემგზავრა ღვინის ტექნოლოგიისთვის საჭირო აუცილებელი საკითხების ასათვისებლად. საქართველოში დაბრუნებული კი დაუკავშირდა ფრანგ აგრონომ ოდენს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში საგანგებო დავალებით იყო ჩამოსული და დაიწყო ერთობლივი რთული, ხანგრძლივი და შრომატევადი მუშაობა. ბუნიკით ვაზის დარგვა, სეკატორით გასხვლა, ყურძნის დახარისხება, ღვინის დაძველება და სხვა მეთოდები შეიმუშავეს მათ ერთობლივად. სულ მალე კი დაიწყეს ღვინის ქარხნის მშენებლობა, რომელიც 1,2 მლნ ლიტრ ტევადობაზე იყო გათვლილი.

შიდა ქართლში, მუხრანსა და მის შემოგარენში მეღვინეობის განვითარებაში ივანე მუხრანბატონს დიდი წვლილი მიუძღვის. მათ შორის, ოკამშიც, სადაც პირდაპირ აისახა ის გარემო, რაც მუხრანბატონმა ამ რეგიონში შექმნა. ოკამმა საკუთარი მეღვინეობის გააქტიურება დაიწყო, თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ კი განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანა თენგიზ კეკელიძემ, რომელმაც 1965 წელს ოკამის ღვინის ქარხანა დააარსა.

„ოკამი“ მშრალი ღვინოა. ის შეიძლება იყოს თეთრი ან წითელი.

- Advertisement -
Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.

თეთრის შემთხვევაში, მას აქვს ღია ჩალისფრიდან ჩალისფრამდე შეფერილობა, სასიამოვნო, ხალისიანი გემო. ზომიერი მჟავიანობით, დახვეწილი და დაბალანსებული არომატით, ისეთით, როგორიც ახასიათებს ახალგაზრდა ღვინოს, გამდიდრებულია მსუბუქი ციტრუსოვანი და ყვითელი ხილის არომატით. თეთრი ღვინის ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 11%-ზე ნაკლები და შაქრიანობა არაუმეტეს 4 გ/ლ.

რაც შეეხება „ოკამი წითელს“, მისი ფერი ლალისფრად აღიწერება. სავსე, სასიამოვნო და ხალისიანი მჟავიანობით გამორჩეული გემო აქვს, კენკრის ნაზი არომატით. ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 12%-ზე ნაკლები, შაქრიანობა კი არ უნდა აღემატებოდეს 4 გ/ლ-ს.

თეთრი ღვინისთვის განკუთვნილი ყურძნის შაქრიანობა კრეფის დროს არ უნდა იყოს 19%-ზე ნაკლები, წითელი ღვინის შემთხვევაში კი 20%-ზე ნაკლები.

READ  ჭინჭრის მომზადების თიანური რეცეპტი არჩილ გამზარდიასგან ექსკლუზიურად "შენისუფრისთვის"

თეთრი ოკამი მზადდება ჩინური და/ან გორული მწვანე ჯიშის ყურძნიდან. წითელი კი შეიძლება დამზადდეს მხოლოდ შავკაპიტოს ჯიშის ყურძნიდან. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა ეს ჯიში მოწეული უნდა იყოს ოკამის მიკროზონაში.

მიკროზონის ფარგლები ვრცელდება შიდა ქართლისა და კასპის მუნიციპალიტეტის საზღვრებში. მასში შემავალი სოფლებია: კოდის წყარო, ქვემო ჭალა, ლამისყანა, სამთავისი, ოკამი, აღაიანი, ახალქალაქი, თელიანი, ქვემო გომი, მეტეხი, ხოვლე, ზემო ხანდაკი, ახალციხე, დოესი, კასპი, წინარეხი და კავთისხევი.

- Advertisement -
Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.

მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ ოკამის ღვინის წინსვლაში განსაკუთრებულად შეუწყო ხელი ღვინის ქარხნის გარდაქმნამ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასწავლო ბაზად. ამ მიმართულებით მეტი პოტენციალი, სამეცნიერო საქმიანობა და განვითარების ახალი ეტაპები კიდევ წინ არის, რაც ოკამის ღვინოს კიდევ უფრო მკვეთრად გამოაჩენს ქართულ თუ მსოფლიო ბაზარზე.

ადგილწარმოშობის დასახელება „ოკამი“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2022 წლის 12 დეკემბერს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებ-გვერდზე.

წყარო

იხილეთ ასევე

  • რატომ უნდა მიირთვათ სტაფილო – ჩვენ შენს ჯანმრთელობაზე ვზრუნავთ
  • დააგემოვნეთ გემრიელი მარწყვის დესერტი გამოცხობის გარეშე
  • როგორ მოვამზადოთ წითელი ბორშჩი – კლასიკური რეცეპტით
  • shenisupra.ge -ს მკითხველს განსაკუთრებული რეცეპტი Food Blogger Khato -გან 👌
  • რა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა ბანანი?
FacebookTwitter

შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები

როგორ შევინარჩუნოთ და გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობა ხილით
იცოდით, რომ პომიდვრის წვენი სალმონელას საშიშ ბაქტერიებს ხოცავს? – გაეცანით ახალ კვლევას
ძეხვეულის მომზადების მითები – რა არის სიმართლე
რა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა ხორბალი
ავოკადოს ტოსტები – ჯანსაღი დღის დასაწყისი
TAGGED:ტრადიციაქართული სამზარეულოქართული ღვინოღვინოჯანსაღი კვება
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
ავტორითაკო ფრიცხელაური
ჟურნალისტი — რეცეპტები და ქართული სამზარეულო. წერს ტრადიციულ და თანამედროვე კერძებზე, სუფრის კულტურასა და სეზონურ პროდუქტებზე.
წინა სტატია მოათავსეთ ნებისმიერი ყველი ამ მარინადში და არც ერთი გურმანი გულგრილი არ დარჩება! მოათავსეთ ნებისმიერი ყველი ამ მარინადში და არც ერთი გურმანი გულგრილი არ დარჩება!
შემდეგი სტატია ვისწავლე საღამოს შიმშილის მოკვლა, რომ ღამით მაცივართან სირბილი არ მომიხდეს. ვისწავლე საღამოს შიმშილის მოკვლა, რომ ღამით მაცივართან სირბილი არ მომიხდეს.
1 კომენტარი
  • გამოხმაურება: ნიორის შენახვის უძველესი დაღესტნური მეთოდი

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?