შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: რა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა ხორბალი
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
სიახლეებიჯანსაღი კვება

რა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა ხორბალი

რა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა ხორბალი
ანა ჭელიძე
ავტორი
ანა ჭელიძე
გამოქვეყნებული: აგვისტო 21, 2025
გაზიარება
გაზიარება

ხორბალს არაერთი სამკურნალო თვისება აქვს, რითაც ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გვეხმარება. ხორბლის ახალგაღივებული ყლორტები განსაკუთრებულად მდიდარია E ვიტამინით, რომელიც აუცილებელია კუნთოვანი, ნერვული და ღვიძლის უჯრედების ნორმალური ფუნქციობისათვის, აგრეთვე, სქესობრივი ფუნქციის შენარჩუნებისა და ორგანიზმში ქსოვილთა განახლებისათვის.

ხორბალში უხვადაა, ასევე, B ჯგუფის ვიტამინები, რაც მნიშვნელოვანია ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციობისა და მხედველობის სიმახვილის შენარჩუნებისთვის.

დიდი რაოდენობით მინერალური ნივთიერებების, B, D, E, K, PP ვიტამინებისა და A პროვიტამინის შემცველობის გამო. ის მდიდარია სახამებლით, უჯრედისით, ნატურალური შაქრითა და ფერმენტებით. უჯრედისი განაპირობებს ორგანიზმიდან წიდების გამოდევნას, ასტიმულირებს ნაწლავთა პერისტალტიკას.

ქრომი და ლითიუმი – ეს იშვიათი მიკროელემენტები სასარგებლოა ნერვული სისტემისთვის.

- Advertisement -
Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.

კალიუმი განაპირობებს მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის შენარჩუნებას, ამაგრებს გულის კუნთს, ხელს უწყობს კუნთოვანი ბოჭკოების ნორმალურ მუშაობას.

ხორბლის მარცვლების დაფქვისას იკარგება ვიტამინები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები, ამიტომაც ახალგაღივებული ხორბლით კვებას სულ სხვა მნიშვნელობა აქვს.

სასარგებლოა ქატოც. გარდა იმისა, რომ აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, კერძოდ ნაწლავებისა და ნაღვლის ბუშტის მუშაობას, წმენდს ორგანიზმს წიდებისგან, ჭარბი ქოლესტერინისა და შაქრისგან, ქატოში დიდი რაოდენობით წარმოდგენილი მაგნიუმი კუნთებს იცავს კრუნჩხვებისგან.

ქატო ასევე სასარგებლოა მსხვილი ნაწლავის გაღიზიანების, გაცხიმოვნებისა და ათეროსკლეროზის დროს. ხორბლის ქატოსაგან მზადდება ნახარშები, რომელთაც გამორჩეული ეფექტი აქვთ ძლიერი ხველისა და გრიპით დაავადების მკურნალობისას. აღნიშნული ნახარშები რეკომენდებულია დასუსტებულთათვის, ასევე ინფექციური დაავადებების, კერძოდ, გრიპის გადატანის შემდგომ გამოჯანმრთელების პერიოდში.

ნახარშის მომზადების წესი შემდეგია: 200 გრამი ქატო ადუღეთ ერთ ლიტრ წყალში 15 წუთის განმავლობაში, დაამატეთ თაფლი და კვლავ ადუღეთ 15 წუთს. ნახარში გაცივების შემდეგ გადაუწურავად უნდა დალიოთ. ხველის საწინააღმდეგოდ ნახარშს დალევამდე შეგიძლიათ ცოტა თაფლი ისევ დაამატოთ და ჭამის წინ მიირთვათ 150 მილილიტრის ოდენობით. თუ ნახარშს ჭამის შემდეგ თაფლის გარეშე დალევთ, ნაწლავის სუსტი აქტივობით გამოწვეული შეკრულობის პრობლემას გადაჭრით.

- Advertisement -
Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.

კანის ანთების ან შეშუპების შემთხვევაში დაგეხმარებათ ხორბლის ფქვილის დაყრა დაზიანებულ უბანზე და კანში მისი შეზელა.

READ  მოამზადეთ უგემრიელესი ვარენიკები კენკრითა და ხაჭოთი

მოხარშული ხორბალი ხახვის წვენთან ერთად სასარგებლოა ტრავმული შეშუპებების სამკურნალოდ. თუ ხორბალს ზეითუნის ზეთში მოხარშავთ, მიიღებთ მალამოს, რომელიც გამოიყენება კანის წყლულების და თმის ცვენის სამკურნალოდ.

ამის გარდა, ხორბალს კიდევ ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. მათ შორის:

  • ამაგრებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას;
  • ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას;
  • აუმჯობესებს მხედველობას;
  • აღადგენს თმის სტრუქტურას;
  • აძლიერებს ორგანიზმის გამძლეობას სიცივისადმი;
  • ხელს უწყობს სხვადასხვა წარმონაქმნის გაწოვას;
  • ამდიდრებს სისხლს ჟანგბადით;
  • ამაღლებს იმუნიტეტს;
  • ახანგრძლივებს სიცოცხლეს.

 

 

წყარო

 

 

 

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

იხილეთ ასევე

  • გარგარი -მისი სასარგებლო თვისებები
  • Ბალანსირებული მენიუ – როგორ შევქმნათ სწორი კვების რეჟიმი? 10 მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჯანმრთელი კვებისკენ
  • რა სარგებელი აქვს უჯრედისს თქვენი ორგანიზმისთვის
  • ჩაი უფრო სასარგებლოა თუ ყავა და რატომ
  • ორგანული თუ ჩვეულებრივი კვება – ღირს თუ არა ბიო პროდუქტებზე გადასვლა?

შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები

თევზი -როგორ უნდა შევარჩიოთ?
მოამზადეთ მარტივი საგაზაფხულო კერძი – პანცანელა ქათმით
“ყოველ წელს ამ ფერებში ჩემი გურული ბიჭების სიხარული მაქვს თვალწინ და ამ სიფერადეს არასდროს შევცვლი!” – food ბლოგერი Tatiana’s Kitchen
რატომ არ უნდა მივიღოთ დიდი რაოდენობით შაქარი
როგორი უნდა იყოს იდეალური სამზარეულო
TAGGED:ვიტამინებიპროდუქტებისასარგებლოსწორი კვებაჯანსაღი კვება
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
ავტორიანა ჭელიძე
ჟურნალისტი — ღვინო, სასმელები და სამზარეულოს დიზაინი. წერს ქართულ ღვინოზე, ყავასა და ჩაიზე, სამზარეულოს ხელსაწყოებსა და აქსესუარებზე.
წინა სტატია მოამზადეთ სალათი გამომცხვარი ბულგარული წიწაკით მოამზადეთ სალათი გამომცხვარი ბულგარული წიწაკით
შემდეგი სტატია რა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა კარტოფილი რა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა კარტოფილი
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?